ბლოგი / ეს საინტერესოა

ფილმები ცხოველებზე რომელთა ყურებაც საახალწლოდაა რეკომენდირებული




ახალი წელი და შობა არის საოჯახო დღესასწაულები, როდესაც ყველა სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ეძებს. აღნიშნული ატმოსფეროს შექმნაში ქვემოთ მოყვანილი ფილმები აუცილებლად დაგეხმარებიან:

ლედი და მაწანწალა

ლედი შინაური ძაღლია, რომელიც ოთხფეხათა სამყაროში მაღალი წრის წარმომადგენელად ითვლება, მაწანწალა კი უპატრონო ძაღლია. ამ ორ არსებას ერთმანეთი უყვარდება. აუცილებლად უყურეთ ფილმს, ის ნამდვილი ღირებულებების კარგი მაგალითია. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მულტფილმი ძაღლებზე.

 

შობის 12 ძაღლი

ფილმი მოგვითხრობს დიდი კრიზისის პერიოდში ქალაქში ძაღლების არსებობის აკრძალვის შესახებ. ერთ გოგონას კი გადაწყვეტილი აქვს, რომ ხალხის დამოკიდებულება შეცვალოს, რისთვისაც ის სხვადასხვა სირთულეს უმკლავდება.

 

ძაღლი სახელად შობა

ფილმი მოგვითხრობს ოჯახის შესახებ, რომელმაც თავშესაფრიდან აიყვანს ოქროსფერ რეტრივერს, მას სახელად შობას დაარქმევენ. 

 

შობა ბეთჰოვენისთვის

ეს ფილმი აერთიანებს ელფებს, შობის გადარჩენას, საშობაო სასწაულებს და რაც მთავარია უსაყვარლეს, კეთილ სენ ბერნარს, რომელიც ფილმის მთავარი პერსონაჟია.

--RELATED--

 

ძაღლი, რომელმაც შობა გადაარჩინა

კინოს მთავარი გმირია ყოფილი პოლიციის ლაბრადორ რეტრივერი, რომელიც თავს ცხოველთა თავშესაფარში ამოყოფს, შემდეგ კი მას ერთი ოჯახი იშვილებს. საშობაოდ მას სახლში მარტოს ტოვებენ, ოჯახი ბებოს სანახავად მიემართება, სახლს კი 2 ყაჩაღი გაძარცვას უპირებს.

 

იმედია ეს ხუთი კინო ცხოველების შესახებ შეგმატებთ საშობაო სიმყუდროვეს.

 

აქვე გირჩევთ 10 ფილმს თქვენი ბავშვებისთვის, ცხოველების შესახებ: petario.com/10-sabavshvo-filmi

 

 


3482 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...