ბლოგი / ეს საინტერესოა

უსახლკარო ცხოველები ზამთარში




საქართველოში, სადაც ძალიან დიდია უსახლკარო ცხოველების რაოდენობა და ყოველდღიურად უამრავი ცხოველი კვდება სხვადასხვა მიზეზით, აუცილებელია ჩვენ, ცხოველთა მოყვარულებმა და არა მარტო, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დაუცველი არსებების გადარჩენისთვის ბრძოლაში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან ქუჩის ცხოველები ზამთრის ცივ დღეებში. მაშინ, როდესაც სიცივით დაუძლურებულებს და გაყინულებს საჭმლის მოპოვებისთვის ენერგია აღარ აქვთ... მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღჭურვილი არიან ფუმფულა ბეწვით, მათ მაინც ძალიან სცივათ და ეძებენ სხვადასხვა თბილ ადგილებს თავის შესაფარებლად. ისინი გათბობას ხშირად მანქანის ძრავის ქვეშ შეძრომით ცდილობენ, რის გამოც ბევრი ცხოველი ზიანდება მანქანის დაძვრისას. ასევე შედიან სადარბაზოებში, სადაც ცდილობენ კარების წინ დაფენილ საფენებზე მოკალათებას და გამოძინებას. თუმცა, სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამის საშუალებას არ აძლევს მათ და ხშირად აგრესიის მსხვერპლიც კი ხდებიან უსახლკარო ცხოველები. არადა დადასტურებული ფაქტია, რომ მშიერ ძაღლს 3-4 დღე შეუძლია მხოლოდ სიცოცხლე, კატისთვის კი 2-3 დღეც საკმარისია… ეს ციფრები და მათი გადარჩენის შანსი კი ზამთარში უფრო კლებულობს.

--RELATED--

ჩვენთვის მათვის გადაგდებული ერთი პურის ნატეხი არაფერს ნიშნავს, მათი სიცოცხლე კი შესაძლოა ამ პურის ნატეხზეა დამოკიდებული. ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავებზე, შეიძლება ეს იმ ცხოველის სიცოცხლის ბოლო დღეა, რომელიც იმედის თვალით შემოგვყურებს, რომ რამეს ვაჭმევთ… მათი გადარჩენა და დახმარება ხომ სულ მარტივად შეგვიძლია…

  1.  ვუზრუნველყოთ მათთვის სუფთა წყლის და საკვების მიწოდება, რადგან სიცივით დაუძლურებულებს ნაკლები ენერგია დაეხარჯოთ მათ მოსაპოვებლად.
  2. დავუფინოთ მშრლად ადგილზე კარდონები ან ძველი ფუმფულა ნაჭრები, რათა არ მოუწიოთ გამოძინება გაყინულ ბეტონზე.
  3. ნუ გაყრით სადარბაზოდან საცოდავ არსებებს, რომლებიც სიცივეს სწორედ თქვენთან ემალებიან.
  4. სანამ მანქანას დაძრავთ გამოიჩინეთ ყურადღება, შეიძლება უსახლკარო ცხოველი წვიმას თქვენი მანქანის ქვეშ აფარებდეს თავს.

საბედნიეროდ არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ზრუნავენ ქუჩის, უსახლკარო ცხოველებზე.

თურქეთში, კერძოდ ისტანბულში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს უსახლკარო ცხოველებისთვის ცხოვრება გაემარტივებინათ და გაყინულ ცხოველებს დახმარებოდნენ. პლედები დაუფინეს და საჭმლითაც გაუმასპინძლდნენ :)

უსახლკარო ცხოველები

უსახლკარო ძაღლები

ქუჩის ძაღლები

საბერძნეთში ერთ-ერთ კოფე შოპში უსახლკარო ცხოველებს ყოველღამე უშვებენ და აძლევენ უფლებას გამოიძინონ თბილად და დაემალონ სიცივეს :)

უსახლკარო ძაღლები სიცივეში

ბრაზილიაში კი ერთ-ერთი ავტობუსების სადგურის თანამშრომლებმა ძველი ბორბლებით და პლედებით უსახლკარო ცხოველებს ასეთი საწოლები გაუკეთეს და თბილად გამოძინების ბედნიერება აჩქუეს :) რათქმაუნდა საკვებითაც უმასპინძლდებიან :)

უსახლკარო ცხოველების დახმარება

ცხოველები ზამთარში

 

წყაროები:

http://www.dailymail.co.uk/news/article-4102540/Wrap-pup-warm-Freezing-stray-dogs-streets-Istanbul-given-blankets-volunteers-Turkish-city-hit-cold-snap.html

http://www.carealotpets.com/coffeeshopdogs.aspx

http://www.ntd.tv/inspiring/pets/bus-station-helps-stray-dogs-escape-freezing-winter-providing-shelter-warm-bed-food.html

https://www.mnn.com/family/pets/blogs/how-to-help-stray-animals-survive-the-winter

 

წაიკითხეთ ასევე, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ცხოველები თავშესაფრიდან - petario.com/aiyvanet-tavshesafridan


7362 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...