ტოპ 10 ძაღლის ჯიში, რომლის სახელიც ხშირად გვეშლება
November 6, 2017 15:27 Ani Ioseliani

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საქართველოში ტოპ 10 ძაღლის ჯიშის დასახელებას, რომელიც ხშირად გვეშლება.
1. ხასკი (არასწორი) - ციმბირული ჰასკი (სწორია). ჰასკი ძაღლის ჯიშია, რომელიც გამოყვანილია რუსეთში უძველესი ხანიდან. პირველად XIX საუკუნეში შეამჩნიეს და 1909 წელს ამერიკაში ჩამოიყვანეს.
2. ავჩალკა, ავჩარკა (არასწორია) - გერმანული ნაგაზი (სწორია). გერმანული ნაგაზი ძაღლის ჯიშია, რომელიც გამოიყვანეს გერმანიაში XIX საუკუნის ბოლოს.
3. ლაბლადორი (არასწორია)- ლაბრადორ რეტრივერი (სწორია ). ლაბრადორის წარმოშობის ადგილი დიდი ბრიტანეთია. პირველადი ცნობები ამ ჯიშის შესახებ აღმოჩენილია 1820-იან წლებში.
4. დრათხარი (არასწორია) - დრათჰაარი (სწორია). დრათჰაარი გერმანული წარმოშობის ძაღლია. წარმოიშვა XX საუკუნეში.
5. კურცხალი (არასწორია) - კურცჰაარი (სწორია). კურცჰაარი წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს გერმანიაში.
6. ბოო (არასწორია) -პომერანული შპიცი (სწორია). წარმოშობის ადგილია გერმანია და პოლონეთი, XIX საუკუნე. ბოო კი ამ ჯიშის წარმომადგენელი ძაღლის სახელია, რომელიც სან ფრანცისკოში 2006 წლის 16 მარტს დაიბადა.
7. იაქტერიერი (არასწორია) - იაგდტერიერი (სწორია ). იაგდტერიერის ჯიში 1920-იანწლებში გამოიყვანეს გერმანიაში.
8. ლესი (არასწორია) -კოლი (სწორია). კოლი გამოიყვანეს XIX საუკუნში დიდ ბრიტანეთში. ლესი კი ამ ჯიშის ძაღლის სახელია ფილმიდან "ლესი".
9. სემბერნარი (არასწორია)- სენბერნარი (სწორია). სენბერნარი წარმოიშვა შუა საუკუნეებში შვეიცარიაში.
10. ვეიმაინერი (არასწორია) - ვეიმარანერი (სწორია). ვეიმარანერი წარმოიშვა XIX საუკუნის დასაწყისში გერმანიაში.