სკარლეტ იოჰანსონის “7 ფუნტიანი დიქტატორი”
March 29, 2017 19:15 Nika Gigashvili

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და სექსუალურ მსახიობს ძალიან უყვარს ცხოველები. მიუხედავად იმისა, რომ სკარლეტ იოჰანსონი ძალიან პოპულარული და დაკავებული მსახიობია, თავისუფალ დროს სიამოვნებით ატარებს თავის ოთხფეხა მეგობრებთან.
როგორც კი სკარლეტმა დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და საკუთარ ბინაში გადავიდა, მიხვდა რომ შინაური ცხოველი უნდა აეყვანა. ასე მოხვდა პატარა ჩიხუახუა სახელად მეგი მსახიობის ცხოვრებაში. ერთხელ მეგი ჟურნალშიც კი გამოჩნდა თავის მეპატრონესთან ერთად. სკარლეტს იმდენად უყვარს თავის ოთხფეხა მეგობარი, რომ მისი ყოფილი ქმარი რაიან რეინოლდსი ხშირად ეჭვიანობდა მასზე და “7 ფუნტიანი დიქტატორიც” კი შეარქვა. თუმცა მალე შეეგუა და სკარლეტის არყოფნის დროს მზვრუნველ “მამობასაც” უწევდა მეგის.
ამჟამად მსახიობს ჰყავს ძველი ერთგული მეგობარი მეგი და კატა ტრუპერი. მის ცხოველებს ყველაფერი აქვთ რაც სჭირდებათ, მაგრამ მსახიობი აცხადებს, რომ არ აპირებს ზედმეტად გაანებივროს და “გააფუჭოს” ისინი. მიუხედავად ამისა, არავის ეპარება ეჭვი რომ სკარლეტ იოჰანსონს საკუთარი შვილივით უყვარს თავისი ცხოველები.