საინტერესო ფაქტები კატებზე
March 29, 2017 18:14 Nika Gigashvili

15 საინტერესო ფაქტი ფისოებზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით:
1. კატის ტვინი უფრო კომპლექსურია, ვიდრე ძაღლის. მათი ტვინის ქერქი 300 მლნ ნეირონს შეიცავს, ძაღლის კი - 160 მლნს. კატის ტვინი ბიოლოგიურად მეტად გავს ადამიანისას.
2. კატას შეუძლია გამოსცეს ასამდე სხვადასხვა ხმა, ძაღლს კი მხოლოდ ათამდე.
3. ძაღლებისგან განსხვავებით, კატებს ტკბილის შეგრძნების უნარი არ აქვთ. მეცნიერების თქმით ეს გემოვნების რეცეპტორების მუტაციის შედეგია.
4. არსებობს ებრაული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ნოემ ღმერთს სთხოვა დახმარება კიდობანში საჭმლის მარაგის ვირთხებისგან დასაცავად, პასუხად კი ლომმა დააცემინა და გაჩნდა კატა.
5. კატის ზურგი ძალიან მოქნილია, რადგან მას 53-ზე მეტი მალა აქვს ხერხემალზე, ადამიანებს კი მხოლოდ 34
ცხოველები რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ
6. კატები ცნობენ თვენს ხმას, მაგრამ არავინ იცის რატომ არ გაქცევენ ყურადღებას :))
7. მდედრი კატები ძირითადად მემარჯვენეები არიან, ხოლო მამრები - ცაციები.
--RELATED--
8. კატის კარი ისააკ ნიუტონმა გამოიგონა.
9. სახლის კატას შეუძლია განავითაროს 50კმ/სთ სიჩქარე
10. კატებს შეუძლიათ 180 გრადუსით ამოძრაონ ყურები. მათ ყურში 30-ზე მეტი კუნთი აქვთ
11. კატის ცხვირის სტრუქტურა უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი
12. სმენა კატების ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მათ შეუძლიათ აღიქვან 64 კილოჰერცი სიხშირის ხმა, მაშინ როცა ადამიანს მხოლოდ 20 კილოჰერცი ესმით, ხოლო ძაღლს - 40 კილოჰერცი.
13. კატების კრუტუნი დადებითად მოქმედებს სიხლის მიმოქცევასა და გულის მუშაობაზე.
14. კატა სუნს მხოლოდ ცხვირით არ შეიგრძნობს, ე.წ. იაკობსობის მილი, რომელიც ხორხში მდებარეობს სუნის უკეთეს აღქმას უწყობს ხელს. სუნის შესაგრძნობად კატა ოდნავ მაღლა წევს ტუჩსა და ცხვირს.
15. კატების სიყვარულს აილუროფილია ეწოდება
--RELATED--