ბლოგი / ეს საინტერესოა

სად მიდიან ჩვენი ცხოველები სიკვდილის შემდეგ




ყველა მეპატრონისთვის ძალიან ძნელია თავის საყვარელ ცხოველთან განშორება. დიდია საყვარელი მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მრავალ ადამიანს აწუხებს იმაზე ფიქრი, თუ საით მიდიან ცხოველები სიკვდილის შემდეგ, შეხვდებიან თუ არა მათ ოდესმე?!

არსებობს ლეგენდა, რომ ცხოველები სიკვდილის შემდეგ ცისარტყელაზე ხვდებიან.

ცისარტყელის ხიდი

ცისარტყელის ხიდი არის მითიური ადგილი იმქვეყნად, სამოთხის გვერდზე. ეს არის ულამაზესი ადგილი მზის სხივით გამთბარი მდელოებით, გორაკებით, ველებით, ბევრი საკვებით და წყლით. ცისარტყელაზე ყველა ცხოველი ბედნიერია. არაცერთ მათგანს არ ცივა, არ შია, არ სწყურია, არ არსებობს მოხუცი, ავადმყოფი ან დაუძლურებული ცხოველი. ისინი ერთად თამაშობენ, დარბიან და არაფერი აკლიათ გარდა თავისი პატრონისა, რომელიც სხვა ქვეყანაში დატოვეს. თუმცა ადრე თუ გვიან მათი შეხვედრის დროც მოდის. როდესაც ადამიანი ტოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას, ის ცისარტყელაზე ხვდება თავის საყვარელ შინაურ ცხოველს, ისინი ერთად გადაივლიან ცისარტყელის ხიდს, ხვდებიან სამოთხეში და აღარასდროს შორდებიან ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეს ლეგენდა საკმაოდ გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, მისი ზუსტი შექმნის თარიღი და ავტორი უცნობია. მის წარმოშობას სკანდინავიური მითოლოგიასაც უკავშირებენ.

--RELATED--

 

დღესდღეობით სხვადასხვა რელიგიას განსხვავებული შეხედულებები აქვს ცხოველის სულის არსებობასთან დაკავშირებით. ერთი რელიგიის წარმომადგენლებს შორისაც კი არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხზე და კამათიც დაუსრულებლად შეიძლება. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის როგორ გრძელდება სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ვის ვხვდებით იმქვეყნად და მართლაც არსებობს თუ არა ცისარტყელას ხიდი.

თუ გვჯერა სამოთხის არსებობა, სადაც თავდაპირველად ადამი და ევა ცხოველებთან ერთად ცხოვრობდნენ, განა იგივე ადგილი ამ მშვენიერი არსებების გარეშე სრულყოფილი იქნება?!

ყველაფერი ალბათ რწმენაზეა დამოკიდებული, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს და იქნებ სწორედ ამ რწმენის საშუალებით შევხვდეთ ჩვენს საყვარელ მეგობრებს იმქვეყნად. პირადად მე, მირჩევნია ვიფიქრო, რომ ისინი მართლაც ბედნიერად ცხოვრობენ იქ, სადღაც მშვენიერ ადგილზე და როცა დრო მოვა ერთად გავივლით ცისარტყელის ხიდს.

 

ფილმები ცხოველების შესახებ, რომლებიც უნდა ნახოთ


10693 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...