ბლოგი / ეს საინტერესოა

როგორ დავამზადოთ კატებისთვის უსაფრთხო ნაძვის ხე




კატის მოყვარულებს სმენიათ, ხოლო მათ პატრონებს კი გამოცდილი აქვთ თუ რას ნიშნავს გყავდეს სახლში კატა და მოდიოდეს ახალი წელი. ნაძვის ხე ხომ თითქმის ატრაქციონის ტოლფასია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ხეზე რიგრიგობით ანათებენ სხვადასხვა ფერის ნათურები, ჰკიდია სხვადასხვა ტიპის "ნადავლი", რომელზე ნადირობაც უზომო ხალისს ჰგვრის კატას. ხეზე შეიძლება აძრომა და სხვადასხვა სიმაღლის დაპყრობა, მოკლედ ეს მათთვის იგივეა, რაც პატარებისთვის დისნეილენდი. ნაძვის ხესთან თამაში კი ძალიან ხშირად მთავრდება ნაძვის ხის განადგურებით, ავეჯისა თუ სხვა ნივთების დაზიანებით და უარეს შემთხვევაში თავად მოუსვენარი, მრგვალ თვალებიანი ფისოს დაზიანებითაც კი.

მაშ რა ვქნათ? საახალწლო განწყობისათვის აუცილებელი ეს ელემენტი როგორ შემოვიტანოთ ოჯახში, რომ კატამ არ დააზიანოს ?! ამას წინ ამ კითხვაზე საკმაოდ სახალისო და ამავდროულად საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი ვებგვერდზე catster.com. აქ 2 კატის პატრონი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც მისმა კატამ გაანადგურა ნაძვის ხე და თავადაც კინაღამ ემსხვერპლა ამ თავგადასავალს, რის შემდეგაც გადაწყვიტა გამოეგონებინა სპეციალური, კატებისთვის ოპტიმიზებული ნაძვის ხე, რომელიც იქნებოდა მწვანე კონუსის ფორმის, ბრჭყალების საფხაჭნი მასალისგან გაკეთებული. ექნებოდა სხვადასხვა სიგრძის თაროები ტოტების მაგივრად, ჩაშენებული ექნებოდა განათება, სათამაშოები მყარად დამაგრებული ბურთები იქნებოდა, რომლებსაც კატაბალახათი ამოავსებდა. იდეა რათქმაუნდა თავად ძალიან მოსწონდა, თუმცა მსგავსის რეალიზება საკმაოდ რთული და ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა. თუმცა მომავალ წელს მან არ დაყარა ფარხმალი და მაინც შექმნა კატის პატრონისთვის იდეალური ნაძვის ხე:

ფისომოყვარულის ნაძვისხე

აღნიშნულის დამზადება საკმაოდ მარტივია, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია და მისი გაუმჯობესებაც არ წარმოადგენს პრობლემას. ამისათვის დაგჭირდებათ:

--RELATED--

1. კონუსის ფორმის თაროები

katis nadzvis xe

2. მწვანე საღებავი

3. საკუთარი გემოვნება და შესაბამისი მორთულობები

ყველას ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ !

 

ახლა კი გაიგეთ თუ რატომ ურტყამენ კატები სათამაშოებს უკანა თათებს: petario.com/katis-ukana-tatebis-dartyma


2274 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...