ბლოგი / ეს საინტერესოა

როგორ აღნიშნავენ ჰელოუინს ცხოველები ამერიკასა და ბრიტანეთში




ჰელოუინი მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, დღევანდელ დღეს ეს არის ყველაზე დიდი მასკარადი, რომლის დანიშნულებაც ბევრს აღარც კი ახსოვს და უბრალოდ ასოცირდება საშიშ კოსტუმებთან და გართობასთან. ამერიკაში ჯერ ისევ არის ჩვენი ალილოს მსგავსი ტრადიცია, სადაც ბავშვები კარდაკარ დადიან და ითხოვენ კანფეტებს, ხოლო თუ ამაზე უარს იღებენ აშინებენ სახლის პატრონს.

ეს დღესასწაული აღარ არის მხოლოდ ადამიანებისთვის, უკვე დიდი ხანია ამ დღეს ადამიანები საკუთარ ცხოველებსაც მოსავენ სხვადასხვა კოსტიუმით, რამაც ფაქტობრივად ახალი ბაზარიც კი შექმნა კომპანიებისათვის. წელს აშშს ტერიტორიაზე პროგნოზირებულია 440 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ცხოველების კოსტუმების გაყიდვა, ხოლო სულ ჰელოუინის კოსტუმების გაყიდვები კი 9 მილიარდად არის შეფასებული. თუ თვალს გადავავლებთ ინტერნეტ სივრცეს, შევამჩნევთ, რომ ყველაზე ხშირად ჰელოუინისთვის ძაღლებს მოსავენ, ხოლო ყველაზე პოპულარული კოსტუმები ამერიკის მასშტაბით კი შემდეგია:

  1. გოგრა
  2. ჰოთდოგი
  3. მეკობრე / ლომი / ძაღლი
  4. ბამბლ ბი - ტრანსფორმერი
  5. ეშმაკი
  6. ბეტმენი
  7. მოჩვენება
  8. კატა
  9. ალქაჯი
  10. ვარსკვლავური ომების პერსონაჟები
--RELATED--

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ აშშსა და დიდი ბრიტანეთის ბინადარი ცხოველების ფოტოები, თუ მოგეწონებათ იდეა შეგვიძლია დაგეხმაროთ მსგავსი კოსტუმების შეძენაში :)) საახალწლოდ პირადი ფუმფულა სანტა გეყოლებათ სახლში.

წყარო: https://www.cnbc.com | http://www.dailymail.co.uk

 

 

იხილეთ ნივთები რომლებიც გაგიხალისებენ თქვენს ცხოველთან თანაცხოვრებას: petario.com/saintereso-nivtebi

გაიცანით მსოფლიოს 20 ყველაზე მდიდარი ცხოველი: petario.com/kvelaze-mdidari-cxovelebi

 


2326 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...