ბლოგი / ეს საინტერესოა

რა სახით დაისჯება დამნაშავე და რა ჯარიმები იქნება გათვალისწინებული ცხოველთა მიმართ არსათანდო მოპყრობისთვის




პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ თან ერთვის “სისხლის სამართლის კოდექსისა” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებებიც.

აღნიშნული კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსში დაემატება შემდეგი ცვლილებები:

  1. კომპანიონ ცხოველებზე ექსპერიმენტებისა და ქირურგიული ოპერაციების ჩატარება ვეტერინარის დანიშნულების გარეშე დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
  2. კომპანიონი ცხოველის რიტუალური მოკვლა ან/და მსხვერპლშეწირვა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
  3. ისეთ ქმედებაზე, რომელიც მიმართული იქნება კომპანიონი ცხოველის კონკრეტული სახეობის განადგურებისგენ, სასჯელი იქნება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე.
  4. თუ კომპანიონი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა ჩადენილი იქნება ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვანის თანდასწრებით, სასჯელი იქნება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 4 წლამდე.
  5. ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.
  6. პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას გამოიყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ამის ნების დართვა, დაისჯება ჯარიმით ან  2 წლიანი პატიმრობით.
  7. ცხოველთა ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 3 წლამდე. თუ ეს ჩადენილი იქნება ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვანის თანდასწრებით, სასჯელი იქნება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 4 წლამდე.
  8. საკუთარი ან სხვისი ცხოველით ცხოველთა ორთაბრძოლებში მონაწილეობა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. თუ ეს ჩადენილი იქნება ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვანის თანდასწრებით, სასჯელი იქნება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 4 წლამდე.

ჯარიმები ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დადგენილი სტანდარტების დარღვევისათვის კი ადმინისტრაციული სახდელები შემდეგი იქნება:

--RELATED--
  1. კომპანიონი ცხოველის ყოლის წესების დარღვევა და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნა გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას.
  2. ძაღლების, დეკორატიული ჯიშის გარდა, გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში მოკლე საბელის ან საბელითა და ალიკაპის გარეშე, გამოიწვევს 50 ლარიან ჯარიმას.
  3. კომპანიონი ცხოველის ჯილდოს სახით გადაცემაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება.
  4. კომპანიონი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  5. კომპანიონ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმა 150 ლარი იქნება.
  6. უმეთვალყურეო, უპატრონო კომპანიონი ცხოველების დაჭერისათვის დადგენილი წესების დარღვევა 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
  7. კომპანიონი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისთვის პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
  8. კომპანიონ ცხოველთა საკვებად გამოყენება, მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას.
  9. კომპანიონ ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობების დარღვევა გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას.
  10. სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში კომპანიონ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  11. პირის საკუთრებაში ათ კომპანიონ ცხოველზე მეტი ყოლის შემთხვევაში, ასეთი პირის მიერ თავშესაფრის არ დარეგისტრირება ან/და თავშესაფრის მოწყობის სტანდარტების რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს 300 ლარიან ჯარიმას.
  12. უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, კომპანიონი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
  13. ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება, კომპანიონ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  14. თავშესაფრის მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარი იქნება.
  15. გარეული ცხოველების შეჯვარება კომპანიონ ცხოველებთან, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
  16. გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი კომპანიონი ცხოველების გამრავლებაზე ჯარიმა 1000 ლარი იქნება.
  17. აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმები გაორმაგდება.

პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვისა და დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2018 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

 

 

ახლა კი ნახეთ, რატომ უნდა აიყვანოთ ცხოველი თავშესაფრიდან: petario.com/aiyvane-tavshesafridan


3553 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...