რა სარგებლობა მოაქვს კატას
March 8, 2018 01:06 Kate Katel

საყვარელ ფუმფულა და კრუტუნა ფისოებს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. ქვემოთ მოცემულია ათი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ კატა:
-
კატები შესნიშნავი კომპანიონები არიან
სრულიად დაუმსახურებლად გავრცელებულია შეხედულება, რომ კატები ეგოისტები არიან და თქვენი არსებობა არ ანაღვლებთ. სინამდვილეში მათ ძალიან უყვართ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, სიამოვნებით ატარებენ დროს პატრონთან ერთად და თავს მარტოდ არ გაგრძნობინებენ. ამიტომ ხშირად მარტოხელა ადამიანების შესანიშნავი პარტნიორები ხდებიან.
-
ფისოები გეხმარებიან კარგი განწყობის შენარჩუნებაში
კატა მხიარულების ამოუწურავი წყაროა, ამიტომ ეჭვი არ შეგეპაროთ, ისინი აუცილებლად გაგიუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას. ფისოებს უყვართ მოფერება, ჩახუტება და პატრონებთან თამაში.
-
კატა დაგიცავთ თაგვებისგან
კატა შესანიშნავი მონადირეა. თუ თქვენ სახლში კატა გეყოლებათ, თაგვები ნაკლებად თუ გაბედავენ სახლის სიახლოვეს გავლას.
-
სამკურნალო კრუტუნი
კატა კრუტუნისას 20-140 ჰერცის სიხშირის დიაპაზონში ვიბრირებს, რაც მრავალი დაავადების თერაპიაზე დადებითად მოქმედებს. ფისოს კრუტუნი არეგულირებს არტერიულ წნევას, ამსუბუქებს ტკივილს, აუმჯობესებს სუნთქვას, ხელს უწყობს ძვლისა და კუნთების აღდგენას.
-
კატა ამცირებს სტრესს
დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ფისოსთან თამაშსა და მის მოფერებას კარგი განტვირთვა შეუძლია. ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, კატის მეპატრონეები უფრო იოლად უმკლავდებიან მათ გარშემო შექმნილ გართულებებს.
-
კატები გაჭირვების ჟამს მარტო არ დაგტოვებენ
კატებს გულგრილი ცხოველების რეპუტაცია აქვთ, თუმცა სინამდვილეში ისინი საკმაოდ მგრძნობიარე და ინტუიციურები არიან. ისინი გრძნობენ როდის ხართ ცუდად ფიზიკურად თუ მენტალურად და ასეთ დროს აუცილებლად თქვენს გვერდით არიან. მრავალი კატის მეპატრონე ამბობს, რომ ავადმყოფობის დროს ფისოები არასდროს შორდებიან და არ ტოვებენ მარტოს.
-
კატა აძლიერებს იმუნიტეტს
კატის ყოლა დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ბავშვები, რომლებიც კატებთან იზრდებიან, გამოიმუშავებენ იმუნიტეტს ასთმისა და ალერგიის მიმართ.
-
ამცირებს გულის დაავადებების რისკს
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კატის მეპატრონეებს უფრო ნაკლებად ემართებათ გულის შეტევები. ფისო ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, გეხმარებათ სტრესისა და დეპრესიის დროს, რაც გულის დაავადებებისგან იცავს ადამიანს.
-
აუმჯობესებს ძილის ხარისხს
ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, კატასთან ერთად ძილი ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ფისოები თქვენს მშვიდ და ტკბილ ძილს უზრუნველყოფენ.
-
ზრდის თანაგრძნობის უნარს
ფისოს არსებობა ოჯახში ზრდის ემპათიის უნარს. განსაკუთრებით კარგია ბავშვებთან მათი ყოლა. კატის საშუალებით ბავშვები სწავლობენ სხვაზე ზრუნვას, მეტ ყურადღებას აქცევენ სხვის გრძნობებს, უფრო თბილები და კეთილები იზრდებიან.