ბლოგი / ეს საინტერესოა

რა საერთოა ძაღლს, კატას, კუსა და ლამას შორის ?! - ანუ რეკორდის მფლობელი 5 ცხოველი.




მრავალი ადამიანი ცდილობს სამყაროს გაოცებას, ისინი ამას ათასი განსხვავებული გზით ცდილობენ. გინესის რეკორდების წიგნში შესულია მრავალი აქტივობა, რომელიც მიუღწევლად და შეუძლებლად ითვლება, მათ შორის არის კოცნის ხანგრძლივობა, უძილობა, ბურთის კენწლა, სიმძიმის აწევა კბილებით და ა.შ. 

შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ გინესის წიგნი, უფრო სწორად კი გინესის რეკორდების ბაზა არა მხოლოდ განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანებს, არამედ ცხოვერებსაც მოიცავს. დღეს წარმოგიდგენთ ხუთ რეკორდსმენს, თუ დაგაინტერესებთ აუცილებლად დაგვიკომენტარეთ და შემოგთავაზებთ დამატებით ინფორმაციას ამ თემაზე. 

 

ლამა სახელად კასპა 

ამ ლამამ, რომელიც ეკუთვნის ბრიტანელ სიუ უილიამსს, 2015 წლის 14 ივნისს, ძაღლების ფესტივალზე დაამყარა წინაღობაზე გადახტომის მსოფლიო რეკორდი ლამებს შორის - 1 მეტრისა და 13 სანტიმეტრის სიმაღლით. იხილეთ ვიდეო:

ძაღლი სახელად პურინი

"გონჩის" (ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი ქართულად ჯიშის სახელი) ჯიშის 9 წლის ძაღლმა, სახელად პურინმა, 2015 წლის 22 მარტს, საკურაში - იაპონია, დაამყარა მსოფლიო რეკორდი 1 წუთში თათებში დაჭერილი ბურთების რაოდენობაში, ძაღლებს შორის, მან 14 ბურთი დაიჭირა. იხილეთ ვიდეო:

 

--RELATED--

კატა სახელად დიგდა

2016 წლის 5 თებერვალს, კატამ სახელად დიგდა დაამყარა მსოფლიო რეკორდი კატებს შორის, 1 წუთში შესრულებული ტრიუკების რაოდენობის მიხედვით. მან, მისი პატრონის - რობერტ დოლვეტის დახმარებით ერთ წუთში 24 ტრიუკი შეასრულა, გადაკოტრიალებიდან დაწყებული, სკეიტბორდზე დგომისას დაბრკოლებაზე გადახტომით დამთავრებული. იხილეთ ვიდეო:

კუ სახელად ბერთი

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კუ გახლავთ ბერთი, მან 2014 წლის 3 ივლისს მთელი მსოფლიო გააოცა, როდესაც კუთა შორის გაუგონარი სისწრაფე 0.28 მეტრი წამში - დაახლოებით 1 კილომეტრი საათში სისწრაფე განავითარა. იხილეთ ვიდეო:

ძაღლი სახელად ები გირლი (ები გოგონა)

2011 წლის 18 ოქტომბერს, სან დიეგოს ძაღლების პლიაჟზე დამყარდა მსოფლიო რეკორდი ძაღლებს შორის ღია ოკეანეში სერფინგში. ძაღლმა სახელად ები გირლი, რომელსაც სერფინგში ავარჯიშებს საკუთარი პატრონი - მაიკლ იუვაი (Michael Uy), განახორციელა ყველაზე გრძელი სრიალი ტალღაზე ღია ოკეანეში, სიგძით 107,2 მეტრი. იხილეთ ვიდეო:

ვიმედოვნებთ მოგეწონათ პოსტი, თუ ასეა გაუზიარეთ მეგობრებს და მოგვწერეთ კომენტარებში, რა საკითხები გაინტერესებთ ცხოვლეების შესახებ.

 

ახლა კი გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და მდიდარი ცხოველები.


1282 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...