ბლოგი / ეს საინტერესოა

რა ვაჩუქოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს საახალწლოდ




საახალწლო სამზადისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის საჩუქრების ჩუქებასაც მოიცავს. ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც ნამდვილად იმსახურებენ საჩუქრებს. საახალწლო ტანსაცმლისა და აქსესუარების გარდა, გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რაც თქვენს საყვარელ მეგობრებს გაახარებს:

  1. ლეპტოპი ფისოსთვის

ლეპტოპი კატისთვის

ყველა ფისოს პატრონმა იცის კატის და კომპიუტერის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ. იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ფისო, რომელსაც კომპიუტერთან მოკალათება არ უყვარს. ამიტომ შეგიძლიათ მათ საკუთარი სათამაშო ლეპტოპი აჩუქოთ, რომელსაც კლავიატურის ნაცვლად სპეციალური საფხაჭნი აქვს.

ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ამაზონზე - https://goo.gl/2RGhTw

 

  1. წყლის ფანტანი ძაღლისთვის

წყლის ფანტანი ძაღლისთვის

ახალი, სუფთა წყალი ყველა ცხოველისთვის აუცილებელია. ზოგს წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან მოსწონს.  ასეთ შემთხვევაში, კარგი ვარიანტია სპეციალური წყლის ფანტანი, რომელიც თათის დაჭერის შემდეგ უშვებს წყლის ნაკადს.

ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ გეარბესთზე - https://goo.gl/vfkP73 

 

  1. ძაღლის საკვების სასროლი სახლისო მოწყობილობა

საკვების სასროლი თოფი ძაღლისთვის

ყველა ძაღლს მოსწონს გადაგდებული ნივთის დაჭერის თამაში. თუ მას საყვარელ საჭმელს გადაუგდებთ, თქვენი ცუგა უფრო ბედნიერი იქნება. ამ მოწყობილობის საშუალებით  თამაში უფრო სახალისო და მოსახერხებელი გახდება.

ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/xhcfDq

--RELATED--

 

  1. წრიული სათამაშო გვირაბი კატებისთვის

გვირაბი ფისოსთვის

ინტერაქტიული სათამაშო ფისოსთვის. ასაწყობი გვირაბი, სადაც ბურთი თავსდება, შესანიშნავად გაართობს თქვენს კატას.

სათამშო შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/Ftaq8r

 

  1. ბალიში თქვენი ერთგული მეგობრის გამოსახულებით

ბალიში შინაური ცხოველებისთვის

ეს საჩუქარი ალბათ თქვენთვისაც და თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვისაც სასიამოვნო იქნება. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მეგობრის ფოტო დააბეჭდინოთ ბალიშზე ან შეიძინოთ მზა მისი მსგავსი გამოსახულებით. 

საჩუქარი შეგიძლიათ ნახოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/J8VwcN

 

  1. ინოვაციური ძაღლის სათამაშო iFetch

სათამაშო ძაღლისთვის iFetch

ინოვაციური სათამაშო, რომელიც ძაღლს საშუალებს აძლებს თავისთვის ითამაშოს ბურთით. ძაღლი ბურთს აგდებს სათამშოში და ეს მოწყობილობა სხვადასხვა მანძილზე აგდებს მას. თუკი თქვენი ცუგას მარტო დატოვება გიწევთხოლმე, ეს სათამაშო აუცილებლად გაართობს მას.

ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ამაზონზე - https://goo.gl/HnKHUj

 

  1. ჰამაკი კატისთვის

კატის ჰამაკი

თქვენი სითბოს და კომფორტის მოყვარული კრუტუნა ფისოსთვის ჰამაკი შესანიშნავი საჩუქარი იქნება.

  ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/SyZcGE

 

  1. GPS ტრეკერი ძაღლისთვის

ჯიპიეს ტრეკერი ძაღლის

საყელური GPS ტრეკერით თქვენი საყვარელი მეგობრის უსაფრთხო გასეირნებას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით შეძლებთ მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ძაღლის ადგილმდებარეობა.

ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/Tib3HP

 

  1. კამერა ავტომატური კვების ფუნქციით

კამერა კვების ფუნქციით ცხოველებისთვის

თუ თქვენი საყვარელი მეგობრის მარტო დატოვება ხშირად გიწევთ, ეს მოწყობილობა ძალიან გამოგადგებათ. მისი საშუალებით შეგიძლიათ უყუროთ, ელაპარაკოთ და აჭამოთ თქვენს შინაურ ცხოველს.

ნივთი შეგიძლიათ ნახოთ ალიექსპრესზე -  https://goo.gl/oTksJZ

 

  1.  სათამშო ფისოსთვის

    ფისოს სათამაშო

ელექტრო სათამშო თქვენი კატისთვის. ალბათ დიდი წარდგენა არ სჭრდება, ყველამ იცის, რომ ბურთით და მოძრავი ბუმბულით ფისო შესანიშნავად ერთობა.  

ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე -  https://goo.gl/BKE1zQ

 

--RELATED--


ნახეთ ასევე 25$-ზე ნაკლები ღირებულების 7 ნივთი თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის - petario.com/25dolarze-naklebi-girebulebis-7-nivti



912 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...
ინოვაციური სათამაშო ძაღლებისათვის - ifetch
შვიდი 15$-ზე ნაკლები ღირებულების მქონე, გამოსადეგი ნივთი თქვენი კატისა და ძაღლისათვის
7 ნივთი 25$-ზე ნაკლები ღირებულებით, რომლებიც ჩვენს ცხოველებს კომფორტს შეუქმნიან