რა ვაჩუქოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს საახალწლოდ
December 22, 2017 15:31 Kate Katel

საახალწლო სამზადისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის საჩუქრების ჩუქებასაც მოიცავს. ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც ნამდვილად იმსახურებენ საჩუქრებს. საახალწლო ტანსაცმლისა და აქსესუარების გარდა, გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რაც თქვენს საყვარელ მეგობრებს გაახარებს:
-
ლეპტოპი ფისოსთვის
ყველა ფისოს პატრონმა იცის კატის და კომპიუტერის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ. იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ფისო, რომელსაც კომპიუტერთან მოკალათება არ უყვარს. ამიტომ შეგიძლიათ მათ საკუთარი სათამაშო ლეპტოპი აჩუქოთ, რომელსაც კლავიატურის ნაცვლად სპეციალური საფხაჭნი აქვს.
ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ამაზონზე - https://goo.gl/2RGhTw
-
წყლის ფანტანი ძაღლისთვის
ახალი, სუფთა წყალი ყველა ცხოველისთვის აუცილებელია. ზოგს წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან მოსწონს. ასეთ შემთხვევაში, კარგი ვარიანტია სპეციალური წყლის ფანტანი, რომელიც თათის დაჭერის შემდეგ უშვებს წყლის ნაკადს.
ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ გეარბესთზე - https://goo.gl/vfkP73
-
ძაღლის საკვების სასროლი სახლისო მოწყობილობა
ყველა ძაღლს მოსწონს გადაგდებული ნივთის დაჭერის თამაში. თუ მას საყვარელ საჭმელს გადაუგდებთ, თქვენი ცუგა უფრო ბედნიერი იქნება. ამ მოწყობილობის საშუალებით თამაში უფრო სახალისო და მოსახერხებელი გახდება.
ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/xhcfDq
-
წრიული სათამაშო გვირაბი კატებისთვის
ინტერაქტიული სათამაშო ფისოსთვის. ასაწყობი გვირაბი, სადაც ბურთი თავსდება, შესანიშნავად გაართობს თქვენს კატას.
სათამშო შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/Ftaq8r
-
ბალიში თქვენი ერთგული მეგობრის გამოსახულებით
ეს საჩუქარი ალბათ თქვენთვისაც და თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვისაც სასიამოვნო იქნება. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მეგობრის ფოტო დააბეჭდინოთ ბალიშზე ან შეიძინოთ მზა მისი მსგავსი გამოსახულებით.
საჩუქარი შეგიძლიათ ნახოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/J8VwcN
-
ინოვაციური ძაღლის სათამაშო iFetch
ინოვაციური სათამაშო, რომელიც ძაღლს საშუალებს აძლებს თავისთვის ითამაშოს ბურთით. ძაღლი ბურთს აგდებს სათამშოში და ეს მოწყობილობა სხვადასხვა მანძილზე აგდებს მას. თუკი თქვენი ცუგას მარტო დატოვება გიწევთხოლმე, ეს სათამაშო აუცილებლად გაართობს მას.
ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ამაზონზე - https://goo.gl/HnKHUj
-
ჰამაკი კატისთვის
თქვენი სითბოს და კომფორტის მოყვარული კრუტუნა ფისოსთვის ჰამაკი შესანიშნავი საჩუქარი იქნება.
ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/SyZcGE
-
GPS ტრეკერი ძაღლისთვის
საყელური GPS ტრეკერით თქვენი საყვარელი მეგობრის უსაფრთხო გასეირნებას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით შეძლებთ მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ძაღლის ადგილმდებარეობა.
ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/Tib3HP
-
კამერა ავტომატური კვების ფუნქციით
თუ თქვენი საყვარელი მეგობრის მარტო დატოვება ხშირად გიწევთ, ეს მოწყობილობა ძალიან გამოგადგებათ. მისი საშუალებით შეგიძლიათ უყუროთ, ელაპარაკოთ და აჭამოთ თქვენს შინაურ ცხოველს.
ნივთი შეგიძლიათ ნახოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/oTksJZ
ელექტრო სათამშო თქვენი კატისთვის. ალბათ დიდი წარდგენა არ სჭრდება, ყველამ იცის, რომ ბურთით და მოძრავი ბუმბულით ფისო შესანიშნავად ერთობა.
ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ალიექსპრესზე - https://goo.gl/BKE1zQ