ბლოგი / ეს საინტერესოა

რა დაგჭირდებათ საზღვარგარეთ ცხოველის წასაყვანად




თუ თქვენი ოთხფეხა მეგობრის საზღვარგარეთ წაყვანა გსურთ, გირჩევთ წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი. აუცილებლად დაგჭირდებათ ცხოველის პასპორტი, სადაც მითითებული იქნება ჩატარებული აცრების თუ სხვა პროცედურების (დეჰელმენთიზაცია, რწყილებზე დამუშავება და სხვ.) შესახებ ინფორმაცია. ცოფის ვაქცინაცია ჩატარებული უნდა იყოს მინიმუმ 1 თვით ადრე. აუცებელია, ასევე ცხოველის ჩიპირება ან ტატუირება. საზღვარგარეთ წასაყვანად დაგჭირდებათ ნებართვა (ვეტერინარული სერტიფიკატი) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტიდან. ნებართვისთვის ადგილზე წერთ განცხადებას და იხდით 50 ლარიან ქვითარს. თან უნდა იქონიოთ ცხოველის პასპორტი, თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ასევე, ცხოველის ჯანმრთელობის ცნობა (თუკი საჭიროა ქვეყნის მიხედვით) . გაითვალისწინეთ, რომ ვეტერინარული სერთიფიკატის აღებიდან მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვოთ ქვეყანა. ახალი ნებართვის გაკეთება არ დაგჭირდებათ თუ 90 დღის განმავლობაში უკან დაბრუნდებით საქართველოში.

ძაღლის წაყვანა პასპორტი

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მისამართია ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #6; ტელეფონი: + 995(32) 291 91 68

--RELATED--

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითხოველ ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობას , ე.წ. კარანტინის ცნობას, რომელსაც ნებისმიერ ვეტერინარულ კლინიკაში აიღებთ. ევროკავშირის ქვეყნებში კი ითხოვენ “ლიმბახის” ცნობას, სადაც მითითებული იქნება რამდენად აქვს  ცხოველს გამომუშავებული იმუნიტეტი ცოფის მიმართ. კონკრეტულ ქვეყნებში შესაძლოა სხვადასხვა მოთხოვნები იყოს, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით გადაამოწმეთ ინფორმაცია შესაბამისი ქვეყნის საკონსულოში.

ტრანსპორტირებისთვის დაგჭირდებათ ცხოველის გადამყვანი კონტეინერი და ბილეთი. ზუსტად უნდა გაარკვიოთ თქვენს სატრანსპორტო კომპანიასთან  თუ ავიახაზებთან რა მოთხოვნები აქვთ, რადგან მათი პირობები ხშირად განსხვავებულია. გასათვალისწინებელი იქნება ცხოველის წონა, გადამყვანი კონტეინერის ზომები. დიდი ზომის ცხოველის გადაყვანა უმეტესად საბარგულით ხდება, ხოლო მცირე ზომის ძაღლებისა და კატების გადაყვანა სალონითაც არის შესაძლებელი.

კატის წაყვანა თვითმფრინავით

და ბოლოს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან იმის თაობაზე თუ როგორ მოამზადოთ ცხოველი მოგზაურობისთვის.

 

ადამიანი, რომელიც რადიაციულ ზონაში დარჩა ცხოველების გამო - petario.com/adamiani-romelic-radiaciul-zonashi-cxovelebis-gamo-darcha


9535 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...