ბლოგი / ეს საინტერესოა

რატომ უშვებენ კატები უცნაურ ხმებს ჩიტების ან მწერების დანახვისას




კატების მიერ ჩიტებისა და მწერების დანახვისას უცნაური ხმების გამოცემასთან დაკავშირებით უახლესი აღმოჩენა ამაზონის ჯუნგლებში ველურ კატებზე დაკვირვებას უკავშირდება.

მეცნიერ-დამკვირვებელთა ჯგუფი აწარმოებდა კვლევას ამაზონის ჯუნგლებში - ბრაზილიაში. დაკვირვება ტარდებოდა თამარინის ჯიშის მაიმუნებზე, როდესაც მათ შეამჩნიეს, რომ მაიმუნებს უახლოვდებოდნენ ველური კატები. კატებმა დაიწყეს მაიმუნების მსგავსი ხმის გამოშვება და ამგვარად “შეუმჩნევლად” უახლოვდებოდნენ მსხვერპლს.

kata nadirobisas ushvebs xmebs

ეს იყო პირველი აღმოჩენა იმისა, თუ როგორ ბაძავენ ველური კატები საკუთარ ნადავლს.

ფაბიო როე, ველური ბუნების შენარჩუნების საზოგადოების მკვლევარი, მიიჩნევს, რომ კატებს საკუთარი ნადავლის მსგავსი ხმის გამოცემა შეუძლიათ, რაც არა მხოლოდ მაიმუნების შემთხვევაშია მართებული. მისი თქმით, კატების მიერ ხმით მანიპულირება საჭიროებს გამოკვლევას და ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია.


შინაური კატების მიერ უცნაური ხმების გამოცემა, როდესაც ისინი ფანჯრის გარეთ ჩიტს ხედავენ, სწორედ ამ ინსტინქტის მიერ არის გამოწვეული. კატები ჩიტის დანახვისას ნადირობის რეჟიმზე გადადიან, ინაბებიან, აკვირდებიან ნადავლს, შემდეგ იწყებენ მისი მსგავსი ხმების გამოშვებას, ამ დროს კატის პირი მოძრაობს მოჭიკჭიკე ჩიტის ნისკარტთან სინქრონულად, ამგვარად კატა ახერხებს “შენიღბვას” და იმარტივებს ნადირობის პროცესს.

--RELATED--

ბევრს ეგონა, რომ ეს ხმები ადრენალინის მოზღვავებასთან ერთად გამოიცემოდა, ან უბრალოდ კატას ემოციის გამოხატვაში ეხმარებოდა, თუმცა როეს დაკვირვებამ, ამაზონის ჯუნგლებში, ჩამოაყალიბა სრულიად ახალი თეორია. დაკვირვებაში ნათლად გამოჩნდა, რომ მაიმუნების უმეტესობამ დაიჯერა, რომ კატები მაიმუნები იყვნენ, რის შედეგადაც კატების უმეტესობამ წარმატებით მოინადირა მაიმუნი.

კატებში ხმების მრავალფეროვნება ზოგადად ცნობილი ფაქტია, იუთუბზე მრავალ ვიდეოს ნახავთ სადაც კატები “საუბრობენ” ანუ გამოსცემენ უჩვეულო, ადამიანის მსგავს ხმებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაქტს, რომ კატებს შეუძლიათ უზომოდ დიდი დიაპაზონის ხმების გამოშვება, რისი გამოყენებაც, როგორც აღმოჩნდა იდეალურად შეუძლიათ ნადირობისას.

იმედს ვიტოვებთ, რომ მეცნიერები დეტალურად გამოიკვლევენ ამ ფენომენს.

 

წყარო: http://www.catster.com/

ახლა კი გაიგეთ, თუ რატომ გვირტყამენ კატები უკანა თათებს თამაშისას: petario.com/katebi-urtkamen-tatebs-tamashisas


2236 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...