ბლოგი / ეს საინტერესოა

რატომ უნდა ავიყვანოთ ძაღლი/კატა თავშესაფრიდან?




ფიქრობთ ახალი ფუმფულა მეგობრის ყოლაზე? სანამ მასში დიდ ფულს გადაიხდით ყურადღებით წაიკთხეთ სტატია. არ არის აუცილებელი ერთგულ მეგობარში ფულის გადახდა, მაშინ, როდესაც სრულიად უფასოდ შეგიძლიათ მიხვიდეთ თავშესაფარში და აჩუქოთ სიცოცხლე იქ მყოფ ერთ-ერთ ბინადარს... და მაინც რატომ უნდა ავიყვანოთ ცხოველი თავშესაფრიდან?

1)  თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ სიცოცხლე. 

ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “PETA-ზე” დაყრდნობით, ყოველწლიურად 6-8 მილიონი ცხოველი (ძაღლი,კატა) ელოდება ახალ პატრონს თავშესაფარში. ამ რაოდენობის უმრავლესობა განწირულია სასიკვდილოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავშესაფრის ადგილები შეზღუდულია და არცერთი ქვეყნის თავშესაფარს არ შეუძლია ამდენი ცხოველის მოვლა სიცოცხლის ბოლომდე. როგორც მიხვდით ამ ცხოველების უმრავლესობას აძინებენ.

კატა თავშესაფარში

 2) თქვენ ამით ათავისუფლებთ თავშესაფრის ერთ ადგილს, რაც ნიშნავს, რომ აძლევთ სხვა დაშავებულ ცხოველს გადარჩენის შანსს…

დაავადებული ძაღლი

3) როდესაც თქვენ ყიდულობთ ძაღლს ან კატას, ძალაუნებურად მხარს უჭერთ ძაღლსაშენებს და იმ ადამიანებს, ვისაც ლეკვები ცუდ პირობებში ყავთ და მათი ერთადერთი მიზანი მათი მომრავლება და სარფიან ფასად გაყიდვაა...

ცხოველთა თავშესაფარი

4) თქვენ ვერ ყიდულობთ სიყვარულს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ის ცხოველთა თავშესაფარიდან. თქვენი გადარჩენილი ცხოველი მუდამ ბედნიერი იქნება. მის თვალებში ყოველთვის ამოიკითხავთ მადლიერებას.

აიყვანეთ თავშესაფრიდან

 5) არაფერია იმ შეგრძნებაზე მაგარი, რომ ცხოველის თავშესაფრიდან აყვანით თქვენ გადაარჩინეთ სიცოცხლე. :)

გადაარჩინე სიცოცხლე

 6)  და რაც მთავარია, თქვენ ამ ნაბიჯით მაგალითს აძლევთ თქვენს გარშემომყოფებს :)

--RELATED--

 

იხილეთ მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია თავშესაფრის ერთ-ერთ ბინადარზე, რომელიც სტუმრის დანახვისას ყველაფერს აკეთებს, რომ მას თავი მოაწონოს :)

 


7503 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...