ბლოგი / ეს საინტერესოა

პოპულარული კატის ჯიშები




10 ყველაზე პოპულარული კატის ჯიში

1. სპარსული კატა - ეს ჯიში გამოირჩევა განსხვავებული ვიზუალით, ცხვირით, ბეწვით და სხეულის აგებულებით. დღეს-დღეობით პირველ ადგილს იკავებს პოპულარულ კატებში, რადგან საკმაოდ გავრცელებული ჯიშია. მათი ჰიგიენურად მოწესრიგება საკმაოდ რთულია. დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს ძილში ატარებენ.  

სპარსული კატა

2. მეინ კუნი - ყველაზე დიდი ზომის შინაური კატაა. საქართველოში ისინი ნაკლებ პოპულარულები არიან, თუმცა სხვა ქვეყნებში ხშირად შევხვდებით. აქვთ მკაცრი შეხედულება, თუმცა ძალიან თბილები და ერთგულები არიან. 

მეინ კუნი

3. ეგზოტი - შეიძლება ითქვას, რომ სპარსულის მოკლე ბეწვიანი ვარიანტია. ვისაც სპარსული კატა მოსწონს, მაგრამ გრძელი და ძნელი მოსავლელი ბეწვის გამო ვერ აჰყავს იდიალური ვარიანტია ეგზოტი. 

ეგზოტი

4. სიამის კატა - თითოეულ მათგანს აქვთ განსხვავებული ხასიათი, ზოგიერთი საოცრად თბილი და მოსიყვარულეა, ზოგიერთიც ავები არიან. დიდ ან ეზოიან სახლში ყოლისთვის კარგია. 

სიამის კატა

5. აბისინიური კატა - არიან უწყინარები და თამაშის მოყვარულები, ყველას ვისაც კატები უყვარს არ ინანებს მას თუ აიყვანს. 

აბისინიური კატა

--RELATED--

6. რეგდოლი - არიან საოცრად მშვიდები და ალერსიანები. გვხდებიან სხვადასხვა ფერის მქონე რეგდოლები. 

რეგდოლი

7. ბირმული - ეს ჯიში არის საოცრად იდუმალი, უყვარს სახლში, პატრონთან ყოფნა. ყველას ვისაც სურს, რომ ჰყავდეს განსხვავებული კატა ვურჩევდი, რომ ეს ჯში აიყვანოს. 

ბირმული

8. ამერიკული მოკლებეწვიანი - არის მეგობრული კატა, ძალიან უყვართ თამაში და ყურადღება. ყველასთვის ადვილი მოსავლელი კატაა.

ამერიკული მოკლებეწვიანი

9. აღმოსავლური კატა - ალერისიანი და მოსიყვარულეა, ყოველთვის ითხოვს დიდ ყურადღებას. ვისაც სახლში ხშირად უწევს ყოფნა მათთვის მშვენიერი ვარიანტია. 

აღმოსავლური კატა

10. სფინქსი - გამოირჩევიან თავისი აღნაგობით. მათ არ აქვთ ბეწვი და აქვთ დახვეწილი სხეული. არიან თბილები და უყვართ ყურადღება. 

სფინქსი


9799 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...