ბლოგი / ეს საინტერესოა

ოჯახის მცველი ძაღლის ჯიშები




შინაური ძაღლის უპირველესი ფუნქცია, ისტორიულად, მეპატრონისა და მისი ქონების დაცვა იყო სხვა ადამიანებისა და ცხოველებისაგან. დროთა განმავლობაში ეს საჭიროება შემცირდა და ძაღლებშიც ხშირად მხოლოდ ინსტინქტის დონეზეა დარჩენილი მეპატრონის დაცვა.

ძაღლის მცოდნეები, კინოლოგები და ექსპერტები გამოარჩევენ რამდენიმე ჯიშს, როგორც საუკეთესო მცველ ძაღლებს, ჩვენ კი 5 მათგანს გთავაზობთ ქვემოთ. ხუთეული შედგენილია ძაღლის ფიზიკური ძალის, ტკივილის ამტანობის, ტემპერამენტის, ერთგულებისა და ჭკუის მიხედვით. ინფორმაცია აღებულია ცეზარ მილანის საიტიდან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაფასებული ძაღლების სპეციალისტია.

1. ბულმასტიფი

ბულმასტიფი bulmastifi
ძაღლის ეს ჯიში გამოირჩევა ფიზიკური ძალით, პატრონის დაცვის ინსტინქტით, გამბედაობით და უკიდურესი ერთგულებით. ნებისმიერი თვდამსმხელისათვის ის საშიში მოწინააღმდეგეა, რომელიც საკუთარ ფიზიკურ ძალას ეფექტურად იყენებს სახიფათო ობიექტის წინააღმდეგ. ამავდროულად ოჯახის გარემოში ძაღლის ეს ჯიში ძალიან დამჯერე და დამყოლია, რაც მას ერთ-ერთ საუკეთესო მცველ ჯიშად აქცევს.

2. დობერმან პინჩერი

doberman pincheri დობერმან პინჩერი
თუ ფლობთ დიდ ტერიტორიას, რომლის დაცვაც გინდათ, მაშინ ძაღლის ეს ჯიში თქვენთვისაა. დობერმან პინჩერი ძალიან სწრაფი ძაღლია და შეუძლია საფრთხის შემცველ ობიექტს უმოკლეს დროში დაეწიოს ძალიან დიდ დისტანციაზე. დობერმანი ითვლება მსოფლიოში მეხუთე ყველაზე ჭკვიან ჯიშად, ისინი არიან უშიშრები, ყურადღებიანები და ძალიან ერთგული ძაღლები.

3. როტვეილერი

rotveileri როტვეილერი
ეს ჯიში შეიქმნა როგორც ჩლიქოსანთა მცვლი. როტვეილერები ცნობილი არიან, როგორც თავდაუზოგავი მცველები. მათ ახასიათებთ აგრესია უცხოებისადმი, აუცილებელია უცხო პირის მათთვის კარგად გაცნობა, რომ ეს აგრესია გაქრეს. როტვეილერები ასევე ცნობილი არიან სწრაფი სწავლის უნარით.

--RELATED--

4. კომონდორი

komondori კომონდორი
ძაღლის ეს ჯიში ტრადიციულად გამოიყენებოდა ცხვრის ფარის დასაცავად, შესაბამისად მას აქვს გენეტიკურ დონეზე განვითარებული დაცვის ინსტინქტი. კომონდორი ცნობილია თავისი აქტიურობით, გამბედაობით, ერთგულებით, პატიოსნებით და სიძლიერით. თუ მას სწორად მოეპყრობით და გაწვრთნით, ის არის დამჯერი ძაღლი, რომელიც ოჯახის ძალიან კარგი და ერთგული მეგობარია.

5. პული

პული Puli
პული ცნობილია თავისი ნაკლებად მიმნდობი ხასიათით, ის მუდამ ყურადღებითაა და ატყობინებს პატრონს ნებისმიერი არასტანდარტული ობიექტის შესახებ. პული არის ძაღლის ძალიან ჭკვიანი ჯიში, რომელიც მოითხოვს ბევრ ურთიერთობას და კომპანიონობას. პული იდეალურია აქტიური ცხოვრების წესის მქონე ოჯახისთვის, რომელიც ხშირად დარბის, დადის კარვებით სამოგზაუროდ და ა.შ.

--RELATED--

წყარო: cesarsway.com

 

 


9518 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...