მსოფლიოს 20 ყველაზე ცნობილი და მდიდარი შინაური ცხოველი
May 20, 2017 15:50 Nika Gigashvili

ქვემოთ გაიცნობთ მსოფლიოს 20 ყველაზე გამორჩეულ შინაურ ცხოველს, ყველა მათგანის შესახებ ვეცდებით მოგაწოდოთ მინიმალური ინფორმაცია, ვიდოში კი თითოული მათგანია ნაჩვენები.
.
20. შიმპანზე ბაბლზი - მაიკლ ჯექსონის უსაყვარლესი მეგობარი, რომელიც სამწუხაროდ აგრესიული გახდა და ჩააბარეს შიმპანზეების თავშესაფარში
19. ბო ობამა - პრეზიდენტი ობამას ძაღლი, პორტუგალიური წყლის ძაღლი
18. გიჯეტი - ტაკო ბელლის სახე, ჩიხოახუა
17. ბამბუ ჰარვესტერი, ცნობილი როგორც მისტერ ედი, ამავე სახელის მქონე სერიალის მთავარი გმირი
16. სპადზ მაკენზი - ბუდვაიზერის სახე
15. დოლი - მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველი - ცხვარი
14. კატა სოკსი - პრეზიდენტი კლინტონის კატა
13. ოლივია ბენსონი - ტეილორ სვიფტის კატა, რომელიც ასევე დიეტური კოკა კოლას სახეა, ოლივია შოტლანდიური ფოლდის ჯიშისაა
12. სტარ ტრეკის - მეიჯერ ბარეტი, სტარ ტრეკის შემქმნელის მეუღლე 2008 წელს გარდაიცვალა, მან ანდერძი საკუთარ შინაურ ცხოველებს დაუტოვა, თანხამ 4 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 1 მილიონიკი დარჩა ცხოველების მომვლელს.
11. შიმპანზე კალუ - შიმპანზე კალუ უნდა გამხდარიყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი საკუთარი ჯიშის წარმომადგენელი, თუმცა მისმა მომვლელმა ის გაძარცვა ა შესაბამისად შიმპანზემ ვერ შეძლო სიმდიდრის რეკორდის დამყარება.
10. თინქერბელ ჰილტონი - პერის ჰილტონის ჩიხოახუა, რომელსაც საკუთარი სახლიც კი ჰქონდა ჰილტონების ვილლაში.
9. მუსი - იგივე ძაღლი ედი - ცნობილი მსახიობი და სატელევიზიო პერსონა
8. ტომასო - მდიდარმა უძრავი ქონების მაგნადმა მას მთელი ქონება დაუტოვა, ჯამში 10 მილიონ დოლარზე მეტი, თუმცა იტალიის კანონმდებლობის შეზღუდვების გამო კატამ მხოლოდ 3 მილიონი მიიღო და გასაიდუმლოებულ ადგილას რომის მახლობლად ცხოვრობს თავის მომვლელთან ერთად
7. პონტიაკი - ოქროსფერი რეტრივერი რომელიც ბეტი უაითს ეკუთვნოდა, მან ანდერძით მიიღო 5 მილიონი დოლარი რათა ცხოვრების ბოლომდე ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს
6. ბლექი - ბლექიმ ანდერძით 12.5 მილიონი დოლარი მიიღო და იმ დროისთვის გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა როგორც ყველაზე მდიდარი კატა (უმდიდრესი ფისო).
5. გრამპი (ბრაზიანი) ფისო - ბრაზიანი სახის მქონე ფისო, რომელსაც ფეისბუქზე 8 მილიონზე მეტი ფანი ჰყავს, იგი დაიბეჭდა ნიუ იორკ თაიმსსა და უოლ სტრიტ ჟურნალში. ამბობენ რომ ფისოს უკვე 1 მილიონ დოლარზე მეტი აქვს.
4. ოპრას ძაღლები - ამბობენ, რომ ოპრა ანდერძით დიდ ქონებას დაუტოვებს საკუთარ ძაღლებს, მხოლოდ სპანიელზე ამბობენ, რომ უნდა დარჩეს 5 მილიონ დოლარზე მეტი
3. თრაბლი - მალტური ძაღლი რომელმაც 12 მილიონი დოლარი მიიღო საკუთარი პატრონიგან - ლეონა ჰემსლისგან
2. შუპეტი - კარლ ლეგერფილდის საყვარელი ფისო, რომელსაც 12 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს თვითერზე, არის მრავალ რეკლამაში გადაღებული. მის ქონებას 97 მილიონ დოლარად აფასებენ.
1. გიუნტერ მეოთხე - გერმანული ნაგაზი, რომელსაც 375 მილიონი დოლარი აქვს, მისი ბიზნეს ჯგუფი შედგება უმაღლესი დონის პროფესიონალებისგან, რომლებიც ჭკვიანურად აბანდებენ ფულს და ზრდიან გიუნტერის ქონებას. გიუნტერ მეოთხემ ქონება მამისაგან - გიუნტერ მესამესაგან მიიღო.
გაიგეთ მეტი ცნობილი ძაღლების შესახებ, რომლებსაც ძეგლი დაუდგეს