ბლოგი / ეს საინტერესოა

მოგზაურობის მოყვარული ცუგა და ფისო




ძაღლი ჰენრი და კატა ბალუ ერთგული მეგობრები არიან, რომლებსაც თავიანთი პატრონების მსგავსად ძალიან უყვართ მოგზაურობა და ლაშქრობებში სიარული.

ჰენრი და ბალუ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოგზაურობისა და ხეტიალის მოყვარულმა წყვილმა, სინტია ბენეტმა და მისმა ბოიფრენდმა  2014 წელს ცხოველების გაშვილების ივენთზე ჰენრი ნახეს. როგორც სინტია ამბობს, თავდაპირველად ოქროსფერი რეტრივერის მეტისის აყვანას აპირებდა, მაგრამ შემდეგ ჰენრის შეხვდა. ეს მეტისი იმ დროს 3-4 თვის იყო, თუმცა გაცილებით დიდი ჩანდა თავის თანატოლებთან შედარებით. როგორც ჩანს, ჰენრის თავიდანვე მოეწონა ბენეტი, ის მაშინვე მუხლებზე ზურგით გაუგორდა მომავალ პატრონს. სინტიაც მიხვდა, რომ სწორედ მისი ლეკვი უნდა გამხდარიყო და მაშინვე წამოიყვანა სახლში.

ჰენრი მეტისი ძაღლი

როდესაც ახალმიყვანილი ჰენრი პირველად სალაშქროდ წაიყვანეს, მალევე მიხვდნენ, რომ ის ისეთივე მგზნებარე მოგზაური იქნებოდა, როგორც თავად იყვენენ.

მოგვიანებით, წყვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთი შინაური ცხოველი შეემატებინათ ოჯახში და თავშესაფრიდან აიყვანეს სიამის მეტისი ფისო, სახელად ბალუ.

ფისო ბალუ

--RELATED--

ჰენრი და ბალუ პირველივე დღეს დამეგობრდნენ და განუყრელები გახდნენ. როცა მორიგ ლაშქრობაში აპირებდნენ წასვლას, ძაღლმა თავისი ახალი მეგობრის მიტოვება არ მოინდომა და ფისოსაც სურდა დანარჩენებთან ერთად გარეთ წასვლა. ბალუ საბელით სიარულს მიაჩვიეს, როგორც სინტია ამბობს, მას ძაღლის ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე კატის და სიამოვნებით ატარებს დროს ბუნებაში. ფისო იდეალურად შეეწყო ოჯახს, როგორც ჩანს, მონათესავე სულებმა იპოვეს ერთმანეთი. 

ძაღლის და კატის მეგობრობა

მოგზაურობის მოყვარული ერთგული მეგობრები საკმაოდ ცნობილები გახდნენ, მათ საკუთარი ინსტაგრამის  გვერდიც აქვთ, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მათ ისტორიებს.

მეგობარი ცუგა და ფისო

ჰენრი და ბალუ მოგზაურები

მოგზაური კატა და ძაღლი

ძაღლი და კატა ლაშქრობაში

ძაღლის და კატიის მეგობრობა მოგზაურობა

სინტია ბენეტი ბალუსთან და ჰენრისთან

 

წყარო:  http://www.top13.net

 

 

გაიცანით ასევე, მოგზაურობის მოყვარული ფისო გენდელფი - petario.com/mogzauri-fiso-gendelfi


3786 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...