ბლოგი / ეს საინტერესოა

მოგზაური ფისო გენდელფი, რომელიც თოვლსა და მზეზე ერთნაირად სეირნობს




გენდელფი - 2 წლის ციმბირული კატა, ამჟამად მცხოვრები კალიფორნიაში საკუთარ ადამიანებთან ერთად, სხვა ფისოებისაგან განსხვავებით საკმაოდ ბევრს მოგზაურობს და დიდ სიამოვნებას იღებს ამისაგან. მას ასევე აქვს ინსტაგრამის გვერდი, სადაც საკუთარ ბედნიერ მომენტებს უქვეყნებენ პატრონები, ალბომის სიდიდე და მოგზაურობის რაოდენობა ნამდვილად შესაშურია.

“ის შინაური კატაა, გარეთ მხოლოდ გამონაკლის სეირნობის დროს გაგვყავს, საბელით.” - ამბობენ მისი ადამიანები.  “მისი გარეთ ტარება პატარა ასაკიდან დავიწყეთ, როდესაც ის ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის იყო. ის გიჟდება სეირნობაზე ! ამგვარად ის იღებს საჭირო გარეთ ყოფნის დროს, ჩვენ კი მუდამ მასთან ვართ !”

გენდელფი 1

“მას ძალიან უყვარს საბელიც, როდესაც საბელს ვიღებთ ის უმალ კართან ჯდება და ელოდება როდის გავუკეთებთ მას, ის ნამდვილი მაწანწალაა. მას ჯერჯერობით მოვლილი აქვს 2 ქვეყანა და 8 შტატი.” - ამბობენ გენდელფის პატრონები. ისინი აპირებენ ახალ ზელანდიაში გადასვლას და აქ ახალი თავგადასავალი დაიწყება.

გენდელფი სიცხეში

“გენდელფი ახლახანს თან გვყავდა ჩვენს საავტომობილო მოგზაურობაში”

გენდელფი ოკეანესთან

ის ნამდვილად დიდ სიამოვნებას იღებს ახალი ადგილების დათვალიერებითა და ახალი მეგობრების შეძენით.

გენდელფი ჰოლივუდში

“ჩვენ ის ავიყვანეთ ვეტერინარული ოფისიდან, როდესაც კორეაში ვცხოვრობდით.”

გენდელფი თოვლში

ის იყო სულ რაღაც 5 კვირის და მას ჰქონდა სასუნთქი გზების ინფექცია, თუმცა ვეტერინარმა მარტივად გადაარჩინა ის.

--RELATED--

“როდესაც ის სახლში მოვიყვანეთ მივხვდით რომ მასში ძალიან გაგვიმართლა.”

გენდელფი ლიანდაგზე

ის ტანით დიდი და ფუმფულაა, თუმცა ჯერ ისევ კნუტის ხასიათი აქვს.

გენდელფი ტყეში

“იმედი გვაქვს, მისი ფოტოების ნახვის შემდეგ თქვენი ფისოების ფოტოებსა და თავგადასავალსაც გაგვიზიარებთ.”

გენდელფი ხიდთან

გენდელფი თოვლში

გენდელფი კოცონთან

ფისოს აქვს საკუთარი პასპორტი (ინგლისურად pawssport- სიტყვა სიტყვით თათსპორტი, paw თათს ნიშნავს).

გენდელფის პასპორტი

 

ახლა კი გაიცანით ფისო, რომელიც შვეიცარიის მთებში დაკარგულ ტურისტებს სასტუმროში აბრუნებს: petario.com/gzamkvlevi-fiso


2363 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...