ბლოგი / ეს საინტერესოა

მარგო რობის შინაური ცხოველების სია ლეკვისა და ვირთხისაგან შედგება




მარგო რობი-ს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, ბევრი მას ვარსკვლავთა ცხოველებს შორის უსაყვარლესის სტატუსსაც კი ანიჭებს.

მარგო რობის ლეკვი

26 წლის სუპერ ვარსკვლავს, რომელსაც 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე, და მის ქმარს როგორც ჩანს ოჯახური სიმყუდროვის ახალ ეტაპზე გადაყვანა მოუნდათ, რის შედეგადაც ახალი წევრი ბოო რედლი - შავი ფერის ლეკვი შეემატათ. ფოტოს გამოქვეყნებისას მარგომ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩვენი პატარა გადარჩენილი ლეკვი - ბოო რედლი", სახელი სავარაუდოდ ცნობილი ფილმის "ნუ მოკლავ ჯაფარას" მთავარი გმირის საპატივსაცემოთ დაერქვა. ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე სწორედ ბოო გახლავთ წარმოჩენილი, მთელი საკუთარი საყვარლობით, როგორც ჩანს პატარამ უკვე მოახერხა სახლის ყველაზე დიდი პუფის მითვისება და არავისთვის აპირებს მის დათმობას. 

ჯენიფერ ლორენსი "რომ შემეძლოს ჩემი ძაღლით დავორსულდე და გავაჩინო,

ამას აუცილებლად ვიზამდი"

 

მარგო ზოგადად ცხოველების მოყვარული ადამიანია, იმდენად რომ მან "გადაარჩინა" და სახლში წაიყვანა ფილმი "თქვითმკვლელთა რაზმი"-ს მსახიობი ვირთხა. ფილმში მარგო თამაშობს ფსიქიატრის როლს, რომელიც მკურნალობს შეშლილ ჯოკერს, საბოლოოდ თავადაც შეიშლება და ჯოკერთან ერთად იდეალურ ბოროტმოქმედ წყვილს ჰქმნიან. ჯოკერი მარგოს გმირს "ჰარლი ქუინს" ვირთხას სჩუქნის, რომელიც მისი საყვარელი შინაური ცხოველი ხდება. ამ ვირთხას ფილმის გადაღებების შემდეგ სიკვდილი ან უკეთეს შემთხვევაში ქუჩაში გაშვება ელოდა. მარგომ იგი სახლში წაიყვანა და განაცხადა, რომ მისი გმირიც (ჰარლი ქუინი) სწორედ ასე მოიქცეოდა.

--RELATED--

მარგოს ცხოველების სიყვარულზე მისი მაისურიდანაც ჩანს, სადაც გარკვევით წერია "ცხოველებიც ადამიანები არიან"

მარგო რობი

 

ეს ის ადამიანია, რომელსაც ყველა ცხოველი უყვარს, მას სახლში ჰყავს ვირთხა და ლეკვი, ხოლო ფისოებისა და სხვა ცხოველების მოფერებას არ ერიდება სხვადასხვა ადგილას.

 

მარგო რობი და ფისოები

 

 

ახლა კი გირჩევთ ნახოთ ტოპ 10 საბავშვო ფილმი ცხოველებზე, თრეილერები მოცემულია პოსტში.

 

 


1422 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...