ბლოგი / ეს საინტერესოა

ლიონელ მესის მასტიფი




ლიონელ მესი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ყველამ ვიცით, თუ საუკეთესო არა. იგი ცნობილია ექსკლუზიური სტილითა და უსაზღვრო ნიჭით, რის გამოც მისი თამაშის ნახვა მილიონობით ადამიანს სურს და მზად არიან ამაში ფული გადაიხადონ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ლიონელ მესის ძალიან უყვარს ცხოველები, ჰყავს ერთგული მასტიფის ჯიშის ძაღლი სახელად მისტერ ჰალკი და აქტიურად აქვეყნებს მის ფოტოებს ინსტაგრამზე.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადამიანს ძაღლიც გამორჩეული გამოადგა, მისი ფოტოების დათვალიერებით მარტივად მიხვდებით თუ რაზეა საუბარი:

 მესიმ ეს გრანდიოზული ძაღლი სულ პატარა აიყვანა, უფრო სწორად საჩუქრად მიიღო საკუთარი მეუღლისაგან წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ. ლეკვის ზრდის ტემპით მთელი მსოფლიო გაოცებული იყო, ხოლო ამ ფოტომ კი საბოლოო ფურორი გამოიწვია მესის მიმდევრებს შორის. ფოტოზე მასტიფი - მისტერ ჰალკი 8 თვისაა და შეიძლება ითქვას, იგი ზომით არ ჩამოუვარდება საკუთარ ვარსკვლავ პატრონს. 

--RELATED--

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ძაღლია მსოფლიოში, მასტიფს დიდი სიყვარულით ეპყრობიან ოჯახში და განსაკუთრებულად აფასებენ. იხილეთ ფოტოები:

ჯენიფერ ლოურენსი ფანატიკურადაა შეყვარებული საკუთარ ძაღლზე და  აცხადებს, რომ მისით დაფეხმძიმება და გაჩენა რომ შეძლოს ამას აუცილებლად იზამდა: petario.com/jennifer-lawrence-dog

მესი და მისი ძაღლი

მესი ასეირნებს ძაღლს

მესის ბავშვები და ძაღლი

მესი და მისი ლეკვი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ცხოველები: petario.com/kvelaze-cnobili-da-mdidari-cxovelebi

 


5041 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...