ბლოგი / ეს საინტერესოა

ლეკვების თასი 2018: ბუნებრივ კატასტროფებში გადარჩენილი ლეკვები უერთდებიან შეჯიბრებას




4 თებერვალს, აშშ-ში შედგა დიდი მატჩი, ლეკვების თასი 2018. მატჩში მონაწილეობდა 90 ლეკვი, რომლებიც ორ გუნდად იყვნენ გაყოფილი: 1. გუნდი უაფ (ყეფის ხმა) და 2. გუნდი სიფუმფულე. მატჩი ამერიკის მთავარი მატჩის, ამერიკული ფეხბურთის სუპერ თასის გათამაშებაზე ცოტა ადრე გაიმართა.

ეს 90 ლეკვი ექვემდებარება გაშვილებას, თუმცა აშშ-ში ძაღლის აყვანა არ არის უბრალოდ ჩუქება, იმისათვის, რომ ძაღლი “მოგაშვილონ” უნდა დაადასტუროთ, რომ გაქვთ საკმარისი შემოსავალი და შესაფერისი პირობები, ასევე ცხოვრების ისეთი სტილი, რომ შეძლოთ დაუთმოთ საჭირო დრო ძაღლის სეირნობას, მოკლედ ძაღლის მოვლა უნდა შეეძლოს პოტენციურ მეპატრონეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ აჩუქებენ. ამ 90 ლეკვიდან 48 არის სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფებში გადარჩენილი, მათ შორის ჰიუსტონის, პუერტო რიკოს, ფლორიდასა და სხვა კატაკლიზმებში.

ძაღლების შეჯიბრება

დისქავერის განცხადების მიხედვით (Discovery - სატელევიზიო არხი) წელს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები აშშს 25 შტატსა და ოლქში განთავსებულ 48 ცხოველთა თავშესაფარს დაუკავშირდა, რათა მათი შეფარებულები უკეთ გაეცნო ფართო აუდიტორიისთვის. ასევე წელს დაფიქსირდა ყველაზე დიდი რაოდენობა ღონისძიებაში მონაწილე გადარჩენილი ლეკვებისა.

--RELATED--

წლევანდელი რეკორდული მაჩვენებელი გადარჩენილი ცხოველების ამ გადაცემაში მოხვედრისა განპირობებულია იმით, რომ ოგანიზატორებს მრავალი ჯგუფი თუ ორგანიზაცია დაუკავშირდა, მაგალითად: მანგო - მექსიკელი ცუგო, გადაცემაში მოხვდა ორგანიზაციის “თანაგრძნობა საზღვრების გარეშე” რეკომენდაციით, ტაილერი კი, რომელიც ქარიშხალ ჰარვისა და მის მიერ გამოწვეულ წყალდიდობას გადაურჩა, გადაცემაში ჯგუფმა “გადასარჩენი მოგზაურობები” მოახვედრა.

dzaglebis konkursi

ამ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული მოვლის საჭიროების მქონე ცხოველებიც: ბატონსი - კოკერ სპანიელი რომელიც ყრუ და მხედველობა დაქვეითებულია, ოქროსფერი დუდლი (პუდელისა და ოქროსფერი რეტრივერის შეჯვარებით გამოყვანილი ჯიში) რომელსაც სამი ფეხი აქვს, ლუნა - პომერანული შპიცის მეტისი სასის დაზიანებით. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე ბევრმა ცხოველების მოყვარულმა ცნობილმა სახემაც მიიღო მონაწილეობა. გადაცემა ტელეარქ ენიმალ პლანეტზე (Animal Planet)გავიდა.

--RELATED--

 

წყარო:www.pawculture.com

 


2590 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...