ბლოგი / ეს საინტერესოა

კატის ჯიშები: სპარსული კატა




სპარსული კატის ჯიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია მსოფლიოში. თავისი ფუმფულა გრძელი ბეწვით, ლამაზი სახით, მშვიდი და მოსიყვარულე ხასიათით ბევრისთვის სასურველ ოთხფეხა მეგობრად იქცა.

სპარსული კატა

ჯიშის ზოგადი მახასიათებლები:

 

ადაპტაციის უნარი  
⭐⭐⭐⭐⭐
სოციალიზაცია 
⭐⭐⭐⭐⭐
ადამიანზე მიჯაჭვულობა 
⭐⭐⭐⭐⭐
გრუმინგი 
⭐⭐⭐⭐⭐
ჯანმრთელობა 
⭐⭐⭐
ბეწვის ცვენა 
⭐⭐⭐⭐⭐
ინტელექტი 
⭐⭐⭐
მეგობრობა ბავშვებთან 
⭐⭐
ენერგიულობა  
მეგობრობა სხვა ცხოველებთან 
⭐⭐


სპარსული ჯიშის კატებისთვის დამახასიათებელია გრძელი ბეწვი, ფართო და ბრტყელი სახე, დიდი თავი, მრგვალი თვალები და პატარა ცხვირი და ყურები. გვხვდება სხვადასხვა შეფერილობის. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მერყეობს 12 დან-17წლამდე. ზრდასრული კატის წონა საშუალოდ 5-7 კგია.

ისტორია

სპარსული კატის ჯიში საკმაოდ ძველია. მისი გავრცელება მესოპოტამიის, დღევანდელი ირანის ტერიტორიიდან მოხდა მე-17 საუკუნეში. ირანიდან ამ გრძელბეწვიანი ლამაზმანის შემოყვანას ევროპაში იტალიელ არისტოკრატსა და მოგზაურს პიეტრო დელა ვალეს მიაწერენ. სპარსულმა კატამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელს მსოფლიოში.

ხასიათი

სპარსული კატა მშვიდი, წყნარი და მოსიყვარულეა. ის საკმაოდ ზარმაცია, უყვარს ძილი და ძირითადად თბილ საწოლში ან დივანზე მოკალათებულს ნახავთ, მას არ იზიდავს სირბილი, სახლში სიმაღლეების დაპყრობა, ფარდებზე ჩამოკიდება და სხვ. არც გარე პირობებში ცხოვრებაა მისთვის შესაფერისი. სპარსული ჯიშის კატებისთვის მშვიდი ცხოვრების წესია დამახასიათებელი და ვერ იტანენ ხმაურს და ზედმეტ შეწუხებას. ბავშვებით სავსე ოჯახისთვის არც ისე შესაფერისია, არც ძაღლებთან და სხვა ცხოველებთან თანაცხოვრებაზე გიჟდება. თუმცა თუ ადრეულ ასაკში მოხდება ამ ჯიშის კატების სოციალიზაცია მათთან და ზედმეტად არ შეაწუხებენ ფუმფულა ფისოს, აუცილებლად მოსიყვარულე იქნება.

--RELATED--

მოვლა

ამ არისტოკრატი კატის პატრონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ რეგულარული მოვლა სჭირდებათ. სპარსული ჯიშის კატა ძნელად მოსავლელად ითვლება. მათი გრძელი და ფუმფულა ბეწვი ყოველდღიურ დავარცხნას საჭიროებს. სხვა ფისოებთან შედარებით უფრო ხშირად სჭირდება დაბანა.  ასევე, მათ ახასიათებთ თვალებიდან გამონადენი, რაც ხშირ წმენდას საჭიროებს. თავიანთი დამახასიათებელი პატარა ცხვირის გამო კი ზოგჯერ სუნთქვა უჭირთ და ხვრინავენ კიდეც, განსაკუთრებით მიჭყლეტილ ცხვირიანი სპარსულები.

ასე რომ, თუ სპარსული კატის შეძენას აპირებთ თავიდანვე მოიმარაგეთ საჭირო ნივთები გრუმინგისთვის, ხოლო თუ მზად არ ხართ საკმარისი დრო დაუთმოთ თქვენი ახალი ფუმფულა მეგობრის მოწესრიგებას, აჯობებს არჩევანი სხვა ჯიშზე შეაჩეროთ.


სპარსული ჯიშის ტიპები

განასხვავებენ სპარსული კატების რამოდენიმე სახეობას წარმოშობის, შეფერილობისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით. ძირითადი ტიპებია:

ტრადიციული სპარსული

კლასიკური სპარსული კატა

ტრადიციული სპარსული კატისთვის დამახასიათებელია პატარა, კურნოსა, მაგრამ არა მიჭყლეტილი ცხვირი. ამ ტიპის ფისოებს ასევე უწოდებენ კლასიკურ სპარსულს, თოჯინის სახიან სპარსულს, ძველმოდურ სპარსულს, ძველმოდურ გრძელბეწვიან სპარსულს, ტრადიციულ გრძელბეწვიანს და სხვა.

ექსტრემალი ან ულტრა ტიპის სპარსული

მიჭყლეტილ ცხვირიანი კატა

ამ ტიპის კატებისთვის დამახასიათებელია ძალიან პატარა, მიჭყლეტილი ცხვირი. ტრადიციულისაგან განსხვავებით ეს სახეობა შედარებით გვიან, მე-20 საუკინისკენ ჩამოყალიბდა. სპეციფიკური გარეგნობის გამო მათ გარკვეული ნაკლოვანებები აღმოაჩნდათ, თუმცა მაინც მოიპოვეს პოპულარობა.

მოკლებეწვიანი ეგზოტი

მოკლებეწვიანი ეგზოტი

ეს სახეობა გამოიყვანეს ამერიკაში ამერიკული მოკლე ბეწვიანის და სპარსული კატების შეჯვარებით. ეგზოტი ფაქტობრივად ყველაფრით ჰგავს სპარსულს, განმასხვავებელი მხოლოდ დაბალი ბეწვია.

ჰიმალაიური კატა

ჰიმალაიური კატა

ჰიმალაიური კატა სიამისა და სპარსული ჯიშების შეჯვარებით მიიღეს ამერიკაში. მას სიამის კატისთვის დამახასიათებელი შეფერილობა აქვს, ხოლო აღნაგობა - სპარსულის. მეორენაირად მას ქოლორპოინთსაც უწოდებენ.

გრძელბეწვიანი შინშილა

გრძელბეწვიანი სპარსული შინშილა

შინშილასთვის დამახასიათებელია შედარებით გრძელი ცხვირი. მის გრძელ ბეწვს მუქი შეფერილობის წვერები აქვთ. ამ ტიპის კატებს განსაკუთრებული, შავი კონტურით გამოხატული თვალები აქვთ, რაც ქუთუთოს პიგმენტაციის შედეგია. თვალის ფერი უმეტესად მწვანე ან მოლურჯო-მწვანეა.

 

--RELATED--





ნახეთ როგორ გამოიყურება პოპულარული კატის ჯიშების ათეული - petario.com/yvelaze-popularuli-katis-jishebi


13145 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...