ბლოგი / ეს საინტერესოა

კატის თვისებები და ფაქტები კატებზე




  1. კატების უმეტესობა ვერ იტანს ლაქტოზას ! ნუ მისცემთ კატას რძეს !
  2. უმი თევზიც საკმაოდ სახიფათოა, განსაკუთრებით კი ფხების გამო. ეჭმევა თუ არა კატას თევზი ? - მხოლოდ უმარილოდ მოხარშული და კარგად გარჩეული.
  3. იუთუბზე ატვირთული ყველაზე ძველი ვიდეო კატების შესახებ გადაღებულია 1894 წელს.
  4. 1960 წელს CIA-მ (ამერიკის დაზვერვის სამსახური) ჩაატარა ექსპერიმენტი, მათ შექმნეს ჯაშუში კატა, ჩაუნერგეს მას მოსასმენი აპარატი ყურში და გადამცემი კი კისრის არეში. კატა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა ჯაშუშობა არ გამოუვიდა, რადგან პირველ დავალებაზევე მანქანა დაეჯახა.
  5. ბეწვის გორგალს, რომელსაც კატები კუჭში იგროვებენ ტექნიკურად bezoar - ბეზორი ჰქვია.
  6. დედალი კატები ძირითადად მემარჯვენეები არიან, ხოლო მამალი კატები ცაციები.
  7. კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ხმა, ძაღლებს კი მხოლოდ 10.
  8. კატის ტვინი მეტად ჰგავს ადამიანისას ვიდრე ძაღლის. ალბათ ამიტომ არიან ისინი ჩვენსავით ურჩები და გაუგონრები:D
  9. კატების ტვინის ის ნაწილი, რომელიც ემოციებს განაგებს, თითქმის იდენტურია ადამიანის ტვინის ემოციების მაკონტროლებელი ნაწილისა.
  10. კატის ტვინის ცერებრალური კორტექსი (ცნობიერი, ინფორმაციის დამუშავებაზე პასუხისმგებელი ნაწილი) დაახლოებით 300 მილიონ ნეირონს მოიცავს, ძაღლისა კი 160 მილიონს.
  11. კატები სწავლობენ პრაქტიკით და არა დანახვით, ამიტომ მათ უფრო გრძელვადიანი მეხსიერება აქვთ ვიდრე ძაღლებს.
  12. კატებს ნაკლები სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ ვიდრე ძაღლებს, თუმცა როდესაც მოინდომებენ, შეუძლიათ უფრო რთული პრობლემების გადაჭრა ვიდრე ძაღლებს.
  13. კატის ტვინს ყველაზე დიდ მოცულობიან iPad-ზე ათასჯერ მეტი მოცულობის ინფორმაციის შენახვა შეუძლია.
  14. უძველეს ეგვიპტეში კატის მკვლელობა ისჯებოდა კანონით, დიდწილად იმის გამო, რომ კატები დიდ საქმეს უკეთებდნენ ეგვიპტის მოსახლეობას, მღრღნელებისაგან დაცვის სახით.
  15. 15-ე საუკუნეში რომის პაპმა ინოცენტე მერვემ გასცა განკარგულება კატების განადგურებისა, რადგან მას მათი ეშინოდა. მან კატები ბოროტ სულებად გამოაცხადა.

 

--RELATED--

წყარო: www.buzzfeed.com


6545 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...