ბლოგი / ეს საინტერესოა

ინოვაციური სათამაშო ძაღლებისათვის - ifetch




მოგესალმებით ყველას, დღეს მინდა მოგითხროთ ერთი საინტერესო მოწყობილობის შესახებ, რომელიც ინტერნეტში აღმოვაჩინე და ვთვლი, რომ ეს აუცილებლად დაგაინტერესებთ.

iFetch არის ამერიკული გამოგონება, მოწყობილობა რომელიც ძაღლს აძლევს საშუალებას თავის თავს ეთამაშოს. მოწყობილობას აქვს ბურთის ჩასაგდები ადგილი, ხოლო შემდეგ ბურთს სხვადასხვა მანძილზე აგდებს ან აგორებს. არსებობს მოწყობილობის სხვდასახვა მოდელი, რომლებიც განსხვავებულად მუშაობენ, თუმცა პრინციპი ყველგან ერთია, ბურთს ძაღლი აგდებს შიგნით და შემდეგ მოწყობილობა აგორებს ან ისვრის ბურთს. პროდუქტი გათვლილია სხვადასხვა ჯიშის ძაღლებზე, არის პატარა და დიდი მოდელები სხვადასხვა ზომის ძაღლებისათვის. ასევე არის სახლის პირობებსა და გარეთ გამოყენებისათვის განკუთვნილი მოდელები, რომლებზეც სროლისა და გაგორების მანძილი მართვადია და პატრონს შეუძლია სასურველ მანძილზე დააყენოს.

ifetch სათამაშო ძაღლებისათვის

ასევე საინტერესოა ამ მოწყობილობის შექმნის ისტორია, ერთ საღამოს ჰამილების ოჯახში მოსწავლე ცდილობდა საშინაო დავალების შესრულებას, როდესაც მათი პუდელი ფეხებთან უგდებდა ბურთს და არ ასვენებდა სანამ არ გადაუგდებდა მას. ამ დროს მოსწავლემ გაუაზრებლად თქვა, რაიმე მოწყობილობა შევქმნათ, რომელიც ჩვენს ძაღლს ბურთს გადაუგდებს ხოლმე, რომ მშვიდად შევძლო დავალების შესრულება. ასე გაჩნდა იდეა, რომელიც მოსწავლის პაპამ აიტაცა და ოჯახს გადააწყვეტინა ამ იდეის განხორციელება. მრავალი ასეული საათი დაიხარჯა კვლევასა და პროტოტიპის შექმნაში, შემდეგ პროტოტიპი და პროექტის იდეა დაიდო kickstarter.com-ზე სადაც მათ 88000 აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება შეუგროვდათ. ეს ყველაფერი 2013 წელს მოხდა და მას შემდეგ ოჯახური ჰობი წარმატებულ ბიზნესად იქცა. 

იხილეთ კომპანიის ვებგვერდი: https://goifetch.com

 

--RELATED--

აიფეთჩი და ძაღლი

აიფეთჩი და ძაღლი 2

აიფეთჩი და ძაღლი 3

აიფეთჩი ბავშვი და ძაღლი

აიფეთჩის მოდელები

აიფეთჩი

იხილეთ 7 პროდუქტი რომელიც გაგიხალისებთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად ცხოვრებას: petario.com/produqtebi

 


3959 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...