ბლოგი / ეს საინტერესოა

ზაზუნას სახეობები




დღესდღეობით ზაზუნას უამრავი ჯიში არსებობს. თუმცა შინაურ ცხოველებად რამდენიმე მათგანია ყველაზე გავრცელებული. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომის, ფორმის, მოვლის საჭიროების და სხვ. მიხედვით.  სანამ ზაზუნას ყიდვას გადაწყვეტთ, კარგი იქნება წინასწარ გაეცნოთ თუ ზაზუნების რომელი სახეობაა თქვენთვის უფრო სასურველი.

სირიული ზაზუნა

სირიული ზაზუნა ზაზუნას ყველაზე დიდი სახეობაა. სირიულ ზაზუნებს ხშირად ოქროსფერ ზაზუნებსაც უწოდებენ. ისინი სხვა სახეობებთან შედარებით უფრო ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლით გამოირჩევიან. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2,5-3 წელია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ზაზუნას 7 წლამდეც მიუღწევია. სირიული ზაზუნის სიგრძე 15-20 სმ, ხოლო წონა 150-200 გრამია.

ამ ჯიშის წარმომადგენლებს არ უყვართ სხვა ზაზუნებთან ერთად ყოფნა. ამიტომ ის გალიაში მარტო უნდა გყავდეთ. ისინი საკმაოდ აქტიურები არიან საღამოს ან ღამით, სჭირდებათ ადგილი სარბენად და უმჯობესია დიდ გალიაში იცხოვროს, აუცილებელია ჰქონდეს ბორბალი სარბენად.

სირიული ზაზუნები შეიძლება განსხვავდებოდნენ ფერის, ბეწვის სტრუქტურისა და ბეწვის სიგრძის მიხედვით. ამ სახეობაში ძირითადად გვხვდება შემდეგი სახის ზაზუნები:

 

 ოქროსფერი ზაზუნა

oqrosferi zazuna

ეს არის სირიული  ზაზუნების ტრადიციული და ყველაზე გავრცელებული კატეგორია.

 

 გრძელთმიანი, ანგორის ზაზუნა

grzeltmiani zazuna angora

ამ ზაზუნებს სჭირდებათ რეგულარული ვარცხნა. მისი გალიისთვის რეკომენდირებული არ არის ნახერხის გამოყენება. ინგლისურად მისი მეტსახელია Teddy Bear Hamster.

 

შავი სირიული ზაზუნა

shavi zazuna

მას შეიძლება ჰქონდეს მუქი ყავისფერი ელფერიც.

 

პანდა ზაზუნა

shav-tetri zazuna panda

ეს სახელი მისი შავ-თეთრი შეფერილობიდან მოდის.

--RELATED--

ჯუჯა ზაზუნები

ჯუჯა სახეობის ზაზუნები თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მათ კატეგორიებში შედის:

ჯუნგარული ზაზუნა 

jungaruli zazuna zamtris tetri juja

ამ სახეობის ზაზუნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ნაკლებად ახასიათებს სუნი და ფაქტობრივად არ იკბინება. სირიული ზაზუნისგან განსხვავებით, მისი სხვა ზაზუნასთან ცხოვრება შეიძლება. მას ასევე უწოდებენ ზამთრის თეთრ ზაზუნას, ციმბირულ და რუსულ თეთრ ზაზუნას.

ჯუნგარული ზაზუნისთვისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა მუქი ბეწვის ზოლი ზურგზე. მისი ფერი შეიძლება შეიცვალოს ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად. დაბალ ტემპერატურაზე უფრო ღია შეფერილობას იღებს. ზამთრის პერიოდში ბეწვი ფაქტობრივად უთეთრდება და აქედან მოდის მისი ერთ-ერთი სახელიც. ბეწვი შეიძლება იყოს ნაცრისფერი, მონაცრისფრო-მოცისფრო, თეთრი ნაცრისფერი ჩანართებით, კრემისფერი, მოწითურო.

ჯუნგარული ზაზუნის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-2,5 წელია. მისი სიგრძე საშუალოდ 10 სმია, ხოლო წონა 20 -45 გრამი.


კემპბელის ზაზუნა

kempbelis zazuna

ამ სახეობის ზაზუნა ძალიან ჰგავს ჯუნგარულ ზაზუნას ვიზუალურად. მასაც ახასიათებს ზურგზე მუქი ზოლი, მისი ბეწვის ფერზეც ახდენს გავლენას ტემპერატურის ცვლილება გავლენას. კემპბელის ზაზუნა შეიძლება იყოს ბევრი სხვადასხვა ფერის, თეთრიდან - შავამდე. ჯუნგარული ზაზუნისგან განსხვევებით, მათ უყვართ თითზე კბენა და ნელა ეჩვევიან პატრონს. მასთან ერთად შეგიძლიათ იყოლიოთ სხვა ზაზუნაც.

კემპბელის ზაზუნის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,5-2,5 წელია. კემპბელის სხეულის სიგრძე 8-10სმ, ხოლო წონა - 25გრამამდეა.

 

რობოროვსკის ზაზუნა

robo roborovskis zazuna

ამ ჯიშის ზაზუნა ყველაზე პატარა და სწრაფია ზაზუნებს შორის. ის პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს აღმოაჩინა რუსმა მკვლევარმა ვსევოლოდ რობოროვსკიმ, სახელწოდებაც მის საპატივსაცემოდ მიიღო. შემოკლებით მათ რობოსაც უწოდებენ. ზაზუნის ამ ჯიშის ყოლა ოჯახში არ არის რეკომენდირებული სხვა შინაურ ცხოველებთან და ბავშვებთან. მათ ფაქიზი ბუნება აქვთ და ძნელად ეგუებიან ცვლილებებს. ადრეული სოციალიზაციის პირობებში შესაძლებელია მათი ყოლა სხვა ზაზუნებთან.

რობოროვსკის ზაზუნის დამახასიათებელი ნიშანია თეთრი წარბები, მისი ბეწვის შეფერილობა ძირითადად ღია ყავისფერია, მუცელზე თეთრით. სხვა შეფერილობა ძალიან იშვიათობაა.

რობოროვსკის ზაზუნის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-3 წელია. მისი სხეულის სიგრძე 5-6სმ, ხოლო წონა - 20-25გრამი.

 

ჩინური ზაზუნა

chinuri zazuna

ჩინური ზაზუნა თითქმის ჯუჯა ზაზუნების ზომისაა, მაგრამ მას ცალკე სახეობად განიხილავენ. სხვა ზაზუნებისგან განსხვავებით მას შედარებით გრძელი კუდი აქვს, რაც მას უფრო “თაგვურ” შეხედულებას აძლევს. სირიული ზაზუნების მსგავსად, უმჯობესია მისი ყოლა განმარტოებით სხვა ზაზუნებისგან.

ჩინური ზაზუნა ძირითადად რუხი ან ყავისფერი შეფერილობისაა, დამახასიათებელია უფრო მუქი ტონები ზურგზე და ღია მუცელზე.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 2,5-3 წელია. მისი სხეულის სიგრძე 10-12სმ, კუდი დაახლეობით 3 სმ-მდე, ხოლო წონა - 30-50 გრამია.

 

 

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ შინაურ ცხოველს აიყვანთ -petario.com/ra-una-icodet-shinauri-cxovelis-yolastan-dakavshirebit




19653 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...