გმირმა ძაღლმა შველი დახრჩობას გადაარჩინა
July 21, 2017 19:48 Kate Katel

ის, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია სიახლე არ არის. თუმცა ეს საყვარელი არსებები მხოლოდ ჩვენს მიმართ არ იჩენენ სიკეთეს, ძაღლები სხვა ცხოველების დასაცავადაც მზად არიან.
ამის კიდევ ერთი მაგალიათია გმირი ძაღლი - ოქროსფერი რეტრივერი, სახელად სთორმი. ის არც კი დაფიქრებულა, ისე გაეშურა წყლისკენ, როდესაც შენიშნა, რომ დახმარება ესაჭიროებოდა გაურკვეველ არსებას. როცა სთორმი ახლოს მივიდა, აღმოჩნდა რომ ეს არსება დაშავებული პატარა შველი იყო.
კეთილმა ძაღლმა მონდომება არ დაიშურა მის გადასარჩენად, მან ფრთხილად მოკიდა პირი შველს, როგორც ლეკვები გადაჰყავთხოლმე და ისე გამოიყვანა ნაპირზე.
შემდეგ კი გვერდიდან არ მოშორებია მას, ლოკავდა და ათბობდა. საყვარელ ოქროსფერ რეტრივერს და მისი მეპატრონეს შველი არ მიუტოვებიათ, შესაბამისი სამსახური (Strong Island Animal Rescue League) გამოიძახეს და მათი წარმომადგენლების მოსვლამდე მის გვერდით იყვნენ.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც სთორმის მეპატრონემ გადაიღო: