ბლოგი / ეს საინტერესოა

გერმანულმა ნაგაზმა - ოფიცერმა კასპერმა შერიფის მოადგილე გადაარჩინა




ამერიკული პოლიციის, K9 სამსახურის (პოლიციის ძაღლების სამსახური) ოფიცერმა - კასპერმა ოპერაცია წარმატებით გადაიტანა, ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. კასპერი ფლორიდაში დამნაშავის დევნისას შერიფის მოადგილეს გადაეფარა და უკანა ფეხის მიდამოში დაიჭრა.

ინციდენტი დაიწყო, როდესაც 46 წლის ფილიპ ოშიმ ბარი "West Palm Beach" გაძარცვა და ადგილიდან მიმალვა სცადა. გაქცევისას მას მოუვიდა ავარია, მანქანიდან გადმოსვლისთანავე ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს და მიიმალა.

მოგვიანებით, იგივე დღეს პოლიციელებმა ფილიპ ოშის კვალს კვლავ მიაგნეს, როდესაც მან მანდილოსანი დააყაჩაღა და მანქანაც წაართვა. პოლიციის დანახვისას მან ისევ გახსნა ცეცხლი პოლიციის მიმართულებით, სწორედ ამ დროს ოფიცერმი კასპერი გმირულად გადაეფარა თავის მეწყვილეს და გადაარჩინა. 

 

ნახეთ როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში ძაღლის ჯიშების ათეული

 

PALM BEACH COUNTY SHERIFFS OFFICE
K9 Kasper took a bullet “meant for his partner.”

კასპერის საქციელმა პოლიციელს მისცა საშუალება წარმატებით ესროლა დამნაშავისთვის, სამწუხაროდ მის მიერ მიყენებული ჭრილობა დამნაშავისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ფილიპ ოში ძებნილი იყო ჩრილოეთ კაროლინაშიც.

--RELATED--

ექიმები ამბობენ, რომ გმირი ძაღლის მდგომარეობა სტაბილურია და მალე ის სრულიად ჯანმრთელი იქნება.

 

წყარო - http://www.huffingtonpost.com/entry/k9-officer-kasper-shootout-florida_us_591735d9e4b00f308cf59836


1530 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...