ადამიანი, რომელიც რადიაციულ ზონაში ცხოველების გამო დარჩა
July 3, 2017 19:03 Eka Fisrt

ბევრ ადამიანს უყვარს ცხოველები და ყველა თავისებურად გამოხატავს ამას. თუ გიფიქრიათ რაზე ხართ წამსვლელი თქვენი ერთგული მეგობრების გამო? საყვარელი ოთხფეხა ბინადრების გამო თავგანწირვაზე შეიძლება ბევრი დაფიქრებულა, თუმცა ალბათ მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ იმ სიძლიერით უყვარდეთ ცხოველები, რომ ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირონ მათ. სწორედ ამ ერთეულთაგანი აღმოჩნდა ტომიოკას (ფუკუსიმის პრეფექტურა, იაპონია) მკვიდრი ფერმერი ნაოტო მაცუმურა.
2011 წელს “ფუკუსიმა-1”-ის აფეთქებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რადიაციის გავრცელების გამო 20 კმ-ის რადიუსით ევაკუაცია გამოცხადდა. მოსახლეობამ სასწრაფოდ დატოვა საშიში ზონა. დაბრუნების იმედით თუ თვითგადარჩენის ინსტიქტით, სამწუხაროდ, უმეტესობამ თავიანთი შინაური ცხოველები ადგილზე მიატოვა.
თავდაპირველად ნაოტომაც დატოვა ქალაქი, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან და გადაწყვიტა აკრძალულ ზონაში დარჩენილიყო თავის ძაღლებთან ერთად. დაცარიელებულ ქალაქში მან მალევე შენიშნა, რომ უამრავი ცხოველი იყო მიტოვებული და ზრუნვას საჭიროებდა.
ათასობით ცხოველი დაღუპულიყო შიმშილითა და წყურვილით, პატრონებს დაბმული და ჩაკეტილი ჰყავდათ ბევრი დატოვებული. გადარჩენილბზე ზრუნვა თავის თავზე აიღო ნაოტო მაცუმურამ. ის ყოველდრიურად უამრავ ძაღლს, კატას, ძროხას, ღორს და სხვა მიტოვებულ ცხოველს უვლის.
მას “ფუკუსიმას ცხოველების მცველი” უწოდა ხალხმა. სახელმწიფო ორგანოებმა ნაოტოს აუკრძალეს რადიაციუს ზონაში დარჩენა და სასწრაფოდ მოთხოვეს დაეტოვებინა ქალაქი. თუმცა ცხოველების მცველი დათმობას არ აპირებს და მარტოდმარტო განაგრძობს ცხოვრებას თავის საყვარელ ბინადრებთან ერთად.
ნაოტო მაცუმურა არავითარ დახმარებას არ იღებს სახელმწიფოსგან, მას მხოლოდ ცხოველთა დამცველები და უბრალო გულშემატკივრები ეხმარებიან.
ფუკუსიმას მკვიდრმა კარგად იცის რა უარყოფოთი გავლენა აქვს რადიაციას, თუმცა ამბობს, რომ არ უნდა ამაზე ინერვიულოს. ის უკვე 50 წელს გადაცილებულია და სურს თავის მშობლიურ ადგილზე დარჩეს სიცოცხლის ბოლომდე.
გაიცანით,ასევე მარგო რობის შინაური ცხოველები