5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
July 20, 2018 07:08 Nika Gigashvili

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქვენი ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
- გამოიყენეთ მაღალი ხარისხის საკვები.
კატის, ძაღლის თუ სხვა ცხოველის მაღალი ხარისხის საჭმლით კვება აძლიერებს მის იმუნურ სისტემას, აძლევს მას ბზინვარე და ჯანმრთელ ბეწვს და ასევე უძლიერებს კანს. საკვები ასევე დიდად განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობასა და ხასიათსაც კი, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მაღალი ხარისხის საკვებზე მყოფ ცხოველებში ბევრად იშვიათია სახსრებისა და კუნთების დაავადებები და ა.შ. - იზრუნეთ თქვენი კატის, ძაღლისა თუ სხვა ცხოველის წონაზე.
ცხოველის წონა ძალზე მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისათვის. ჭარბწონიანობა საგრძნობლად ამცირებს კატისა თუ ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ასევე იწვევს სხვადასხვა დაავადებას, რაც ძაღლსა თუ კატას დისკომფორტს უქმნის. ჭარბ წონიანობით გამოწვეულ პრობლემათა შორისაა კუნთებისა და სახსრების პრობლემები, ენერგიის დეფიციტი, დიაბეტი და სხვა.
იმისათვის, რომ თქვენმა კატამ ან ძაღლმა არ მოიმატოს წონა აუცილებელია უკონტროლოთ საკვების დღიური ნორმა, ნორმის დადგენასა და ცვლილებასთან დაკავშირებით გაიაროთ კონსულტაცია კონკრეტულად თქვენი ცხოველის ვეტერინართან, ასევე აქტიურად დატვირთოთ ფიზიკურად, ძაღლის შემთხვევაში საკმარისად ასეირნოთ, კატის შემთხვევაში კი საკმარისად ეთამაშოთ.
--RELATED-- - რეგულარულად იარეთ ვეტერინართან.
გეგმიური აცრებისთვის ყველას დაჰყავს ცხოველი ვეტერინართან, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი. სასურველია ცხოველს ჩაუტარდეს რეგულარული შემოწმებები, ჩვენი მხრიდან გირჩევთ წელიწადში ორჯერ გაიაროთ ჯანმრთელობის შემოწმება. ადრეულ პერიოდში დაავადების იდენტიფიცირება მნიშვნელოვნად ამარტივებს მკურნალობას და ხშირ შემთხვევაში დიდი ძალისხმევის გარეშე იკურნება ცხოველი. - პირის ღრუს ჯანმრთელობა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატებისა და ძაღლებისათვის არის პირის ღრუს ჯანმრთელობა. პირის ღრუს მოუვლელობისაგან გაჩენილი ბაქტერიების გამო მარტივია გარკვეული დაავადებების გაჩენა, რაც დროული მკურნალობის გარეშე შეიძლება გადაიზარდოს გულისა და თირკმელების დაავადებებშიც, ამასთანავე პირის ღრუს დაავადებისას ძაღლს, კატასა თუ სხვა ნებისმიერ ცხოველს უჭირს ჭამა, იკლებს წონას, კარგავს ენერგიას და დისკომფორტისაგან ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემებიც. ვეტერინართან ხშირი შემოწმების გარდა, არსებობს სპეციალური კბილის ჯაგრისები, რომლითაც მარტივად შეგიძლიათ მოუაროთ თქვენი ცხოველის პირის ღრუს. თუ თქვენს კატასა თუ ძაღლს ძლიერ აღიზიანებს კბილის ჯაგრისი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საკვები პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის, სპეციალური დიეტა ან სპეციალური სათამაშოები. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ვეტერინარს. - არ გაუშვათ გარეთ უყურადღებოდ.
როდესაც პატრონი ძაღლსა თუ კატას გარეთ უყურადღებოდ უშვებს, თვლის, რომ იგი თავის ცხოველს თავისუფლებას აძლევს, რაც მის ბედნიერებაში უნდა გადაიზარდოს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ უყურადღებოდ გაშვებული ცხოველი არის მრავალი რისკის პოტენციური მსხვერპლი, მაგალითად: ავტომობილები, ბინძური ნივთები, ჯანმრთელობისათვის საშიში საკვები, ბოროტი ადამიანები და სხვა. გირჩევთ ყოველთვის თავად გაასეირნოთ თქვენი საყვარელი მეგობარი.
წყარო: petmd.com
--RELATED--