ბლოგი / ჯანმრთელობა

ძაღლების პარადონტიტი




როგორც ადამიანებს, ასევე მათ შინაურ ცხოველებსაც აწუხებთ პირის ღრუს პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პირის ღრუს დაავადება არის პარადონტიტი. ეს არის პაროდონტის ანუ კბილის ირგვლივ ქსოვილების ანთება. უმეტესად პარადონტიტი უვითარდებათ ასაკოვან ძაღლებს, ან რომლებსაც არასწორი კვება აქვთ.

ძაღლებში პარადონტიტის ძირითადი ნიშნებია:   პარადონტიტი ძაღლეში

  • პირის ღრუს არასასიამოვნო სუნი;

  • ღრძილების წითელი ან მოყავისფრო ფერი;

  • კბილის ნადები და ქვები;

  • მადის დაქვეითება;

  • გაღიზიანებადობა, უხასიათობა და აქტივობის დაქვეითება;

  • ტემპერატურის მატება.

დასაწყისში დაავადების ნიშნები მინიმალურია, მაგრამ თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება. არასათანადო და არადროულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაკარგვა, ინფექციები, ჩირქის დაგროვება, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს გულსა და თირკმელებზე. პარადონტიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა, კბილების გაწმენდა ნადებისა და ქვებისგან, ზოგჯერ კი არასიცოცხლისუნარიანი კბილის ამოღება. ამასთანავე, საჭიროა ძაღლის პირის ღრუს რეგულარული დამუშავება შესაბამისი საშუალებებით. უმჯობესი იქნება თუ ვეტერინარი ინდივიდუალურად შეურჩევს ძაღლს პრეპარატებს.

--RELATED--

პარადონტიტმა შესაძლოა გამოიწვიოს სტომატიტიც, რომლის სამკურნალოდ საჭირო იქნება ანტიბიოტიკები. ასევე ვიტამინები და სპეციალური პირის ჰიგიენური საშუალებები.

ძაღლის კბილების გახეხვაროგორც ცნობილია, ნებისმიერი დაავადების თავიდან აცილება უფრო მარტივია, ვიდრე მისი მკურნალობა. კბილების ყოველდღიური წმენდა ძღლისთვის საუკეთესო საშუალებაა პირის ღრუს დაავადებებისაგან თავის ასარიდებლად. საჭიროა კბილების ხეხვას ადრეული ასაკიდან შევაჩვიოთ ლეკვი, რათა შემდეგში პრობლემები არ წარმოიშვას. გახსოვდეთ, რომ ადამიანის კბილის პასტა მავნებელია ცხოველებისთვის, ამიტომ გამოიყენეთ სპეციალური კბილის ჯაგრისი და პასტა ძაღლებისათვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. არასოდეს მისცეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ფხიანი თევზი, ფხა აზიანებს ღრძილებს. ასევე მიუღებელია მუდმივად კონსერვების და სხვა არამყარი საკვებით კვება. მყარი საკვები ხელს უწყობს კბილებისგან ნადების მოშორებას და ამაგრებს ფესვებს. კარგი იქნება სპეციალური საღეჭი სასუსნავებისა თუ სათამაშოების გამოყენება. ძაღლისათვის არ შეიძლება ტკბილი საკვების მიღება, შაქარი ძალიან ცუდად მოქმედებს კბილებზე.

აჩვენეთ ვეტერინარს თქვენი საყვარელი მეგობარი წელიწადში ერთხელ მაინც, რათა დროულად იქნას აღმოჩენილი პათოლოგიები და დროული მკურნალობით შეუნარჩუნოთ მას ჯანმრთელობა.

 

 

 

გაიგეთ ასევე რას უნდა მიაქციოთ ყურადღება როცა თქვენი ძაღლი ახველებს


5518 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის კანის დაავადებები

კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი ...

ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ? ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშე...

5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქ...