ბლოგი / ჯანმრთელობა

ცისტიტი კატებში




ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) კატის დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ფისოების პატონები ხშირად ამჩნევენ, რომ მათ ფუმფულა მეგობრებს უჭირთ ტუალეტში გასვლა, შარდვისას კნავიან და ნერვიულობენ, ზოგჯერ შეიძლება სისხლიც კი გამოჰყვეს შარდს.

ფუმფულა არსებების მეპატრონეებმა უნდა იცოდნენ, რომ ცისტიტი თავისთავად არ რჩება. მკურნალობის გარეშე შეიძლება სავალალო მგომარეობამდე მივიდეს ფისოს მდგომარეობა. ეს დაავადება არც ისე იშვიათად იღებს ქრონიკულ ხასიათს. თუ კატას ცისტიტი ერთხელ დაემართა, დიდი შანსია, რომ ისევ განმეორდეს.

სახლის პირობებში, ვეტერინარის გარეშე დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაუშვებელია. ხშირად ცისტიტის ნიშნები ძალიან ჰგავს შარდ-კენჭოვან დაავადებას.

 ცისტიტი კატებში

ცისტიტის ნიშნები

  1. შარდის გამოყოფის პრობლემა. ანთების შედეგად კატას გამუდმებით აქვს იმის შეგრძნება, რომ საშარდე ბუშტი სავსეა და ხშირად სტუმრობს ტუალეტს. ასეთ შემთხვევაში შარდი  ან საერთოდ არ გამოიყოფა, ან  წვეთ-წვეთად მოდის;
  2. წყურვილი;
  3. ტკივილი მოშარდვისას. კატა ხშირად ხმამაღლა კნავის ამ დროს;
  4. შარდის ფერის ცვლილება. შეიძლება შეინიშნებოდეს სისხლი ან/და ჩირქი;
  5. სპეციფიური სუნი. შარდს შესაძლოა ამიაკის ან ჩირქის სუნი ასდიოდეს;
  6. უხასიათობა, სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მატება და შემდეგ შემცირება, ღებინება - ორგანიზმის ინტოქსიკაციის ფონზე.
--RELATED--

 კატებში ცისტიტის გამომწვევი მიზეზები

  1. ცხოველის გადაციება. თუ კატა დიდხანს იმყოფებოდა სიცივეში, ორპირ ქარში, ცივ იატაკზე ან ფანჯრის რაფაზე, შეიძლება გამოიწვიოს ცისტიტი;
  2. შარდის ბუშტის ახლოს მდებარე ორგანოების ანთებითი პროცესი;
  3. შარდსასქესო სისტემის სხვა გართულებული დაავადებები: პიელონეფრიტი (ბაქტერიული ხასიათის თირკმლის ანთება), უროლიტიაზი (შარდკენჭოვანი დაავადება) ან საშარდე გზების დაზიანება პარაზიტებით;
  4. შარდსაწვეთი არხის მექანიკური დაზიანება;
  5. ტრავმების შედეგად სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  6. არასწორი კვება, არასათანადო რაოდენობის წყლის მიღება. არადაბალანსებურმა კვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის გასუქება და მარილების დაგროვება შარდში. შედეგად თირკმელი ვეღარ ახდენს ფილტრაციას და ტოქსინების გამოყოფას, ხდება შარდსაწვეთი არხის შეშუპება და შარდის გამოყოფის დარღვევა. ყალიბდება შარდკენჭოვანი დაავადება და ცისტიტი იღებს ქრონიკულ ხასიათს;
  7. კატის უმოძრაობა, ნივთიერებათა ცვლის შენელება;
  8. პარაზიტები (ჰელმინთები, რწყილები, ტკიპები და სხვ.). მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გარე სასქესო ორგანოების მექანიკური დაზიანება, ასევე პარაზიტები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც აფერხებენ ნივთიერებათა ცვლას და იწვევენ მეორად ცისტიტს;
  9. ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები. კატებში ცისტიტის გამომწვევი შეიძლება გახდეს ვირუსული დაავადებები, რომელთა თავიდან აცილებაც კომპლექსური ვაქცინაციით არის შესაძლებელი. ასეთი დაავადებებია: კალცივირუსი, რინოტრაჰეიტი და ქლამიდიოზი. ყველა მათგანი ქრონიკული ხასიათისაა და შეიძლება მიმდინარეობდეს კლინიკური ნიშნების გარეშე, რაც ერთ-ერთი მიზეზია კატებში ცისტიტის ჩამოყალიბებისა. ასეთ შემთხვევაში, მარტო ცისტიტის მკურნალობა უშედეგოა, რამდენჯერაც არ უნდა უმკურნალოთ, ისევ განმეორდება;
  10. სტრესი და მღელვარება;
  11. იდიოპათიური ცისტიტი - ცისტიტი, რომლის თვალსაჩინო მიზეზიც გაურკვეველია. მისი კლინიკური ნიშნების გამომწვევი მიზეზები ანალიზებითაც კი ვერ დგინდება. ასეთი ფორმით ავადდებიან ხშირად გადაჭარბებული წონის კატები, რომლებიც გარეთ არ გადიან.

 ცისტიტის დიაგნოსტიკაციტიტის დიაგნოსტიკა კატებში

პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა მიაკითხოთ ვეტერინარულ კლინიკას. დიაგნოზის დასასმელად დაგჭირდებათ:

  1. შარდის ანალიზი. ანთების სირთულიდან გამომდინარე ანალიზში შეიძლება გამოჩნდეს ერითროციტები, ცილები, ლორწო, ლეიკოციტები, ჩირქი, კრისტალები. ლაბორატორიაში ასევე უნდა ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური კვლევა და განისაზღვროს პათოგენური მიკლოფლორა (კოკები, სტრეპროკოკები, ნაწლავური ჩხირი, ლურჯჩირქოვანი ჩხირი და ა.შ.) და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძობელობა;
  2. ცისტოსკოპია - შარდის ბუშტის კვლევა სპეციალური აპარატით;
  3. ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა;
  4. სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზი, რომლებმაც შესაძლოა გამოავლინოს თირკმლის პრობლემა  ან სხვა პათოლოგიები;
  5. შესაძლოა ჩატარდეს ასევე სასქესო გზების ნაცხის ანალიზი.

  ცისტიტის მკურნალობა

როგორც კი ცისტიტის ნიშნებს შენიშნავთ, საჭიროა უზრუნვეყოთ კატის სიმშვიდე და სითბო. უმჯობესია შეამციროთ საკვების მიწოდება, რათა შემცირდეს შარდის კონცენტრაცია და თირკმელზე დატვირთვა. გაზარდეთ წყლის მიწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს შარდის ბუშტის გამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარით კათეტერის საშუალებით (ფურაცელინი, მარგანეცის სუსტი ხსნარი, ქლორექსიდინი და სხვა).

ცისტიტის მკურნალობის ძირითადი საშუალებები:

  1. უმეტესად ფისოს ენიშნება ანტიბიოტიკები. თუნდაც ბაქტერიები არ იყოს ცისტიტის გამომწვევი, ადრე თუ გვიან, პათოგენური ორგანიზმები შეუტევენ ანთების კერას და ანტიბიოტიკების გარეშე სრული გამოჯანმრთელება პრაქტიკულად შეუძლებელია;
  2. რათა ანტიბიოტიკებმა არ გამოიწვიოს დიზბაქტერიოზი, ვეტერინარმა უნდა დანიშნოს პრობიოტიკები (პრეპარატი, რომელიც აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას). მაგრამ პრობიოტიკების მიღება არ შეიძლება უშუალოდ ანტიბიოტიკის მიღებამდე ან მიღები შემდეგ, ასეთ დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაეფექტური იქნება;
  3. სპაზმოლიტიკები. ეს დაამშვიდებს ფისოს, ასევე მოშარდვის საშუალებას მისცემს მას, რაც თავის მხრივ შარდის ბუშტის ანთების შემცირებას შეუწყობს ხელს;
  4. აუცილებლად გამოიკვლიეთ ცისტიტის გამოწვევის მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ფისოს კიდევ ხშირად შეაწუხებს ეს პრობლემა;
  5. თუ შარდში შეიმჩნევა სისხლი, ვეტერინარები ნიშნავენ სისხლის შესაჩერებელ პრეპარატებს (ეთამზილატი (დიცინონი), ვიკასოლი და სხვა);
  6. თუ კატას იდიოპათიური ცისტიტი აქვს, მისი მკურნალობა ძალიან ძნელია. ვინაიდან ამ ტიპის ცისტიტის გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია, ვეტერინარს სიმპტომური მკურნალობის დანიშვნა უხდება (ანტიბიოტიკები, შარდმდენი საშუალებები და ა.შ.).

მკურნალობის დასრულების შემდეგ საჭიროა კვლავ გაკეთდეს შარდის ანალიზი, რათა ინფექციის არსებობა გამოირიცხოს.

 ცისტიტის პროფილაქტიკაკატა თბილად

 ცისტიტის პროფილაქტიკა არც ისე რთულია, თქვენ მარტივად შეგიძლიათ აარიდოთ თქვენს ფუმფულა მეგობარს ეს დაავადება. 

  1. პირველ რიგში სახლში მოერიდეთ ორპირ ქარს. დაიცავით კატა სიცივისგან, დასველებისა და გაყინვისგან;
  2. სწორად შეურჩიეთ საკვები. არ შეიძლება მხოლოდ ცილოვანი საკვები მიღება;
  3. ვაქცინაცია. აცრებს შეუძლია იმუნინეტი გამოუმუშავოს კატას ცისტიტის გამომწვევი თუ მაპროვოცირებელი ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ;
  4. მაქსიმალურად ეცადეთ თავიდან ააცილოთ ტრამვებს. დაზიანების შემთხვევაში აუცილებლად წაიყვანეთ ვეტერინართან, რათა შიდა სისხლდენა ან ორგანოების დაზიანება გამოირიცხოს;
  5. ეცადეთ თქვენი ფისოს ცხოვრება მაქსიმალურად მშვიდი იყოს, მოარიდეთ სტრესს;
  6. სასმელი წყალი ყოველთვის მისაწვდომი უნდა იყოს ფისოსთვის. წყალი აუცილებლად სუფთა და გაფილტრული უნდა იყოს. რაც უფრო მეტ წყალს სვამს ფისო, მით უფრო კარგად იწმინდება თირკმელი და შარდის ბუშტი. თუმცა თუ გადამეტებულ სწურვილს ატყობთ თქვენს კატას აჯობებს ვეტერინარს აჩვენოთ, რადგან ეს შეიძლება რომელიმე დაავადების მანიშნებელი იყოს (მაგ. დიაბეტი).

 

პროფილაქტიკური ზომების მიღებით შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ ფისოებში ცისტიტის განვითარება.

 

ასევე, გაეცანით სტატიას თუ როგორ შევურჩიოთ კატას საკვები


6909 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის კანის დაავადებები

კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი ...

ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ? ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშე...

5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქ...