ბლოგი / ჯანმრთელობა

ყველაფერი კატის აცრასთან დაკავშირებით




ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობა ყველა მეპატრონისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. პროფილაქტიკური აცრები საშუალებას იძლევა მრავალი დაავადებისგან დავიცვათ ისინი. ამ სტატიაში განვიხილავთ აცრებთან დკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, საჭიროა თუ არა კატისთვის აცრა, როდის და რაზე უნდა ავცრათ, როგორ მოვამზადოთ ცხოველი ვაქცინაციისათვის და სხვა.

კნუტის აცრა

 აუცილებელია თუ არა კატის აცრა

ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ზოგი მეპატრონე დაავადებაზე მეტად ვაქცინის შედეგებზე ნერვიულობს, ზოგს უბრალოდ აფიორა ჰგონია, ზოგი კი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს ამას. უმეტესობა კი მაინც ამჯობინებს აცრების მეშვეობით დაცული ჰყავდეს თავისი ფუმფულა მეგობარი.

 საჭიროა თუ არა სახლის კატის აცრა, თუ ის გარეთ არ გადის

ბევრი თვლის, რომ სახლის ფისოებს, რომლებიც ქუჩაში არ გადიან, დაავადების შანსი არ აქვთ. სამწუხაროდ, ეს ასე არაა. დაავადება შეიძლება შეხვდეს ყველა ფისოს.

როგორ შეიძლება დაავადდეს კატა?

მართალია თქვენი ფისო გარეთ არ გადის, მაგრამ დადიხართ თქვენ. ასე რომ,  მარტივად შეიძლება გარედან ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით მიიტანოთ სახლში ვირუსი. დაუბანელი ხელებით მოფერების შედეგად შესაძლოა დაავადოთ ცხოველი. ასევე არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ სადარბაზოში ან აივანზე არ გაიპარება ფისო და სხვა ცხოველთან კონტაქტი არ ექნება. საფრთხე არსებობს ვეტკლინიკაში ვიზიტის დროსაც და ა.შ.

ასე რომ, ნუ გარისკავთ თქვენი კრუტუნა მეგობრის ჯანმრთელობას იმ იმედით, რომ კონკრეტულად თქვენი ფისო არ დაავადდება.

 ვაქცინაციის დადებითი მხარეები

  1. დაცვა ინფექციური დაავადებებისგან;
  2. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კატა ვინმეს დაკაწრავს ან უკბენს პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ;
  3. უპრობლემოდ შეძლებთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ქვეყნიდან გაყვანას;
  4. შეძლებთ მიიღოთ მონაწილეობა გამოფენებში;
  5. ვაქცინაციის გარეშე სუფთა ჯიშის კატასთან შეჯვარების უფლებას არ დაგრთავენ.
  6. ვაქცინირებული კატის შთამომავლობაც დაცულია ინფექციებისაგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. დედა კატა რძის საშუალებით გადაცემს კნუტებს იმუნიტეტს;
  7. თავისუფლად შეძლებთ წაიყვანოთ თქვენი ერთგული მეგობარი აგარაკზე, დასასვენებლად, გაიყვანოთ ქუჩაში.

ვაქცინაციის უარყოფოთი მხარეები

  1. ვაქცინაციამ ცხოველთა (1%-მდე) ნაწილში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირია: მოთენთილობა, ძილიანობა, უმადობა, ტემპერატურის მატება. ეს სიმპტომები დაახლოებით 24 საათში გადის. უფრო იშვიათად ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, რასაც თან ახლდეს ქავილი, ღებინება, დიარეა და სხვა. ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, მაგრამ თუ მსგავსი რამ შენიშნეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, ვეტერინართან ვიზიტს ნუ გადადებთ;
  2. მატერიალური მხარე. კატისთვის აცრის გაკეთება ფასიანია. ხარისხიანი ვაქცინების ფასი დაბალი არ არის.
--RELATED--

რა დაავადებებით შეიძლება დაავადდეს კატა

კატის ყველაზე საშიში დაავადებებიდან ძირითადია:

  • პალნეიკოპენია (კატის ჭირი);

  • რინოტრახეიტი (კატის ჰერპესი);

  • კალიცივიროზი;

  • ქლამიდიოზი;

  • ცოფი;

  • ვირუსული ლეიკემია (კატების ლეიკემია, ლეიკოზი, ლიმფოსარკომა);

  • ინფექციური პერიტონიტი;

  • ლიქენი(ტრიხოფიტია, მიკროსპორია, მკრეჭელი სირსველი);

  • კატის იმუნოდეფიციტი;

  • აუესკის დაავადება (ცრუ ცოფი, ინფექციური ბულბარული დამბლა, ცოფიანი ქეცი).

პალნეიკოპენიის, რინოტრახეიტის, კალცივიროზის და ცოფის საწინააღმდეგო აცრა აუცილებელია კატისთვის, ხოლო დანარჩენი დაავადებების საწინააღმდეგოდ კი სასურველი. დღესდღეობით უმეტესად კეთდება კომპლექსური აცრა, რომელიც აერთიანებს პალნეიკოპენიის, რინოტრახეიტის, კალცივიროზის საწინააღმდეგო ვაქცინას, ასევე ზოგჯერ დამატებით შედის ქლამიდიოზის საწინააღმდეგო ვაქცინაც.

რა სახის ვაქცინები არსებობს და რა ღირს აცრა

ქვემოთ მოცემულია მეტნაკლემაბ გავრცელებული და გამოყენებადი ვაქცინების დასახელებები და მწარმოებლები,ასევე რომელ ვაქცინას რომელი დაავადების საწინააღმდეგო ჩვენება გააჩნია.

 

ვაქცინა
კომპლექსური:
პალნეიკოპენია
რინოტრახეიტი
კალცივიროზი
ქლამიდიოზი
ცოფი
ვირუსული ლეიკემია
ინფექციური პერიტონიტი
ლიქენი
Fel-O-Vax IV ფელოვაქსი,აშშ

+

+

 

 

 

 

Мультифел-4მულტიფელ 4, რუსეთი

+

+

 

 

 

 

 

ХламиКон, ქლამიკონი, რუსეთი

 

+

 

 

 

 

Nobivac® Rabies ნობივაკ რაბის, ჰოლანდია
         
Rabisin® რაბიზინი, საფრანგეთი

 

 

+

 

 

 

Fel-O-Vax Lv-K ფელოვაკსი ლვ-კ, აშშ

 

 

 

+

 

 

Leukocell 2 ლეიკოცელ 2, აშშ

 

 

 

+

 

 

NOBIVAC FORCAT
ნობივაკ ფორკეტი, ჰოლანდია

+

+

 

 

 

 

 

Purevax RCPCh
პიურვაქს , საფრანგეთი

+

+

 

 

 

 

Quadricat
კვადრიკეტი, საფრანგეთი

+

 

+

 

 

 

Leucofeligen
ლეუკორიფელინი, საფრანგეთი

+

 

 

 

 

 

Nobivac® Tricat
ნობივაკ ტრიკეტი, ჰოლანდია

+

 

 

 

 

 

Felocell CVR
ფელოცელ სივიარ, კანადა

+

 

 

 

 

 

Katavac Chlamydia კატავაკ ქლამიდია, აშშ

 

+

 

 

 

 

Purevax FeLV
პურვაქსი, საფრანგეთი

 

 

 

+

 

 

Primucell FIP
პრიმუსელი ეფაიპი, აშშ

 

 

 

 

+

 

Микродерм ПОЛИВАК-ТМ  Вакдерм-F მიკროდერმი, პოლივაკი ტიემ კატებისთვის, ვაკდერმ-ფ, რუსეთი
         

+

 

აღნიშნული ვაქცინების ფასები განსხვავდება მწარმოებელი ქვეყნისა და დანიშნულების მიხედვით. ასევე ყველა ვეტკლინიკას სხვადასხვა ფასი აქვს. რუსული წარმოების ვაქცინები შედარებით დაბალხარისიანია და უფრო იაფიც ღირს. კომპლექსურ აცრასთან შედარებით იაფია ასევე ცოფის საწინააღმდეგო აცრა. თქვენი ერთგული მეგობრის ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ უფრო მაღალი ხარისხის ვაქცინებს გამოიყენებთ.

ფისოს ვაქცინაცია

 როდის უკეთდება კატას/კნუტს პირველი აცრა და როგორ მოვამზადოთ ამისთვის

აცრები კატას უტარდება 3 თვის ასაკიდან. მაგრამ მანამდე საჭიროა კნუტი მოვამზადოთ ვაქცინაციისათვის. მას კარგი იმუნიტეტი უნდა გააჩნდეს, ამიტომ აცრამდე საჭიროა კარგად ვკვებოთ, ჩავუტაროთ დეჰელმენტიზაცია ანუ დავამუშაოთ ჭიაზე, ასევე უმჯებესია დამუშავებული გყავდეთ პარაზიტებზე(არსებობის შემთხვევაში). დეჰელმეტიზაციიდან 10 დღის შემდეგ შეგიძლიათ გაუკეთოთ პირველი კომპლექსური აცრა, განმეორებითი აცრა კი კეთდება პირველი აცრიდან 21 დღის შემდეგ. მეორე კომპლექსურ აცრასთან ერთად შეგიძლიათ აცრათ ცოფზეც. შემდეგ კომპლექსური და ცოფის საწინააღმდეგო აცრები ტარდება წელიწადში ერთხელ. ვეტერინართან აუცილებლად იქონიეთ ცხოველის პასპორტი, სადაც აღნიშნული იქნება ვაქცინების დასახელებები, ვადები და თარიღები.

 რა შემთხვევაში არ შეიძლება ცხოველის აცრა

აცრამდე ვეტერინარმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს ცხოველი. უნდა გაუსინჯოს ტემპერატურა (ჯანმრთელი კატის ტემპერატურა 38-39 გრადუსია), შეამოწმოს თვალები, ყურები, ცხვირი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცხოველის აცრა :

  1. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (გამონაკლისი ვაქცინების გარდა, რომლებიც უსაფრთხოა ასეთ დროს. ამიტომ აუცილებლად დააზუსტეთ ვეტერინართან);
  2. სარძევე კბილების მოცვლის დროს;
  3. თუ კატას ინფექციური დაავადება აქვს;
  4. თუ ახალი გადატანილი აქვს რაიმე დაავადება და დასუსტებულია ორგანიზმი;
  5. თუ ფისოს დაჭიანება აქვს;
  6. ოპერაციის შემდგომი პერიოდის განმავლობაში;
  7. თუ ცხოველს აღენიშნება მოთენთილობა, ღებინება, დიარეა, ტემპერატურა, სისველე ან სხვა.

ვაქცინაციის დროს საჭიროა ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს, რადგან არ მოყვეს შემდგომი გართულებები და აცრაც შედეგიანი იყოს.

 აცრის შემდგომი დაკვირვება

ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული მოფრთხილება სჭირდება ფისოს. ნუ დატვირთავთ ფიზიკურად, მოარიდეთ გადახურებას ან გაცივებას, უმჯობესია მოარიდოთ სხვა ცხოველებთან კონტაქტს, ნუ გაუშვებთ ქუჩაში და ნუ დაგეგმავთ მოგზაურობას/ტრანსპორტირებას მასთან ერთად.

 საბოლოოდ, რა თქმა უნდა , თქვენი გადასაწყვეტია გაუკეთებთ თუ არა თქვენს ოთხფეხა მეგობარს აცრას, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ პროფესიონალებს ენდობით და რისკის ქვეშ არ დააყენებთ თქვენი ფისოების ჯანმრთელობას.

--RELATED--

 

 

 

აქვე გაიგეთ რა იწვევს პირის ღრუს უსიამოვნო სუნს კატებში

 


24144 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის კანის დაავადებები

კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი ...

ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ? ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშე...

5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქ...