ბლოგი / ჯანმრთელობა

სტერილიზაცია/კასტრაცია კატებსა და ძაღლებში




- რას გულისხმობს სტერილიზაცია კასტრაცია?

- სტერილიზაცია/კასტრაცია გულისხმობს ცხოველებში, ჩვენ შემთხვევაში ძაღლებსა და კატებში გამრავლების შეწყვეტას ქირურგიული მეთოდით.

- რატომ არის საჭირო, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ?

- უპირველეს ყოვლისა, ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს ოპერაცია არის არასწორი ნაბიჯი. ხშირად ცხოველებს საკუთარ თავებთანაც აიგივებენ. რაშიც ექიმები არ ეთანხმებიან. ცხოველებში შეჯვარება კონტროლირდება ჰორმონებიის მეშვეობით და არის ინსტინქტი და არა გააზრებული საქციელი. სტერილიზაცია/კასტრაციას თითოეული ცხოველისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სტერილური ცხოველები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ. სასურველია ცხოველი ადრეულ ასაკშივე გავასტერილოთ, 6-7 თვისას, რადგანაც ამ პერიოდში სიმსივნის, პროსტატიტის და სხვა პატოლოგიური პროცესის კონტროლი უფრო მარტივია და ამ დაავადებების შანსი 3%-ია.
 ხვადი ცხოველების უკასტრირობის შემთხვევაში, თუ ცხოველი არ ჯვარდება შარდის ბუშტში თავს კენჭი წარმოიჩენს, რის გამოც სიკვდილის პოტენციალი იზრდება. ხვადი კატების შემთხვევაშიც ანალოგიურად. რაც შეეხებათ მდედრ ცხოველებს, ამ შემთხვევაში კატებსა და ძაღლებს. თუ მათ არ გავასტერილებთ და ასევე არ შევაჯვარებთ 1-2 წელიწადში ერთხელ, მათი სიმსივნის შანსები უფრო მაღლა იწევს, კატებში კი 90% ავთვისებიანია,

- საჭიროა თუ არა, სტერილიზაცია/კასტრაციის შემდეგ სპეციალური კვება?

 - რათქმაუნდა, სტერილიზაცია/კასტრაციის შემდეგ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს საკვები უნდა შევუცვალოთ. მათთვის სპეციალურად იყიდება მშრალი კორმი, რომელიც სტერილურ და კასტრირებულ კატებს ეჭმევათ სიცოცხლის ბოლომდე.

 

ძაღლისა და კატის სტერილიზაცია

 

ასევე იხილეთ: დეტალური ინფორმაცია სტერილიზაციის შესახებ.

                                                          


7411 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის კანის დაავადებები

კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი ...

ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ? ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშე...

5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქ...