ბლოგი / ჯანმრთელობა

როგორ გავუწმინდოთ ძაღლს თვალები




ძაღლის მეპატრონემ სხვა საკითხებთან ერთად აუცილებლად უნდა იზრუნოს თავისი მეგობრის მხედველობის ორგანოზე. ძაღლს თვალების გაწმენდა ესაჭიროება როგორც ჰიგიენური, ისე  სამკურნალო თვალსაზრისით. სისუფთავის დაცვა მაქსიმალურად აარიდებს თავს თვალში ბაქტერიების მოხვედრას, რაც თავის მხრივ ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.

ძაღლის თვალის წმენდა

ძაღლისთვის თვალის გაწმენდის პროცედურა შესაძლოა არც ისე სასიამოვნო იყოს, ამიტომ წინასწარ მოემზადეთ. უმჯობესია ძაღლი დაფიქსირებული გყავდეთ,შეგიძლიათ რაიმე მოახვიოთ, ისე რომ მხოლოდ სახე უჩანდეს. კარგი იქნება თუ დამხმარე გეყოლებათ, რომელიც დაიჭერს მას. რა თქმა უნდა, საჭიროა გაითვალისწინოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ხასიათიც. ზოგჯერ ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, ზოგჯერ კი უმჯობესია პროფესიონალებს მიანდოთ პროცედურა.

ძაღლის თვალების გასაწმენდად უმჯობესია გამოიყენოთ სტერილური ბინტი ან სპეციალური ხელსახოცი. ბამბის გამოყენება არ არის სასურველი, რადგან შესაძლოა მისი ბოჭკოები დარჩეს თვალის გარსზე. გაწმენდა უნდა მოხდეს თვალის გარე კუთხიდან ცხვირის მიმართულებით. ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე ბინტის ნაჭერს ორივე თვალისთვის.

რითი გავუწმინდოთ ძაღლს თვალები ძაღლის თვალის გაწმენდა

ჰიგიენური თვალსაზრისით ძაღლის თვალის გაწმენდა თბილი ანადუღარი წყლითაც საკმარისია. ასევე, ვეტმაღაზიებში იყიდება სპეციალური საშუალებები ცხოველის მხედველობის ორგანოსთვის.

თვალის გასაწმენდად გამოიყენება შავი ჩაის, გვირილის ან კალენდულას ნაყენი. აგრეთვე, სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარის (0,9% ნატრიუმ ქლორიდი), 0,01% ქლორგექსედინის, 2% ბორის მჟავასა და ფურაცელინის საშუალებითაც ხშირად უწმენდენ ძაღლს თვალებს. კონკრეტული ხსნარის გამოყენების წესებისა და დოზების შესახებ აუცილებლად კითხეთ ვეტერინარს.

გასაწმენდად ნებისმიერი სითხე თბილი სახით უნდა გამოიყენოთ, ცივმა წვეთებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ანთების განვითარებას.

ერთ-ერთი გავრცელებული თვალის ინფექციაა კონიუქტივიტი, რომელსაც ახასიათებს თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლე და ჩირქოვანი გამონადენი. თვალის ინფექციური დაავადებების დროს ინიშნება ანტიბიოტიკები, სპეციალური წვეთები და მალამოები.

--RELATED--

გამონადენისაგან შეიძლება ძაღლს თვალები დაეწებოს, ამიტომ ჯერ აჯობებს გაუწმინდოთ, მოაშოროთ ზედმეტი გამონადენი და ნაზად გაუხსნათ თვალები (ძალას ნუ დაატანთ, თუ მარტივად არ გაეხსნა თვალი, პროფესიონალის ჩარევა დასჭირდება) და 5-7 წუთის შემდეგ გამოიყენოთ წვეთები და მალამო, რათა უკეთესად იმოქმედოს.

რეგულარულად მიაქციეთ ყურადღება თქვენი ძაღლის მხედველობას. თვალში უცხო სხეულის მოხვედრის, მექანიკური დაზიანების, ჩირქოვანი გამონადენისა და სიწითლის შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ვეტექიმს, რათა ზუსტი დიაგნოზი დაისვას და თვითვმკურნალობით უარესი შედეგი არ მიიღოთ.

 

როგორ დავეხმაროთ ძაღლს მოწამვლის შემთხვევაში


13923 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის კანის დაავადებები

კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი ...

ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ? ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშე...

5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქ...