ბლოგი / ჯანმრთელობა

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა თქვენი ძაღლი ახველებს




ძაღლის ხველა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.ზოგჯერ არ არის იოლი განსაზღვრო რამდენად სწრაფად უნდა მიაკითხოთ ვეტერინარს.

ადამიანის მსგავსად, ძაღლიც შესაძლოა მტვერისგან და მიკრობებისგან თავისუფლდებოდეს ხველებით. ასევე, შესაძლოა შეხვდეს ინფექცია და ვირუსი.

ძაღლის ხველება

ხშირ შემთხვევაში ხველა გამოწვეულია გაციებით ან ბრონქიტით.რაც სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენი ოთხფეხა მეგობარი მცირე მკურნალობის შემდეგ სრულიად  გამოჯანმრთელდება. ასევე, ხველის მიზეზი შესაძლოა იყოს სოკოვანი ინფექციები, გულის დაავადება, ძაღლის ჭირი, ფილტვების პრობლემა.

ზოგჯერ გულისრევა და ბოყინი ხველების მსგავსია. დიაგნოზის დასმა რომ უფრო მარტივი იყოს , შეგიძლიათ ჩაიწეროთ თქვენი ძაღლის ხველა. იმის მიხედვით, თუ როგორ ახველებს ცხოველი, შეიძლება განისაზღვროს რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე. მშრალი, მკვეთრი და ხმამაღალი ხველა დამახასიათებელია ძაღლის ბრონქიტისთვის. შედარებით სუსტი, ასთმური ხველა ფილტვების ან გულის დაავადებებზე მიუთითებს. ხველა, რომელიც საყვირივით ისმის და თან ახლავს აღელვებას, ხშირად დამახასიათებელია პატარა ჯიშის ძაღლებისთვის ტრაქეის კოლაფსით.

როდის უნდა ინერვიულოთ:

  • თუ თქვენი ძაღლი 5 დღეზე მეტია ახველებს;
  • თუ არ აქვს სეირნობის ან ვარჯიშის ხალისი;
  • თუ ხველასთან ერთად ძაღლს ღებინება და დიარეა აქვს;
  • თუ ღრძილები ფერმკრთალი აქვს ან მოლურჯო ფერი დაკრავს;

 

--RELATED--

ხველის გამომწვევი ვირუსი ხშირად თვითგანკურნებადია ახალგაზრდა და ჯანმრთელ ძაღლებში. თუ ძაღლი ძალიან მშვიდად ახველებს და სხვა მხრივ კარგად გრძნობს თავს სანერვიულო არაფერია. მაგრამ თუ თქვენ ძაღლს აქვს რაიმე გულის დაავადება გადატანილი, ჩუმი და უენერგიოა, სასწრაფოდ მიაკითხეთ ვეტექიმს. ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს ძაღლის ფილტვები, გული, ტემპერატურა და ლიმფური ჯირკვლები.ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა მოგცეთ დანიშნულება ან ჩაუტაროს დამატებითი გამოკვლევები. ეს შეიძლება იყოს სისხლის ანალიზი, გულის გამოკვლევა ჭიებზე, რენტგენი. თუ ხველა ქრონიკულ ხასიათს ატარებს, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა გაუკეთდეს ლარინგოსკოპია და ბრონქული ლავაჟი.

ძაღლის ფილტვები გასინჯვა

მკურნალობა ხშირ შემთხევაში ხდება ანტიბიოტიკების საშუალებით, ხველების საწინააღმდეგო და სხვა დიაგნოზის შესაბამისი მედიკამენტებით.არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ მისცეთ ადამიანის მედიკამენტები. ისინი ხშირად ტოქსიკურია ძაღლისთვის. ვეტერინართან ვიზიტამდე ეცადეთ მოარიდოთ სხვა ცხოველებთან ურთიერთობას, გარეთ გაყვანას და გყავდეთ მშვიდ გარემოში.

 

 

ახლა კი გაიგეთ ყველაფერი ძაღლის ვაქცინაციის შესახებ - petario.com/kvelaeri-zaglis-acraze


15287 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის კანის დაავადებები

კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი ...

ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ? ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშე...

5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქ...