ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები
August 6, 2018 07:41 Nika Gigashvili

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ?
ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშები, შესაბამისად მათთვის საჭიროა სარბენი ბორბალი ან ბურთი, რომელშიც შეძლებენ შეძრომასა და სირბილს. თუ თქვენ არჩევანს ბურთზე შეაჩერებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ და არ დატოვოთ მარტო, სანამ ის ბურთში იქნება და ირბენს.
თუ გყავთ ზაზუნა და გსურთ მისი დაბანა, ეს შესაძლებელია და აუცილებელიც კია პერიოდულად, თუმცა არა ყოველდღიურად. ზაზუნას დაბანა შეგიძლიათ სპეციალური შამპუნითა და თბილი (არა ცხელი) წყლით. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება მას ყურებსა და ცხვირში ჩაუვიდეს წყალი, ამიტომ ფრთხილად დაბანეთ ის, რისკის შესამცირებლად მოერიდეთ სახისა და თავის დაბანას. ზაზუნები ასევე კარგად ახერხებენ საკუთარი თავის მოვლას, ხშირად შენიშნავთ თუ როგორ იბანს თქვენი ზაზუნა სახეს და იწმენდს ყურებს, ამ პროცესში თქვენი ჩარევა არ არის საჭირო, ისინი მშვენივრად ართმევენ თავს ამ საკითხს.
როგორ ვიზრუნოთ ზაზუნას ჯანმრთელობაზე ?
როდესაც ზაზუნას აიყვანთ, პირველივე დღეებში ესტუმრეთ მღრღნელებში გამოცდილ ვეტერინარს, შემდეგ სასურველია წელიწადში ორჯერ მიიყვანოთ ზაზუნა ვეტერინართან პროფილაქტიკური შემოწმებისათვის.
სასწრაფოდ ესტუმრეთ ვეტერინარს თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ თქვენს ზაზუნას:
• სტვენით სუნთქვა, მსუბუქი ხველა
• ცხვირიდან გამონადენი
• იშვიათი კვება და წყლის სმა ზაზუნებში
• ზედმეტად გაზრდილი წინა კბილები
• ბეწვის ცვენა და “მელოტი” ადგილები ზაზუნას ტანზე
• ტკივილი ან გამონაყარი თათებზე
• არა მყარი განავალი
• სისხლი შარდში
ეს სიმპტომები შეიძლება საშიში დაავადების წინაპირობა იყოს, რაც უფრო ადრე მოახდენს ვეტერინარი ჩარევას, მით უფრო მარტივია ცხოველის განკურნვა.
წყარო: www.petsmart.com