12 რჩევა თუ როგორ მოვამზადოთ ძაღლი სიცივისთვის
November 8, 2017 14:40 Nika Gigashvili

ძაღლებს სჭირდებათ სეირნობა და თამაში, ამიტომ აუცილებელია მოვამზადოთ ძაღლი სიცივისთვის, რათა ჯანმრთელად და მხიარულად ჩაიაროს ყველა სეირნობამ ზამთრის სუსხიან დღეებში.
აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ჯიშებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, ასევე ყველა ძაღლი ინდივიდუალურია, თუმცა ეს 12 რჩევა ყველა ძაღლს გამოადგება ზამთარისთვის.
1. ქურთუკი, ბრრ...
თუ თქვენი ცუგო არ არის ციმბირული ჰასკი ან მსგავსი ფუმფულისებრთა წარმომადგენელი, რომელიც ბუნებამ დააჯილდოვა სიცივეში კომფორტულად ყოფნისათვის საჭირო სამოსით, აუცილებლად უყიდეთ მათ შესაბამისი ქურთუკი, რათა სიცივემ არ იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე.
2. შეინარჩუნეთ მათი ყურები მშრალად.
არაა აუცილებელი ყურის საცობები უყიდოთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, თუმცა თუ მას წვიმასა და თოვლში (განსაკუთრებით თოვლში) თამაში უყვარს, სჯობს ყურები რაიმე თბილი “ქუდით” დაუხუროთ, რათა თავიდან აიცილოთ ყურის ინფექცია.
3. ძაღლის თბილი საწოლი
გრილი იატაკი შეიძლება თქვენთვის არ იყოს საშიში ან დისკომფორტის შემქმნელი, თუმცა ამან შეიძება თხელ ბეწვიან ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას. გირჩევთ მისთვის მოაწყოთ თბილი, კომფორტული ადგილი სადაც შეძლებს მყუდროდ დაძინებას ან დაჯდომას. საწოლი შეიძლება ძველი პლედებითა და საბნებით გაკეთდეს, ან შეიძინოთ სპეციალური საწოლიც.
4. თათების ხარისხიანი მოვლა.
თოვლში ძაღლის სეირნობა ყველას უყვარს, წვიმაში სეირნობაც ხშირია ძაღლის პატრონებისათვის. თუ თქვენი ცუგო ვერ ჰგუობს ძაღლის ფეხსაცმელს ან სპეციალურ ძაღლის წინდებს, მაშინ აუცილებელია მისი ფეხების ქვედა ნაწილში ბეწვის შეჭრა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის სველდება და იყინება, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ინარჩუნებს სიცივეს და შესაბამისად აზიანებს ძაღლის ჯანმრთელობას. თუმცა ყურადღება გმართებთ, რომ ზედმეტად მოკლედ არ შეჭრათ ბეწვი.
5. თათების ხარისხიანი მოვლა, ქალაქში მცხოვრები ძაღლებისათვის
ზამთარში ქალაქში მცხოვრები ძაღლის ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე თოვლის საწინააღმდეგო მარილია. ამიტომ, თუ თქვენს ძაღლს უწევს მარილით დამუშავებულ თოვლში სეირნობა დასჭირდება სპეციალური ბალზამი და/ან კრემი, რომელიც იცავს მათ თათებს. ვაზელინის გამოყენებაც შეიძლება, თუმცა უნდა იყოთ ყურადღებით, რომ ძაღლმა არ ალოკოს ის. ყველაზე მინიმუმი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ თოვლში ძაღლის სეირნობის შემდეგ არის ის, რომ კარგად გაუწმინდოთ თათები სახლში დაბრუნების შემდეგ.
6. მოერიდეთ ყინულის საწინააღმდეგო საშუალებებს.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ყინულის საწინააღმდეგო მარილი თათებისთვის შეიძლება საზიანო იყოს, თუმცა ეს არა მხოლოდ თათებს ეხება. ყინულის საწინააღმდეგო ნივთიერებები, რომლებიც ტროტუარებზე გამოიყენება, ასევე მარილი, რომელსაც მანქანების გზაზე ყრიან და სითხეები, რომლებიც მანქანებში გამოიყენება არის ტოქსიკური და მომწამვლელი. მაქსიმალურად ეცადეთ მოარიდოთ ძაღლი ყინულზე დამუშავებულ ადგილებს.
7. ძაღლის ჰიდრაცია (ყურადღება მიაქციეთ რომ მიიღოს ბევრი სითხე)
ზამთარში თქვენს ძაღლს აქვს დამატებითი ბეწვი, რათა მეტად გათბეს. ბეწვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, ასევე ორგანიზმის ტემპერატურის რეგულაციისათვის აუცილებელია საკმარისი ოდენობის წყლის მიღება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კითხვით მიმართეთ ვეტერინარს). თუ თქვენი ძაღლი გარეთ ცხოვრობს, ეცადეთ გამოიყენოთ პლასმასის, ან მსგავსი მასალის ჯამი. მეტალის ჯამებში წყალი მარტივად იყინება და შეიძლება დააზიანოს თქვენი ძაღლის ენა. კარგი აზრია წყლის ძაღლის სახლში განთავსება, რომ თავიდან ავიცილოთ მისი გაყინვა.
8. ხშირად დავარცხნეთ თქვენი ძაღლი.
ტემპერატურის კლებასთან ერთად ძაღლები იწყებენ ბეწვის შეცვლას, მათ უფრო სქელი ბეწვი ამოსდით. ამ პროცესის ხელშეწყობისთვის აუცილებელია მათი ხშირი დავარცხნა, ამ დროს ძველი ბეწვი შორდებათ და ახალი, ფუმფულა ბეწვი უფრო სწრაფად და მარტივად ამოდის.
9. შეამცირეთ ძაღლის მიერ გარეთ გატარებული დრო.
ძაღლები ხშირად ზედმეტად ერთობიან თოვლში თამაშით. ასეთ დროს მათ შეიძლება ვერ შეამჩნიონ, რომ ზედმეტად სცივათ და ჰიპოთერმია ეწყებათ. სასურველია ვეტერინართან დააზუსტოთ თუ რამდენია ოპტიმალური დრო კონკრეტულ ტემპერატუზრაზე გასატარებლად და შემდეგ დაიცვათ ეს რეჟიმი.
10. დამატებითი საკვები
დიახ, თქვენს ძაღლს სითბოს შენარჩუნებისათვის სჭირდება მეტი კალორიები, განსაკუთრებით თუ ის ზამთარში გარეთ თამაშობს. მეტი კალორიის გამოსამუშავებლად კი აუცილებელია გაზარდოთ მისი კვების რაციონი, რათა მეტი ენერგია გამოიმუშაოს ძაღლის ორგანიზმმა. ზამთრის შემდეგ კი შეგეძლებათ ერთად დაიცვათ დიეტა ზაფხულის ტანის მისაღებად.
11. თბილი სახლი.
თუ ძაღლი გარეთ ცხოვრობს, აუცილებლად შეუქმეით მას თბილი სახლი. ეს შეიძლება გაკეთდეს ფიცრებისა და პენოპლასტის გმაოყენებით, ფიცრებისა და სამშენებლო ქაფის გამოყენებით ან უბრალოდ სპეციალური სახლის ყიდვით. აუცილებელია სახლში იატაკის დათბუნებაც. კარზე კი სასურველია ჩამოაფაროთ ფარდა, რომელიც ცივი ჰაერის შესვლისაგან დაიცავს მას.
12. გაიგეთ მეტი თქვენი ძაღლის ჯიშის შესახებ.
ყველა ჯიშის ძაღლს განსხვავებული მოთხოვნები აქვს სიცივეში, ასევე ყველა ძაღლი ინდივიდუალურია წონით, მდგომარეობით, ასაკითა და სხვა მახასიათებლებით, შესაბამისად უკეთ მომზადებისათვის უკეთ შეისწავლეთ თქვენი ძაღლის ჯიში და ასევე გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.
წყარო: https://stories.barkpost.com/
გაინტერესებთ იცინიან თუ არა ძაღლები და როგორ გავაცინოთ ისინი ?! - petario.com/dzaglis-sicili