ბლოგი / მოვლა

10 რამ, რაც კატას არ მოსწონს

March 30, 2018 19:20 by Kate Katel


უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არიან ფისოები ასეთი პოპულარული შინაური ცხოველები. ერთ-ერთი დადებითი მხარე, რაც კატის ყოლასთანაა დაკავშირებული, ისაა რომ ისინი მეტად დამოუკიდებელი არსებები არიან და დიდ ძალისხმევა არ არის საჭირო მათ მოსავლელად. ისინი საკმაოდ თავისებურებიც არიან და ყველა კატას გასხვავებული გემოვნება აქვს. თუმცა არსებობს რაღაცები, რაც უმეტესობა მათგანს არ მოსწონს და ყველა კატის პატრონმა უნდა იცოდეს. ამჯერად წარმოგიდგენთ 10 მათგანს:

1.მანქანით მგზავრობა

katis mgzavroba manqanit

კატები უმეტესად ინტროვერტები არიან, მათ უყვართ საკუთარ ტერიტორიაზე მყუდროდ ყოფნა. ფისოებს არ უყვართ ცვლილებები და ისინი მიდრეკილნი არიან მოძრაობის ავადმყოფობისადმი და მგაზვრობისას შეიძლება გულისრევამ შეაწუხოთ. მოძრავ მანქანაში ყოფნა კატების უმეტესობისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის. თუმცა ზოგიერთ მათგანს შეიძლება მოწონდეს კიდეც, როგორც ვთქვით მათ განსხვავებული გემოვნება აქვთ.

2.ბანაობა

katis banaoba

ადამიანებისა და ძაღლებისგან განსხავებით კატები თავად ისუფთავებენ თავს. მათ არ უყვართ წყალი და ბანაობა. პატრონებისთვის თავიანთი ფისოების ბანაობა ყოველთვის დიდი განსაცდელია. უმეტესად წყალი დიდ კატებს მოსწონთ, ჩვეულებრივი შიანური ფისოები კი ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ დასველებას.

  1. მუცელზე მოფერება

katis mucelze mofereba

ძაღლებისგან განსხვავებით, კატებს მუცელზე მოფერება არ უყვართ. არ გეგონოთ, რომ ზურგზე გაწოლილი კატა მუცელზე მოფერებას გთხოვთ. ეს ხშირად მისი თავდაცვითი მდგომარეობაა, რათა თათები თავისუფლად ჰქონდეს და “მტერს” ებრძოლოს. თუ ამ დროს ხელს მიიტანთ მის მუცელთან, მან შესაძლოა საფრთხედ აღიქვას და თავს დგესხათ. ეს ინსტიქტები მის გენში დევს. ზოგჯერ როცა ფისო მშვიდადაა და კრუტუნით მოგიახლოვდებათ, მაშინ შეიძლება მუცელზე მოფერების ნებაც დაგრთოთ, ამით კატა დიდ ნდობას უცხადებს პატრონს.

  1. ხმაური

katas xmauris eshinia

კატებს ძალიან მგრძნობიარე სმენის აპარატი აქვთ. მათ შეუძლიათ აღიქვან 64 კილოჰერცამდე ხმა, შედარებისთვის ადამიანს 20კილოჰერცამდე, ხოლო ძაღლებს 40 კილოჰერცამდე სიხშირის ხმის აღქმა შეუძლიათ. ამიტომ ფისოები ხმაურს უფრო მძაფრად განიცდიან, მათ აშინებთ ხმამაღალი ბგერები, ყვირილი, ხმამაღალი მუსიკა და სხვ. და ხმაურის დროს ცდილობენ სადმე დაიმალონ.

  1. დავარცხნა

katis davarcxna

თუ ფისოებს კნუტობიდან არ შეაჩვევთ დავარცხნას, მოგვიანებით ეს უფრო გაგიჭირდებათ. კატების უმეტესობას მალე ეწურებათ მოთმინება და ჯაგრისის რამდენიმე დასმის შემდეგ მათ გასაჩერებლად ბრძოლა მოგიწევთ.

--RELATED--
  1. უხეშად მოფერება

katismofereba uxeshad

შესაძლოა მოშინაურების შემდეგ კატებში კვლავ დიდია მტაცებლის ინსტიქტი, მაგრამ ისინი ძალიან ფაქიზი არსებები არიან და ნაზად მოფერება მოსწონთ. უხეში მოპყრობისას ისინიც აგრესულდებიან და მოფერებიდან ბრძოლაზე გადადიან.

  1. ბინძური ტუალეტი

katis tualetis gacmenda

კატები სისუფთავის მოყვარული არსებები არიან. ისინი 14-ჯერ ძლიერად შეიგრძნობენ სუნს, ვიდრე ადამიანები. მათ მეტად აწუხებთ უსიამოვნო სუნი და დაუსუფთავებელ ტუალეტში აღარ მოისაქმებენ. ამიტომ თუ არ გინდათ სხვაგან დაგახვედრონ სიურპრიზი, ხშირად გამოუცვალეთ ქვიშა და გარეცხეთ ტუალეტის ჯამი.

  1. ძველი საკვები და წყალი

katsi ckali da sakvebi

ის რომ ძველი და გაფუჭებული საკვები მავნებელია, სიახლე არავისთვისაა. თუმცა აქ მარტო გაფუჭებულ საკვებზე არაა საუბარი. დიდი ხნით დადებული საკვები კარგავს სუნს და გემოს, ასეთი საკვები კი აღარ მოსწონს ფისოს. ასევე მათ არ უყვართ ძველი წყალი, ამიტომ  აჯობებს საკვები მცირე პორციებით დაუდოთ და წყალიც დღეში 2ჯერ გამოუცვალოთ. საკვებისა და წყლის გამოცვლისას არ დაგავიწყდეთ ჯამების გარეცხვაც.

  1. როცა მარტოს ტოვებთ სიბნელეში

katis datoveba sibneleshi

ცნობილია მოსაზრება, რომ კატები კარგად ხედავენ ღამით. სიმართლე კი ისაა, რომ მათ სრულ სიბნელეში ხედვა უჭირთ, ფისოებს მცირე სინათლე მაინც სჭირდებათ. გარდა ამისა, კვლევებმა დაადგინა, რომ სიბნელეში დარჩენილი ფისოები თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ, ამიტომ როცა მათ მარტოს დატოვებთ სახლში აუცილებლად დაუტოვეთ სინათლე.

  1. გადამეტებული ან არასაკმარისი ყურადღება

katas kuradgeba ukvars

ყურადღების საკითხში ფისოები უმეტესად ოქროს შუალედს ირჩევენ. მათ არ უყვართ, როცა მეტისმეტად ხშირად ეფერებიან ან ხელში აჰყავთ, მეორეს მხრივ, ფისოები ცუდად რეაგირებენ იგნორზე. ასე რომ, მათ მიმართ ზომიერი ყურადღება გამოიჩინეთ, ნუ შეაწუხებთ ძილის ან დასვენების დროს და ხელს ნუ კრავთ მაშინ, როცა მოსაფერებლად ან სათამაშოდ მოდის თქვენთან.

--RELATED--

4075 ნახვა