ცხოველები და რწყილები
August 23, 2017 14:52 ლაშა შავრეშიანი

ცხოველებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა დღეს რწყილებია. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ოთხფეხები რწყილებისგან და სხვა პარაზიტებისგან.
რწყილი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 400-800 კვერცხს დებს, რომელებიც 10 დღის განმავლობაში იბადებიან. განვიხილოთ მათი განვითარება 10 დღის განმავლობაში. პირველად რწყილი დებს კვერცხს, რომელიც ვითარდება და იქცევა ლავრად, შემდეგ ეს ლავრა გადაიქცევა ჭუპრად და საბოლოოდ ჭუპრიდან ვიღებთ ერთ მოზრდილ რწყილს, რომელიც საკმაოდ ვნებს ცხოველს. რწყილები ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი არიან. მაგ. დერმატიტი, კანის ჩირქოვანი ინფექცია, ანემიას, ბეწვის ხარისხის გაფუჭებას და სხვა.
პირველ რიგში, ცხოველს სანამ გარეთ გავიყვანთ უნდა მოხდეს მისი დაზღვევა ანტიპარაზიტული საშუალებით. ხშირად ამას შედეგი არ აქვს, რადგან იაფასიან და ვადა გასულ პროდუქტს ვიყენებთ. ყველაზე კარგი პროდუქტი,ანტიპარაზიტული წამლები: Advantix (მინდაოზე დასასხამი წვეთები) - მოხმარება შეიძლება 7 კვირიდან. სტრონგჰოლდი (მინდაოზე დასასხამი წვეთები) - მოიხმარება 6 კვირიდან. ფრონტლაინ კომბო (მინდაოზე დასასხამი წვეთები) - მოიხმარება 9 კვირიდან ზემოთ. ადვოკატი (მინდაოზე დასასხამი წვეთები) - გამოიყენება 8-9 კვირიდან. არის შემთხვევები როდესაც ცხოველს დაბადებიდან უჩნდება რწყილები, ამის მიზეზი დედაა. სწორედ ამიტომ, ფრონტლაინი გვთავაზობს სპრეის, რომელიც გამოიყენება მეძიძური ცხოველებისთვის და პატარა ცხოველებისთვის (8 დღიდან). ეს რათქმაუნდა აბსოლუტურად უვნებელია.
ცხოველის რწყილებთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
- ჭიებზე დამუშავება.
- სახლის დეზინფექცია.
- ცხოველის დამუშავება.
- და ბოლოს, სამუდამო დაცვა რწყილებისგან.
უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ჰყავს რწყილები მას ვამუშავებთ ჭიებზე. ჭიების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია რწყილები. შემდეგ სახლში ვაკეთებთ დეზინფექციას. მაგ. BLOX NET-ის სპრეით ან KARATE -ს ხსნარით. ბლოქს ნეტის სპრეის ვასხამთ კარნიზებთან, პუფებთან, სურათის ჩარჩოებთან და საათებთან. ანალოგიურად ვიყენებთ კარატეს. თუმცა კარატე არის ხსნარი, რომელიც უნდა გაიხსნას 2-5 ლიტრ წყალში. დეზინფექციიდან 2 საათის განმავლობაში არა არის სასურველი, რომ სახლში დავტოვოთ ცხოველი, ან დავრჩეთ ჩვენ. ორი საათის შემდეგ გამოვაღებთ ყველა ფანჯარას და სახლს გავანიავებთ. ცხოველის დამუშავებისთვის სასურველია გამოვიყენოთ ზემოთ აღნიშნული წამლები. და ბოლოს, სამუდამო დაცვა რწყილებისგან. როდესაც ცხოველს დავამუშავებთ ამ ყველაფრის მიხედვით გავუკეთებთ ბეფარის საყელოს (რწყილებისგან დამცავი, ანტიპარაზიტული საყელო), რომელიც ცხოველს დაიცავს 6 თვის განმავლობაში. ამასთან ერთად კარგი იქნება თუ 30 დღეში ერთხელ გამოვიყენებთ ადვანთიქსის მინდაოს წვეთებს.