ბლოგი / მოვლა

საჭიროა თუ არა კატისთვის ბრჭყალების დაჭრა?!




 

 ხშირად ისმის კითხვა, დავაჭრათ თუ არა კატას ბრჭყალები. არის თუ არა აუცილებელი ?!   საშიში ხომ არაა ცხოველისთვის ?!  პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ რისთვის სჭირდება მას ბრჭყალები. კატას, რომლიც ქუჩაში ცხოვრობს ან უბრალოდ დადის გარეთ აუცილებლად სჭირდება ბრჭყალები საკვების მოსაპოვებლად, უსაფრთხო გადაადგილებისთვის და ა.შ. ამიტომ, თუკი თქვენ ცხოველს გარეთ უშვებთ, ბრჭყალებს ნუ დააჭრით. ხოლო თუ კატა მუდმივად სახლში გყავთ, უმჯობესი იქნება დააჭრათ. ამით გადაარჩენთ  ავეჯს, ფარდებს და თქვენ სხეულს დაკაწვრისგან. ფრჩხილების დაჭრა უსაფრთხოა ცხოველისთვის, მთავარია სწორად გავაკეთოთ ეს.

 არსებობს ბრჭყალების საჭრელის რამდენიმე სახეობა. შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფორმის, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება. მთავარია იყოს კარგი ხარისხის, ბასრი საჭრელი, რათა არ გამოიწვიოს ფრჩხილების მტვრევა.

კატის ბრჭყალების საჭრელი

 თუ თქვენი კატის ბრჭყალები ძალიან ბასრია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ქლიბი.

უმჯობესი იქნება ფისოს პატარაობიდანვე შეაჩვიოთ ფრჩხილების დაჭრა. შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა კატა მშვიდადაა. არ არის აუცილებელი ყველა ფრჩხილი ერთბაშად მოაჭრათ, თუ შეატყობთ ,რომ გაღიზიანდა მოგვიანებით განაგრძეთ. კატებს ხშირად დამალული აქვთ ბრჭყალები, გამოსაჩენად თათზე ფრთხილად დააჭირეთ ხელი. არ მოაჭრათ ძალიან დაბალზე. უნდა მოიჭრას ბრჭყალის “კაუჭი”, რომელშიც არ არის ნერვული დაბოლოები. მტკივნეული ნაწილი შედარებით ვარდისფერი შეფერილობით გამოირჩევა

კატის ფრჩხილების დაჭრა

თუ შემთვევით დაბალზე მოაჭერით ფრჩხილი, შესაძლოა დაეწყოს სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება სისხლის შემაჩერებელი საშუალება გამოიყენოთ. თუ კი სპეციალური საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ მოაყაროთ პუდრი ან დაადოთ საპნის ნაჭერი. 5 წუთის შემდეგ თუ სისხლდენა არ შეწყდა ,სასწრაფოდ დაურეკეთ თქვენს ვეტერინარს.

--RELATED--

თუ მაინც სირთულეს წარმოადგენს თქვენი ფისოსთვის ბრჭყალების დაჭრა ან გეშინიათ, სჯობს ეს საქმე პროფესიონალს მიანდოთ.

 

                                                 

 

   ნახეთ, აგრეთვე საჭიროა თუ არა ძაღლისა და კატის კასტრაცია/სტერილიზაცია

 


15360 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ მოვამზადოთ ძაღლი შემოდგომისთვის

როგორც ყველა ვამჩნევთ ზაფხული მიიწურა, ხალხი ქალაქს უბრუნდება და ემზადება შემოდგომისთვის, აახლებს გარდერობს, ცვლის ...

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მა...

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს...