ბლოგი / მოვლა

როგორ შევუმსუბუქოთ თუთიყუშს ფეიერვერკის შიში




ადამიანებს ძალიან გვიყვარს ფეიერვერკები, საზეიმო განწყობა, კაშკაშა და ფერადი განათება, სპეციფიკური ხმაური. ახალი წელი ბავშვებს, ხომ ხშირ შემთხვევაში ფეიერვერკებისა და “ასაფეთქებლების” სეზონის გამო უყვართ, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება საკმაოდ საშიში და სტრესული იყოს ჩვენი ცხოველებისა და ფრინველებისათვის. წარმოიდგინეთ თავი თქვენი თუთიყუშის ადგილას, არ იცით ფეიერვერკის არსებობის შესახებ, მიჩვეული ხართ მშვიდ გარემოს და თითქმის ერთნაირ ცხოვრების რიტმს, როდესაც იწყება კაშკაშა განათებების შეტევა, ხმამაღალი აფეთქებები, დგება აუტანელი გოგირდის სუნი, არ მოგეწონათ ხომ?

თუთიყუშს ძაღლზე მგრძნობიარე სმენის სისტემა აქვს, ასევე მათი ფილტვებიც ადამიანისაზე მნიშვნელოვნად მგრძნობიარეა, რის გამოც აფეთქების ხმაც და დამწვარი გოგირდის სუნიც ძალზე მძაფრად აღიქმება ჩვენს საყვარელ თუთიყუშებში, ეს ყველაფერი იწვევს ბუმბულების ღეჭვას, ხმამაღალ ყვირილს, გაუაზრებელ ფრენასა და შიშის სხვა გამოხატვის სხვა აქტივობებს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ თუთიყუშს ნაკლებად შეეშინდეს ფეიერვერკების? ამ კითხვაზე გვაქვს 5 პუნქტიანი პასუხი:

1. ყოველდღიური რუტინა

გალიაზე ნაჭრის ან საბნის გადაფარება ახშობს ხმაურს და ასევე არ უშვებს მკვეთრ შუქს თქვენს საყვარელ თუთიყუშამდე, ეს კარგი გამოსავალია იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი ფრინველი ხმაურისაგან, თუმცა თუ ამას არ არის მიჩვეული მისთვის შესაძლოა მოუხერხებელი იყოს ჩაბნელებულ გალიაში მოხვედრა. იმისათვის, რომ თუთიყუში მივაჩვიოთ ასეთ სიტუაციას, აუცილებელია შეიმუშავოთ ყოველდღიური რუტინა, მაგალითად ყოველ საღამოს გადააფაროთ გალიას საბანი და ასე დატოვოთ გარკვეული პერიოდი, შესაბამისად საახალწლო პერიოდში თუთიყუშის გალიის საბნით დაფარვა აღარ იქნება ფრინველისთვის მოულოდნელი.

--RELATED--

2. თუთიყუშებს შეუძლიათ აღქმა, ასე რომ მიაწოდეთ ინფორმაცია

იმისათვის, რომ ნაკლებად სტრესული იყოს მოახლოებული დღესასწაულის ხმაური, შეგიძლიათ თქვენს თუთიყუშსა თუ სხვა ფრინველს ასწავლოთ თუ რა არის ფეიერვერკი და შესაბამისად წინასწარ გააფრთხილოთ მისი მოახლოების შესახებ. ამისათვის დღესასწაულამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დაიწყეთ ასეთი ვარჯიშები:
უთხარით თუთიყუშს “ფეიერვერკი იწყება”, ჩაურთეთ იუთუბზე ან სხვა მედია საშუალებით ფეიერვერკის ხმამაღალი ვიდეო, დასრულების შემდეგ უთხარით “ფეიერვერკი დამთავრდა”. ამგვარად ის ისწავლის, რომ პირველი ფრაზის შემდეგ იწყება ხმაური და განათებები, ეს ყველაფერი დროებითია, პატრონი აფრთხილებს წინასწარ და ასევე ეუბნება როდის მთავრდება. ამ ყველაფრის შედეგად თქვენი თუთიყუშის შიშის დონე საკმაოდ დაიწევს.

3. ჩაახშეთ ხმაური და ფეიერვერკის განათებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენი ფრინველის სმენა ბევრად მგრძნობიარეა ვიდრე თქვენი. ამიტომ საახალწლო პერიოდში გირჩევთ გადააფაროთ მის გალიას სქელი ნაჭერი ან საბანი და მოათავსოთ ის ყველაზე ჩუმ ადგილას თქვენს სახლში. ხმაურის ჩახშობაში დაგეხმარებათ სქელი ფარდის ჩამოფარება და დამატებითი ნაჭრის ჩამოფარება ფანჯარასთან და აივნის კართან.

4. დაიცავით სუნთქვითი პრობლემებისაგან

როგორც ვთქვით, თუთიყუშს საკმაოდ მგრძნობიარე ფილტვები აქვს, რაზეც საკმაოდ ცუდად აისახება ფეიერვერკის სუნი. ეცადეთ თქვენი ფრინველი კარგად ვენტილიერებად ოთახში მოათავსოთ და მაქსიმალურად მოარიდოთ ქუჩაში გამეფებულ, მძაფრ, გოგირდის სუნს.

5. სცადეთ დამამშვიდებელი დანამატები

არსებობს მრავალი სასარგებლო დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც გვერდითი მოვლენების გარეშე მოქმედებს ფრინველებზე. შეიძინეთ ეს დამამშვიდებელი და ფეიერვერკებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ მისი მიცემა. დანამატის შესარჩევად დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს და მასთანვე დააზუსტეთ დოზირება.

 

იმედი გვაქვს ეს 5 რჩევა შეუმსუბუქებს საახალწლო სტრესს თქვენს თუთიყუშს.

 

წყარო: https://www.birdsupplies.com

 

ახლა კი წაიკითხეთ თუ რა შეგიძლიათ აჩუქოთ თქვენს საყვარელ ცხოველს საახალწლოდ: petario.com/saaxaltslo-sachuqari-cxovels


4451 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ მოვამზადოთ ძაღლი შემოდგომისთვის

როგორც ყველა ვამჩნევთ ზაფხული მიიწურა, ხალხი ქალაქს უბრუნდება და ემზადება შემოდგომისთვის, აახლებს გარდერობს, ცვლის ...

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მა...

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს...