ბლოგი / მოვლა

როგორ მოვამზადოთ ძაღლი შემოდგომისთვის




როგორც ყველა ვამჩნევთ ზაფხული მიიწურა, ხალხი ქალაქს უბრუნდება და ემზადება შემოდგომისთვის, აახლებს გარდერობს, ცვლის ტექნიკას და ა.შ.. შემოდგომისთვის მომზადება სჭირდებათ ჩვენს ფუმფულა მეგობრებსაც, რადგან ამ პერიოდში იცვლება ტემპერატურა, ამინდი და ზოგადად კლიმატი.

ქვემოთ მოცემულია 5 რჩევა, თუ როგორ მოვემზადოთ ჩვენ და მოვამზადოთ ჩვენი ძაღლი, კატა და სხვა ცხოველები შემოდგომისათვის:

 

1) მოემზადეთ სიბნელეში სეირნობისათვის: როგორც ყველამ ვიცით დღის ხანგრძლივობა 21 ივნისიდან იკლებს და მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დღეებამდე ჯერ კიდევ შორია, უკვე საგრძნობლად ადრე ბნელდება. დასაქმებული ადამიანისათვის ძაღლის გასეირნების დრო საშუალოდ 20:00-22:00 ზე იწყება და 21:00-00:00 სრულდება, თბილისის დროით კი მზე 19:40-ზე ჩადის. ამ დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი:

  1. სიბნელეში ყოველთვის ჩანდეს თქვენი ფუმფულა, ოთხფეხა მეგობარი
  2. კარგად ხედავდეთ სად დადიხართ, რომ არ დაისვაროთ და რაიმე ჯანმრთელობისათვის საშიში არ შეჭამოს თქვენმა ძაღლმა

ამისათვის კი არის რამდენიმე გამოსავალი:

  1. შეიძინოთ მანათობელი საყელური ან ძაღლის მანათობელი ჟილეტი
  2. შეიძინოთ ფანრიანი საბელი

საზღვარგარეთ, ძაღლის პატრონების უმრავლესობა, გარდა ძაღლისათვის საჭირო აღჭურვილობისა, თავისთვისაც ყიდულობს, რადგან სიბნელეში არა მხოლოდ ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ხილვადობაა მნიშვნელოვანი, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია გამსეირნებლის ხილვადობაც. ღამის სეირნობისთვის რეკომენდირებულია ამრეკლიანი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა, თუმცა ასევე ეფექტურია ღია ფერის “ნეონის” ეფექტის მქონე სპორტული ტანსაცმელი, რომელსაც სპორტული ტანსაცმლის თითქმის ყველა ბრენდი კერავს. აღნიშნული ტიპის ტანსაცმლის ყიდვა ნებისმიერ სპორტული ტანსაცმლის მაღაზიაშია შესაძლებელი, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიიდანაც. აქვე გვინდა გირჩიოთ, რომ ძაღლის სეირნობისას, განსაკუთრებით სიბნელეში, არ გამოიყენოთ ყურსასმენი, რადგან მნიშვნელოვანია გარემოს სრული აღქმა, რაჩიც სმენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

2) მოემზადეთ წვიმისათვის: საქართველოსთვის წვიმა არც ზაფხულშია უცხო, თუმცა ამ პერიოდის სიცხეში დასველება ხშირ შემთხვევაში გამაგრილებელი და სასიამოვნო უფროა, ვიდრე შემაწუხებელი. შემოდგომა გამოირჩევა უხვი ნალექით, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ამ პერიოდში უკვე დაბალი ტემპერატურაა ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დასველება სასიამოვნო აღარ არის და მეტიც, ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას. 

 

იქიდან გამომდინარე, რომ ძაღლისათვის სეირნობა აუცილებელი პროცედურაა და სასურველია ყოველდღიურად სრულდებოდეს და თანაც დღეში რამდენჯერმე გირჩევთ შეიძინოთ საწვიმარი ეკიპირება. ამ ეკიპირებში ვგულისხმობთ შემდეგს: ძალის საწვიმარი ტანსაცმელი (რომ არ დაუსველდეს ტანი და ბეწვი), საწვიმარი სამოსი და ქოლგა თქვენთვის, ასევე წყალგამძლე ფეხსაცმელი.

ინტერნეტში შეხვდებით მრავალ საინტერესო პროდუქტს, მაგალითად ძაღლის ქოლგას, სპეციალურ სამოსს და ა.შ. ჩვენი რჩევა კი შეჩერებულია ძაღლის საწვიმარ ტანსაცმელზე, რადგან ის მეტად იცავს თქვენს ოთხფეხა მეგობარს დასველებისგან და უკეთ უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას, რადგან წყალი არა მხოლოდ ბეწვს არ დაუსველებს, არამედ ყურებშიც არ ჩაუვა.

 ძაღის ქოლგა

რაც შეეხება თქვენს ეკიპირებას, როგორც აღვნიშნეთ სასუველია შეიძინოთ საწვიმარი ტანსაცმელი, რომელიც დაგიცავთ დასველებისაგან და ფეხსაცმელი, რომელიც ასევე დაიცავს თქვენს ფეხებს წყლისაგან.

 საწვიმარი ქურთუკი

3) თუ თქვენი ძაღლი გარეთ ცხოვრობს არ დაგავიწყდეთ მისი სახლისათვის ყურადღების მიქცევა. აღნიშნულ სეზონზე ხდება ტემპერატურის მნიშვნელოვნად შემცირება და ნალექის მატება, რასაც შესაბამისად სჭირდება ძაღლისა თუ კატის სახლის ადაპტირება. საჭიროა დავრწმუნდეთ სახლის წყალგაუმტარობაში, შემდეგ შევამოწმოთ თბოიზოლაცია, თუ ყველაფერი კარგადაა შეიძლება ჩაითვალოს, რომ მინიმუმი შესრულებულია. ახლა დავამატოთ ცოტაოდენი კომფორტი, თუ საშუალება გაქვთ, სასურველია თქვენი ცხოველის სახლს გაუკეთოთ ერთგვარი აივანი-ტერასა, რომელიც იქნება გადახურული და სადაც ის შეძლებს “ჰაერზე” გამოსვლას, საჭმლის მიღებას თუ წყლის დალევას და არ დასველდება წვიმასა თუ თოვლში. მსგავსი აივანი იშვიათად გვხვდება საქართველოში, თუმცა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში გირჩევთ არ მოაკლოთ ეს კომფორტი თქვენს ფუმფულა მეგობარს.

ძაღლის სახლი


წყარო: mykidhaspaws.org




171 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მა...

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს...

როგორ დავეხმაროთ ძაღლს ზაფხულის ცხელ დღეებში

ზაფხულის ცხელი დღეები ძნელად გადასატანია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისთვის. მათ აუცილებლად სჭირდებათ ჩვენი დ...