ბლოგი / მოვლა

როგორ დავეხმაროთ ძაღლს ზაფხულის ცხელ დღეებში

July 7, 2018 16:38 by Kate Katel


ზაფხულის ცხელი დღეები ძნელად გადასატანია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისთვის. მათ აუცილებლად სჭირდებათ ჩვენი დახმარება და დაცვა სიცხისგან. ყველა მეპატრონემ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს ძაღლებს მაღალი ტემპერატურის დროს.

1. მიეცით დიდი რაოდენობით წყალი

ძაღლები სიცხეშ

პირველი და უმთვარესი პირობა, რაც აუცილებალდ უნდა დაიცვათ, ეს არის საკმარისი წყლის მიწოდება ძაღლისთვის. არ უნდა დაუშვათ მისი დეჰიდრატაცია. ცხელ დღეებში შესაძლოა ცუგას არ ჰქონდეს მადა და ნაკლები საკვები მიიღოს, რაც ძალიან ბუნებრივია, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მან საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღოს. ცხელ დღეებში ჩვეულებრივზე მეტი წყალი უნდა დალიოს ძაღლმა. დაუდგით წყალი გრილ ადგილზე და დღეში მინიმუმ 2-3 ჯერ შეუცვალეთ. შეგიძლიათ დაუდოთ რამდენიმე წყლის ჯამი და ასევე დაუმატოთ წყალში ყინულის კუბები. ასევე, როცა გარეთ გაგყავთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი, აუცილებლად ატარეთ თან წყლის ბოთლი.

  1. მოუწყვეთ  ჩრდილი

ძაღლის გადახურება მზეზე

თუ ძაღლი ძირითადად ეზოში გყავთ, აუცილებლად მოუწყვეთ საჩრდილობელი. დაუშვებელია ძაღლის მზის გულზე ყოფნა. გაითვალისწინეთ, რომ გადახურვა ისეთი მასალისგან გაუკეთოთ, რაც არ ხურდება. სახლში მყოფ ძაღლებს კი ნუ გაიყვანთ სასეირნოდ შუა დღეს. დილით ადრე ან გვიან საღამოს ასეირნეთ.

3. ვარჯიში ცურვით შეცვალეთ

ძაღლი და ცურვა ზაფხულში

ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენი ძაღლის ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა შეგიძლიათ ცურვით ჩაანაცვლოთ. სიცხეში არ შეიძლება ძაღლის დატვირთვა, რადგან ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ცურვის საშუალებით კი ის გრილადაც იქნება და ფორმასაც არ დაკარგავს.

გასხოვდეთ, რომ არ შიძლება გახურებული ორგანიზმის ერთბაშად ცივ წყალში ჩახტომა. ამიტომ ძაღლი ნელ-ნელა დაასველეთ და შემდეგ მიეცით წყალში ჩასვლის საშუალება. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ მზეზე არ იყოს და საცურაოდ დაჩრდილული ადგილი შეურჩიოთ. თუ აუზი არ გაქვთ სახლში, დაუდეთ წყლით სავსე მოზრდილი ვარცლი (ე.წ. “ტაშტი”) ან აბაზანაში გაგრილების საშუალება მიეცით.

აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ ზღვაში, მდინარეში, ტბაში და სხვ. ბანაობის შემდეგ ძაღლს სუფთა წყალი გადაავლოთ.

4. შეუნარჩუნეთ სიგრილე

როგორ გავაგრილოთ ძაღლი

რა თქმა უნდა, ცხელ დღეებში კონდიციონერი საუკეთესო გამოსავალია როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის. ვისაც ამის საშუალება არ აქვს, სხვა ალტერნატივის მოძებნა უწევს. ვენტილატორიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენი ოთხფეხა მეგობრის გაგრილებას. კარგი საშუალებაა ასევე სველი პირსახოცი. ცივი წყლით დასველებული პირსახოცი შემოახვიეთ ტანზე, გაითვალისწინეთ რომ ფეხებიდან და მუცლიდან უკეთ გრილდება ძაღლი, ვიდრე ზურგიდან. თუ თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებები არ აწუხებს თქვენს ცუგას, შეგიძლიათ სველი პირსახოცი იატაკზე დაუფინოთ და მასზე დაწოლის საშუალება მისცეთ. არსებობს ასევე სპეციალური გამაგრილებელი ლეიბები, სამკერდულები და საყელოები. მათი ჩანაცვლება კი საყინულეში გაციებული ჩვეულებრივი დასაფენით და საყელურით შეგიძლიათ. ხშირად დაუსველეთ ცივი წყლით ბეწვი, თათები, პირი და ყურები.

--RELATED--

5. მოუმზადეთ გაყინული სასუსნავები

ნაყინი ძაღლისთვის

ტემპერატურის მატებასთან ერთად იკლებს ძაღლების ჭამის მადა. ზოგჯერ ისინი მხოლოდ ღამით იღებენ საკვებს. დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ თქვენი მომზადებული ცივი სასუსნავებით გაუმასპინძლდეთ. მაგალითად, გაყინეთ უცხიმო იოგურტი, ვაშლი, ბანანი, საზამთრო და სხვა თქვენი ძაღლის საყვარელი ხილი, რაც სასიომოვნოდ გააგრილებს მას და სასარგებლოც იქნება. უბრალოდ ყინულის კუბებიც შეგიძლიათ მისცეთ გასართობად.

6. ჩააცვით ძაღლს ფეხსაცმელები

 ძაღლის ფეხსაცმელი სიცხეში 

თუ აუცილებელია ცხელ ამინდში ძაღლის გარეთ გაყვანა, კარგი იქნება მას სპეციალური ფეხსაცმელი ჩააცვათ, რადგან არ მოხდეს თათების გადახურება და დაწვა. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო, თუ გახურებულ ფილაქანზე ან/და ასფალტზე უწევს ძაღლს სიარული.

7. გრუმინგი

ძაღლის გაკრეჭვა სიცხეში

ზაფხულში ძაღლებს აუცილებლად სჭირდებათ გრუმინგი. ხშირად დავარცხნეთ, გამოუთხელეთ ბეწვი და “საზაფხულო ვარცხნილობა” გაუკეთეთ. განსაკუთრებით ეს დიდი და ხშირი ბეწვის მქონე ძაღლებს ეხებათ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ბეწვი ხელს უწყობს ცხოველებში ორგანიზმის თერმორეგულაციის შენარჩუნებას და არ შეიძლება ძალიან დაბალზე ძაღლის გადაპარსვა. ამით მეტ ზიანს მიაყენებთ თქვენს ერთგულ მეგობარს, რადგან მზისგან დამცავ ბუნებრივ საშუალებას მოუსპობთ.

რა შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის ორგანიზმის გადახურებამ

სიცხემ შეიძლება ძაღლის ორგანიზმის გადახურება გამოიწვიოს და დიდი ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას, ასევე დიდხანს მზეზე ყოფნის შემდეგ მან შესაძლოა მზის დარტყმაც მიიღოს. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და სასწრაფოდ აღმოვუჩინოთ ცუგას დახმარება:

  • სუნთქვის გახშირება;
  • გახშირებული ნერწყის გამოყოფა;
  • ღია წითელი ან გადიდებული ენა;
  • სისუსტე, აპათია, ლეთარგია;
  • თვალის გუგების ჩაწითლება;
  • ორიენტაციის დარღვევა;
  • გულისრევა;
  • გულის წასვლა.

ამ ნიშნების შემჩნევისთანავე აუცილებალდ დაუკავშრდით თქვენს ვეტერინარს.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები:

  • არასდროს დატოვოთ ძაღლი გაჩერებულ მანქანაში ან/და უჰაერო სივცეში;
  • არ გაიყვანოთ შუადღეს სასეირნოდ ან სავარჯიშოდ;
  • არ გააჩეროთ მზეზე;
  • მოარიდეთ ცხელ ტროტუარებს, ასფალტს და სხვ.
  • ნუ გაუკეთებთ მჭიდრო ალიკაპს, რადგან სიცხეში განსაკუთებით მნიშვნელოვანია ძაღლს პირი ღია ქონდეს.

 

ნუ დაივიწყებთ ასევე მიუსაფარ ცხოველებს. მათ არ ჰყავთ მზრუნველი პატრონები და არავინ იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე. ამიტომ ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ეზოებში, სადარბაზოებში და სხვ. სადაც ხელი მიგვიწვდება წყლით სავსე ჯამები დავუდგათ.

 

--RELATED--

611 ნახვა