ბლოგი / მოვლა

რა არის ზაზუნების ჰიბერნაცია და როგორ გამოვაღვიძოთ მკვდარივით მძინარე ზაზუნა




ჰიბერნაცია ეს არის ღრმა ძილი, რომელსაც სხვადასხვა ცხოვლი მიმართავს და მათ შორის ზაზუნაც. ყველას გვსმენია, რომ დათვები ზამთარში იძინებენ და მხოლოდ გაზაფხულზე უბრუნდებიან აქტიურ ცხოვრებას, ეს ინსტინქტი უხსოვარი დროიდანაა ჩადებული ცოცხალ ორგანიზმებში და იძლევა სიცოცხლის შენარჩუნების საშუალებას თითქმის ნულოვანი რესურსით.

მაშ ასე, როდის იძინებს ზაზუნა მკვდარივით, როგორ გავარკვიოთ სძინავს თუ არა ერთი შეხედვით უსიცოცხლო, პაწაწინა მღრღნელს და როგორ გამოვაღვიძოთ ღრმა ძილში მყოფი ცხოველი ? ამ კითხვებზე ქვემოთ გიპასუხებთ.

ზაზუნები ჰიბერნაციას იწყებენ მაშინ, როდესაც მათი ორგანიზმი თვლის, რომ გარემო გაუსაძლისია და ასე ვთქვათ გადარჩენის რეჟიმზე გადასვლაა საჭირო. ზაზუნებისთვის აუცილებელია 24 საათიან ციკლში მინიმუმ 8-12 საათიანი ნათელი პერიოდი იმისათვის რომ ორგანიზმმა ნორმალურად შეძლოს ფუნქციონირება, სასურველია საკმარისი დოზით იღებდეს წყალსა და საჭმელს. ზაზუნებისათვის ასევე დიდად მნიშვნელოვანია ჰაერის ტემპერატურა, 18-20 გრადუსი და მეტი, სიცივეს მათი ორგანიზმი ცუდად იტანს, თუ ზაფხულში მას კონდიცინერის წინ დასვამთ იქიდან დაბერილი ჰაერი ნაკლებია ვიდრე ოთახის ტემპერატურა, რამაც შეიძლება ცხოველის პატარა სხეულის ზედმეტად გაციება გამოიწვიოს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობები ირღვევა, ზაზუნას ორგანიზმი თვლის, რომ გარემო გაუსაძლისია და საჭიროა გადარჩენის რეჟიმის აქტივაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ღრმად იძინებს, სხეულის ტემპერატურა მცირდება, გულის ცემა წუთში 3-4 დარტყმამდე მცირდება და ასეთ მდგომარეობაში მას 1 კვირამდე შეუძლია ყოფნა. 

ღრმა ძილი ზაზუნებში

თუ ერთ დღეს თქვენი ზაზუნა უსიცოცხლოდ მოგეჩვენათ, აუცილებლად შეამოწმეთ შემდეგი: 2 წუთის განმავლობაში ეცადეთ დააფიქსიროთ გულის ცემა, ეს დარტყმები საკმაოდ სუსტია, რის გამოც დიდი ყურადღებით უნდა იყოთ. ეცადეთ შეამოწმოთ სუნთქვა, ღრმა ძილში მყოფი ზაზუნა სუნთქავს თუმცა სიხშირე საკმაოდ არის შემცირებული. ასევე უნდა გაითვალისწინოთ რომ ზაზუნები ძირითადად 2 წლამდე (24 თვემდე) ცოცხლობენ, იშვიათ გამონაკლისები ფიქსირდება, როდესაც მღრღნელი 3 წლამდე ცოცხლობს, თუ თქვენი ზაზუნა ამ ასაკზე ნაკლებისაა დიდი ალბათობით მან უბრალოდ დაიძინა.

--RELATED--

როგორ გამოვაღვიძოთ ზაზუნა ჰიბერნაციიდან ? - ამისათვის პირველ რიგში სითბოა საჭირო, ეცადეთ იგი მოათავსოთ მაქსიმალურად თბილ ადგილას, მისი გალია დადგათ ცხელი წყლით სავსე ბოთებზე, გამათბობელთან ახლოს ან სხვა სითბოს წყაროს მახლობლად, აუცილებლად მოუმარაგეთ მას წყალი და საკვები, რადგან გაღვიძება დიდ ენერგიას ითხოვს და თუ დროულად არ აინაზღაურა დანაკარგები, ამან შეიძლება მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს.

სამომავლოდ ეცადეთ შეუნარჩუნოთ ზაზუნას შემდეგი პირობები: დღე-ღამეში 8-12 საათი სინათლე, ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსი და მეტი, საჭმლის და წყლის საჭირო რაოდენობა. ამგვარად თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ნერვიულობა, რასაც ცხოველის ძილის არასწორი ინტერპრეტაცია იწვევს.

 

ახლა კი გაეცანით დაწვრილებით ინფორმაციას ზაზუნების კვებაზე - https://www.petario.com/zazunebis-kveba.

 


5305 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ მოვამზადოთ ძაღლი შემოდგომისთვის

როგორც ყველა ვამჩნევთ ზაფხული მიიწურა, ხალხი ქალაქს უბრუნდება და ემზადება შემოდგომისთვის, აახლებს გარდერობს, ცვლის ...

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მა...

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს...