ბლოგი / მოვლა

პირის ღრუს უსიამოვნო სუნი კატებში




უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ცნობილი ასევე, როგორც ჰალიტოზი, უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია სტომატოლოგიური პრობლემებით. თუმცა ამის მიზეზი შესაძლოა ზოგიერთი  დაავადებაც იყოს.

არაჯანსაღი კბილები და ღრძილები არა მარტო უსიამოვნო სუნს და ინფექციას იწვევს პირის ღრუში, არამედ ზიანს აყენებს მთელ ორგანიზმს. ღრძილებიდან მარტივად შეიძლება გავრცელდეს ბაქტერიები სხვადსხვა ორგნოზე, მათ შორის ღვიძლზე, თირკმელსა და გულზე და გამოიწვიოს მათი დაზიანება. 

cat yawning

რა იწვევს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში

როგორც აღვნიშნეთ, ამას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ქონდეს. უმეტესად, უსიამოვნო სუნს იწვებს ჰინგივიტი და ღრძილების დაავადება. 

ძირითადი ორალური მიზეზებია:

სტომატიტი 

დაავადება, რომელიც ხასიათდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითა და დაწყლულებით.

ჰინგივიტი

ღრძილებისა და იოგების ანთება.

ღრძილების დაავადება

ჰინგივიტის არასათანადო მკურნალობამ შეიძლება სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს. ინფექციის გაღრმავებამ შესაძლოა ღრძილების შეჭმა და კბილების ცვენა გამოიწვიოს.

კბილის აბსცესი

ეს არის ჩირქის გროვა, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციის შედეგად.

კბილების გამოცვლა

კნუტების 3-4 თვის ასაკიდან იწყებენ კბილების გამოცვლას. ამ დროს შესაძლოა უსიამოვნო სუნი ჰქონდეთ პიში. როგორც წესი, ეს პროცესი თავისით გადის, მაგრამ მაინც სასურველია კონტროლი.

სპეციფიური სუნის მქონე საკვები

საკვები, რომელსაც მკვეთრი სუნი ახასიათებს ხშირად მოქმედებს პირის უსიამოვნო სუნზე. ასევე უხარისხო საკვებიც შეიძლება გახდეს მიზეზი, რაც თავის მხრივ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს.

პოლიპები

ეს არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ცხვირში, ხახასა და ევსტაქის მილში.

 ფოტოები კნუტობისას და მერე - petario.com/knutebi-gaizardnen

სხვა მიზეზები შეიძლება გახდეს:

დიაბეტი

როგორც ცუდი სუნი, ასევე ტკბილი ან ხილის სუნიც შესაძლოა დიაბეტის ნიშანი იყოს.

თირკმლის დაავადება

კატებში თირკმლის დაავადების ბევრი მიზეზი არსებობს, რაც შემდეგ სისხლში ტოქსინების დაგროვებას იწვევს. ეს თავის მხრივ, შეიძლება პირის ღრუს უსიამოვნო სუნის მიზეზი გახდეს. 

პირის სიმსივნე

კატებში სიმსივნეების დაახლოებით 10% არის პირის სიმსივნე, მათ შორის კი ყველაზე ხშირია ბრტყელუჯრედოვანი კიბო.

სასუნთქი არხების ინფექციები

ამან შესაძლოა მიგვიყვანოს ფილტვების ინფექციამდე, რაც იწვევს უსიამოვნო სუნს.

რეფლუქსი

როდესაც კუჭის მჟავა უკან საყლაპავ მილში გადადის, ხშირად იწვევს ცუდ სუნს

კუჭ-ნაწლავის პრობლემები

ეს შეიძლება იყოს ნაწლავების დახშობა, ინფექციები ან სიმსივნე.

ღვიძლის დაავადება

დაავადებული ღვიძლი ხშირად არის მიზეზი არაჯანსაღი პირის ღრუსა და სუნთქვისა.

ჭიები

ცხოველის დაჭიანებაც ხშირად ხდება პირის უსიამოვნო სუნის მიზეზი.

არასტომატოლოგიურ მიზეზებს შესაძლოა თან ახლდეს, ასევე: დიარეა, ღებინება, ხშირი შარდვა, მომატებული წყურვილის გრძნობა, წონის დაკლება, უხასიათობა და სხვა.

--RELATED--

როგორ მკურნალობენ ჰალიტოზს

მკურნალობა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზზე. 

სტომატოლოგიური მიზეზების შემთხვევაში, ძირითადი პროცედურაა ქვებისა და ნადების  მოშორება კბილებიდან, რაც ნარკოზის ქვეშ კეთდება და გაფუჭებული კბილის ამოღება.

სხვა შემთხვევაში ხდება იმ დაავადების მკურნალობა, რის გამოც გამოწვეულია პირის ღრუს ცუდი სუნი. ოპერაციასა და მედიკამენტებთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური დიეტის დანიშვნა.

კატის კბილების გახეხვა

როგორ ვიზრუნოთ ფისოს პირის ღრუზე სახლის პირობებში

  • რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ფისოს პირის ღრუ. თუკი შეამჩნევთ ღრძილების სიწითლეს, სისხლდენას, ქვებს ან ცუდ სუნს, მალევე მიმართეთ ვეტერინარს. 
  • ხშირად გაუხეხეთ კბილები, უმჯობესია თუ ყოველდღიურად გააკეთებთ. ამისთვის დაგჭირდებათ სპეციალური კბილის პასტა და ჯაგრისი კატებისთვის. არასდროს გამოიყენოთ თქვენი კბილის პასტა. ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ფისო კბილების გახეხვას.
  • კარგი საშუალებაა კბილების გელი ან სავლები ქლორგესიდინის შემცველობით. არსებობს ასევე სხვადასხვა ნუგბარი და საღეჭი სათამაშო, რაც ხელს უშლის კბილებზე ქვების წარმოქმნას.
  • მოარიდეთ კონსერვებს და სველ საკვებს. უმჯობესია მისცეთ მშრალი საკვები, რაც ხელს უწყობს ნადებისა და ქვების მოშორებას. ასევე არსებობს სპეციალური საკვები პირის ღრუს მოვლისთვის. 

წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად აჩვენეთ ვეტერინარს თქვენი ფუმფულა მეგობარი, რათა თავიდან ააცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები.

 

 

 

წყარო: http://www.cat-world.com.au/


9527 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ მოვამზადოთ ძაღლი შემოდგომისთვის

როგორც ყველა ვამჩნევთ ზაფხული მიიწურა, ხალხი ქალაქს უბრუნდება და ემზადება შემოდგომისთვის, აახლებს გარდერობს, ცვლის ...

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მა...

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს...