ბლოგი / მოვლა

მოხუცი ძაღლების ჯანმრთელობის მონიტორინგი: კვების ცვლილებები, ჭარბი წონა, ბეწვის ცვლილებები, კანის ჯანმრთელობა




ცხოველის ასაკის მატებასთან ერთად მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები მის ორგანიზმში. ეს ცვლილებები არაა ერთნაირი სხვა და სხვა ცხოველებს შორის. მაგალითად, მცირე ზომის ძაღლებში ასაკი პირველად გულს ეტყობა, კატებში კი პირველი ორგანო, რომელიც ასაკის ეფექტს ავლენს თირკმელია. როდესაც ჩვენი საყვარელი მეგობარი ასაკში შედის, შეგვიძლია ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტაცია გავუმარტივოთ რამდენიმე გზით: პრობლემების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებით; შესაბამისი დანამატებისა და მედიკამენტების გმაოყენებით; გარემოსა და ცხოვრების სტილის შეცვლით; ჩვენი მათდამი ურთიერთობის შეცვლით.

--RELATED--


ცვლილებები საკვებში და წონის ცვლილებები

ასაკის მატებასთან ერთად ძაღლებში იცვლება მათი მეტაბოლიზმიც და შესაბამისად კალორიების აუცილებელი რაოდენობა მცირდება, ამის გამო ასაკოვან ძაღლებში ენერგიის საჭიროება კლებულობს დაახლოებით 20%-ით. გარდა ამისა მცირდება მათი ფიზკური აქტივობა, რის გამოც საჭირო ენერგია კიდევ 10%-20%-ით მცირდება, და ჯამში ასაკოვან ძაღლს ახალგაზრდასთან შედარებით 40%-მდე ნაკლები ენერგია სჭირდება ყოველდღიური აქტივობებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა ასაკოვანი ძაღლებისათვის კვების რაციონის შეცვლა, თუ მათ კვების დოზებს არ შევუცვლით დიდია ალბათობა წონის მომატებისა, მითუმეტეს, რომ შენელებული მეტაბოლიზმისას ორგანიზმი მიდრეკილია ცხიმის მოგროვებისა და სიმსუქნისკენ. ჭარბწონიანობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ხნიერი ძაღლების ჯანმრთელობაში, მის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ კალორიების შემცირება არაა საკმარისი, აუცილებელია მოხდეს ნახშირწყლების მომატება და ცხიმების მოკლება საკვებიდან. თუ მოხუცი ძაღლი ვერ იკვებება სათანადოდ ან მკურნალობის გამო არ აქვს საშუალება ჩვეულებრივი საკვების მიღებისა, მიზანშეწონილია სპეციალური საკვები დანამატების გამოყენება, რათა მოხდეს საჭირო ვიტამინების, მინერალებისა და ნახშირწყლების მიღება. 

მოხუცი ბულდოგი

კანისა და ბეწვის ცვლილებები

ადამიანების მსგავსად, ძაღლებს ასაკის მატებასთან ერთად აქვთ გაჭაღარავებისაკენ მიდრეკილება, თეთრი ბეწვი ყველაზე ხშირად თვალებისა და ცხვირის გარშემო ჩნდება. ბეწვი ასაკთან ერთად ხშირად თხელდება და ნაკლებად დამყოლი ხდება, თუმცა ეს ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებით ან არასწორი კვებით, ამიტომ, თუ თქვენი ძაღლის ბეწვის სისქე მნიშვნელოვნად შემცირდა, გირჩევთ ვეტერინართან ვიზიტს გადასამოწმებლად. ბეწვის ჯანმრთელობის აღსადგენად ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ცხიმოვანი მჟავის შემცველი საკვები დანამატების გამოყენება. სასურველია მოხუცი ძაღლების უფრო ხშირი გრუმინგი, განსაკუთრებული ყურადღება კი უნდა მივაქციოთ უკანა ტანსა და კუდს. გრუმინგი მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ბეწვისთვის არამედ განწყობისთვისაცაა, რადგან ეს ძაღლებისთვის სასიამონო პროცესია და ამაღლებს მათ ბედნიერების შეგრძნებას.

ასაკის მატებასთან ერთად ძაღლის კანის სისქე შემცირებისკენაა მიდრეკილი, შესაბამისად დაზიანების ალბათობა იმატებს. ასევე ასაკთან ერთად ჩნდება კანის კეთილ თვისებიანი სიმსივნის გაჩენის ალბათობაც, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში არ აშორებენ ძაღლებს, თუ ისეთ ადგილას არ არის განვითარებული რომლის ტრავმირებაც  მარტივადაა შესაძლებელი. სამწუხაროდ არსებობს ავთვისებიანი კიბოს განვითარების შემთხვევებიც. ასაკის გამო ძაღლის კანი ასევე გამოშრობისკენაა მიდრეკილი, რომლისგან თავის დასაცავად ისევ ცხიმოვანი მჟავის შემცველი საკვები დანამატებია რეკომენდირებული.

მოხუცი ძაღლის ჭაღარა

 

ასევე გაიგეთ თ როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს ძაღლს პარადონტიტი აწუხებს: petario.com/paradontiti


3046 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ მოვამზადოთ ძაღლი შემოდგომისთვის

როგორც ყველა ვამჩნევთ ზაფხული მიიწურა, ხალხი ქალაქს უბრუნდება და ემზადება შემოდგომისთვის, აახლებს გარდერობს, ცვლის ...

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მა...

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს...