კოკერ სპანიელის ბეწვის მოვლა
September 19, 2017 12:58 Badri Beriashvili

კოკერ სპანიელი ძალიან ხალისიანი, კარგი ვიზუალის მქონე და დამჯერი ძაღლია.
მისი მოვლა არც თუ ისე ძნელია, მაგრამ ყველაფერს ცოდნა უნდა.
ეხლა კი ნახავთ კოკერ სპანიელის ბეწვის მოვლის აუცილებელ წესებს.
1. აუცმოებელია მისი დავარცხნა ყოველ დღე ან 2 დღეში ერთხელ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მას აქვს დიდი ხვეული სქელი ბეწვი, გარეთ სეირნობისას ბეწვში ბევრი მცენარე და ნარჩენები ეხვევა, ამის ასარიდებლად მისი დავარცხნა აუცილებელია როგორც სისუფთავისთვის ასევე ბეწვის სიჯანსაღისათვის.
2. ასევე აუცილებელია დაბანა. როგორც ყველა ძაღლს, ასევე კოკერ სპანიელსაც ესაჭიროება თვეში 1-2 ჯერ დაბანა. მართალია ჩვენ მას დავვარცხნით მაგრამ ბეწვში მაინც შეიძლება დარჩეს რაიმე რასაც ბანაობის შემდეგ საბოლოოდ გავაქრობთ.ასევე ბანაობა პარაზიტების ყოლასაც გვარიდებს თავიდან.